წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ურისხველობა უპატიობის გაუმაძღარი სურვილია, ისევე, როგორც პატივმოყვარე ადამიანებს ქების უსასრულო სურვილი შეიპყრობთ ხოლმე. ურისხველობა ბუნების დაძლევაა, რომელიც მრავალი ოფლითა და შრომით მოიპოვება.
ისევე როგორც ცოტა-ცოტა წყლის დასხმით შეგვიძლია, ჩავაქროთ ცეცხლი, მრისხანებისა და გულისწყრომის ალსაც ამგვარადვე დაშრეტს ჭეშმარიტი გლოვის ცრემლები. ამიტომ, ამჯერად, თანმიმდევრობით სწორედ ურისხველობაზე ვისაუბროთ
ჰოი ძმებო, ჩვენ განსვლის ჟამს ბრალს როდი დაგვდებენ იმაში, რომ სასწაულებს არ აღვასწულებდით, ან ღვთისმეტყველები რომ არ ვიყავით, ან ხილვები რომ არ გვქონდა, არამედ უეჭველია, ღმერთს პასუხს მივუგებთ იმაზე, რომ განუწყვეტლად ჩვენს ცოდვებს... იხილეთ სრულად
ხშირად ერთი სიტყვაც კი მოგვაკლებს ტირილს და რა საოცარი იქნებოდა, ისევ ერთი სიტყვით რომ შეგვეძლოს მისი დაბრუნება.
ხშირად თვით ჩვენი საცხოვრებლის ადგილმდებარეობა და გარეგნული შესახედაობა გულს ლმობიერებით აღძრავს; ამაში უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს, ილიასა და იოანეს მაგალითი გვარწმუნებს. ისინი ხომ განმარტოვებულად ლოცულობდნენ. მაგრამ მე მინახავს... იხილეთ სრულად
შიშისაგან მოგვრილი ცრემლი თავისთავად ძრწოლასა და დაცვას შეიცავს. სიყვარულის ცრემლი კი ვიდრე ეს სიყვარული სრულიქმნებოდეს, შეიძლება, წაერთვას კიდეც კაცს. განა მხოლოდ ის დიდი და ღირსსახსოვარი ცეცხლი აღანთებს გულს?! ჭეშმარიტად საოცარი... იხილეთ სრულად
ცხოვრების განმავლობაში დიდი ღვაწლიც რომ აღვასრულოთ, თუ ამ დროს მტკივნეული გული არ გვექნება, ყოველგვარი ღვაწლი თვალთმაქცური და ამაო იქნება; რადგან მათ, რომელნიც, ასე ვთქვათ, განბანვის შემდეგ შეიბილწნენ, აუცილებელია და ჭეშმარიტად აუ... იხილეთ სრულად
გლოვა მონანული სულის მოუშორებელ ტკივილად იქცევა. ის ყოველდღიურად მწუხარებას მწუხარებაზე დაურთავს მშობიარე დედაკაცის მსგავსად.
მეოხება მწუხარებით დათრგუნული სულის განახლებაა, ის ტკივილის ცრემლებს სასწაულებრივად გარდაქმნის ნეტარ ტირილად. ამ ქვეყნიდან განსვლის მოხსენებით ცრემლი შიშს ბადებს. ხოლო როდესაც შიში უშიშობას (ე.ი. იმედს) შობს, მაშინ გამობრწყინდება ... იხილეთ სრულად