წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
მორჩილმა ადამიანმა არ იცის მოწყინება, რადგან გრძნობითი საქმიანობით აზრობრივ და სულიერ ღვაწლსაც მოიპოვებს.
მოწყინება ხშირად, მრავლისმეტყველების ერთ-ერთი უპირველესი პირმშოა. ამიტომაც ამ ცოდვას ადფილი სწორედ აქ მივუჩინეთ, როგორც სრულიად შესაფერისი - ვნებათა ბოროტ ჯაჭვში. მოწყინება სულის დასნეულებაა, გონების დაუძლურება, მონაზვნური ღვაწლი... იხილეთ სრულად
როგორც კეთილი მევენახე მხოლოდ მწიფე ნაყოფს იგემებს, ხოლო მჟავეს დატოვებს, ასევე კეთილი და განმსჯელი გონება ყველაფერში სათნოებას იპოვის, თუკი მასში რამენაირად შეიძლება მისი დანახვა. უგუნური კაცი კი ცოდვასა და ნაკლს ეძიებს. სწორედ მ... იხილეთ სრულად
როგორც ქედმაღლობა სხვა ვნებათა გარეშეც დაღუპავს ადამიანს, ასევე მხოლოდ განკითხვას, თავისთავად შეუძლია ჩვენი სრულიად წარწყმედა, რადგან ფარისეველიც სწორედ ამისათვის დაისაჯა.
განსაჯო - ეს ნიშნავს უსირცხვილოდ მიიტაცო ღმერთის მხოლოდშობილი წოდება და განიკითხო - ნიშნავს დაღუპო საკუთარი სული.
კაცისმკვლელი ეშმაკები აღგვძრავენ, რომ შევცოდოთ, ანდა თუ არ ვცოდავთ, მცოდველი განვიკითხოთ, რათა მეორეთი პირველი შევბილწოთ. იცოდე, რომ ისიც ადამიანის ავმეხსიერებასა და შურიანობაზე მიუთითებს, თუკი ის ადვილად, სიამოვნებით განიკითხავს ... იხილეთ სრულად
მე ვაკვირდებოდი ჭეშმარიტი მონანულის ცრემლებს და მათში ბოროტი სიტყვისა და განკითხვის კვალიც კი ვერსად შევნიშნე.
მოყვასის ყველაზე მკაცრი და გულმოდგინე მსაჯულები განკითხვის სნეულებით შეპყრობილნი იმიტომ არიან, რომ საკუთარი ცოდვები არ ახსოვთ და არ ზრუნავენ მათ აღსახოცად. რადგან თუ ადამიანი ზუსტად, თავმოყვარების საბურველის გარეშე თავის ბოროტ საქ... იხილეთ სრულად
მისმინეთ მე, მისმინეთ, სხვათა საქმეთა ბოროტო მსაჯულნო, თუ ჭეშმარიტია ის, რაც დანამდვილებით ჭეშმარიტია, რომლითა სასჯელითა განიკითხნეთ მოყუასნი, მითვე სასჯელითა დაისაჯენეთ (მათ.7,6) მაშინ ცხადია, რომ რომელი ცოდვისთვისაც განიკითხავთ ... იხილეთ სრულად
ზოგიერთი უდიდეს ცოდვებში იმყოფებოდა აშკარად, მაგრამ საიდუმლოდ მრავალი სათნოება აღასრულეს და ისინი, ვინც მათ განიკითხავდნენ, იმით შეცდნენ, რომ კვამლის დევნაში მზე ვერ იხილეს.