ჩვენი ცხოვრება - ერთი წუთია მარადისობასთან შედარებით და ამიტომ "ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩვენდა მომართ" (რომ 8, 18) მომავალ საუკუნეში.
მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ და ვდრტვინავდეთ, არამედ პირიქით, გვიხაროდეს და ვმადლობდეთ უფალს, მის უსაზღვრო გულმოწყალების გამო, რომელმაც უდიდესი ცოდვების გამო უმცირესი სასჯელი მოგვივლინა და მცირეოდენი მწუხარ...
იხილეთ სრულად
მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავვარდეთ და ვდრტვინავდეთ, არამედ პირიქით, გვიხაროდეს და ვმადლობდეთ უფალს, მის უსაზღვრო გულმოწყალების გამო, რომელმაც უდიდესი ცოდვების გამო უმცირესი სასჯელი მოგვივლინა და მცირეოდენი მწუხარებით მარადიულ სიხარულს გვიმზადებს.
მომავლისადმი იმედით შეიმსუბუქე აწმყო. როგორც თვალით სნეულნი მზერას მოარიდებენ მეტისმეტად ბრწყინვალე საგნებს და ყვავილებსა და მცენარეებს შეჰყურებენ. ასევე სულმა მუდმივად არ უნდა უცქიროს სამწუხაროს და იფიქროს მასზე, არამედ მზერა მომ...
იხილეთ სრულად
მომავლისადმი იმედით შეიმსუბუქე აწმყო. როგორც თვალით სნეულნი მზერას მოარიდებენ მეტისმეტად ბრწყინვალე საგნებს და ყვავილებსა და მცენარეებს შეჰყურებენ. ასევე სულმა მუდმივად არ უნდა უცქიროს სამწუხაროს და იფიქროს მასზე, არამედ მზერა მომავალ სიკეთეებს უნდა მიაპყროს.
ქონება წაგართვეს? - ზეციურ სიმდიდრესა და შეუდარაბელ საუნჯეს უმზირე. სამშობლოდან გაგაძევეს? - შენ ხომ ზეციური იერუსალიმი გაქვს! შვილი დაკარგე? - მეგობრად ხომ ანგელოზები გყავს, რომლებთან ერთადაც ღვთის საყდრის წინაშე მარადიულად გაიხა...
იხილეთ სრულად
ქონება წაგართვეს? - ზეციურ სიმდიდრესა და შეუდარაბელ საუნჯეს უმზირე. სამშობლოდან გაგაძევეს? - შენ ხომ ზეციური იერუსალიმი გაქვს! შვილი დაკარგე? - მეგობრად ხომ ანგელოზები გყავს, რომლებთან ერთადაც ღვთის საყდრის წინაშე მარადიულად გაიხარებ.
მოგზაური გზაში უდრტვინველად იტანს ყველა ქარიშხალსა და უამინდობას, ყველა გასაჭირსა და დანაკლისს იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს, სრულყოფილ განსვენებას ჰპოვებს ზეციურ კერაზე. მებრძოლი ომში მამაცურად მიდის მტრის წინააღმდეგ, რომე...
იხილეთ სრულად
მოგზაური გზაში უდრტვინველად იტანს ყველა ქარიშხალსა და უამინდობას, ყველა გასაჭირსა და დანაკლისს იმ იმედით, რომ მოგზაურობის დასასრულს, სრულყოფილ განსვენებას ჰპოვებს ზეციურ კერაზე. მებრძოლი ომში მამაცურად მიდის მტრის წინააღმდეგ, რომელთაც მისი მოკვლა სურთ, იმ იმედით, რომ ბრძოლის დასასრულს მისი გმირობა ღირსეულად დაგვირგვინდება. ჩვენც მიწიერი მოგზაურები ვართ, ქრისტეს მეომრები, განა არ უნდა ვიტანდეთ და ვითმენდეთ სულგრძელად ყველა მწუხარებას? მამაცურად წი...
თუკი ხალისით მიუყვებით ოღროჩოღრო გზას, რადგან იცით, რომ მშობლიური სახლისკენ მიჰყავხართ: მაშ, გაიარეთ ხალისით მწუხარე ცხოვრების გზა, რომელსაც ღვთის სასუფეველში შევყავართ.
ერთმა ზნეობრივმა ხუცესმა აღსასრულის წინ წარმოსთქვა: "ოჰ! რაოდენ მსუბუქად მეჩვენება ახლა ის ჯვრები, რომლებსაც ვტვირთულობდი, ისინი ნეტარებისა და დიდების სასუფევლისკენ მიჩვენებენ გზას".