სასიკეთო და მაცხოვნებელია ჩვენთვის მწუხარება! ღვთის სამართლიანი სამსჯავროს განჩინებით ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ამასთანავე, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, მწუხარებანი სულიერი უძლურებისა და წყლულების მკურნალად გამოგვადგებ...
იხილეთ სრულად
სასიკეთო და მაცხოვნებელია ჩვენთვის მწუხარება! ღვთის სამართლიანი სამსჯავროს განჩინებით ვისჯებით ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ ამასთანავე, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, მწუხარებანი სულიერი უძლურებისა და წყლულების მკურნალად გამოგვადგება - ისინი წმენდენ და სრულყოფენ ჩვენს კეთილ თვისებებსა და საქმეებს, ღირსგვყოფენ დავიმკვიდროთ მარადიული, მომავალი სიკეთეები. მაგრამ ამასთან, ჩვენც მოგვეთხოვება, სულგრძელებით, მოთმინებით გადავიტანოთ განსაცდელები, სრულიად მი...
წმიდა წერილში ღატაკი ლაზარეს სათნოებების შესახებ არაფერია ნათქვამი. მხოლოდ ის ჩანს, რომ არასდროს ყვედრიდა მდიდარს, არამედ მადლიერებით ატარებდა სიღატაკის უღელს. ამისთვის ლაზარე აბრაამის წიაღში მიიღეს.
როგორც მწუხარების მოთმინებით, სულგრძელად ატანა ამსუბუქებს მას, ასევე, პირიქით, მოუთმენლობა, სასოწარკვეთილება, მეტისმეტი დარდი მხოლოდ და მხოლოდ ვნებს და აძლიერებს მას.
მოუთმენელი ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში ამრავლებს თავის მწუხარებას და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იმყოფება: მაგრამ ის, ვინც მწუხარებისას მოთმინებით აღიჭურვება, მოუთმენელზე ბევრად ახლოს იმყოფება ბედნიერ ცვლილებასთან და ბოროტებას ი...
იხილეთ სრულად
მოუთმენელი ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში ამრავლებს თავის მწუხარებას და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იმყოფება: მაგრამ ის, ვინც მწუხარებისას მოთმინებით აღიჭურვება, მოუთმენელზე ბევრად ახლოს იმყოფება ბედნიერ ცვლილებასთან და ბოროტებას ისე ძლიერ არ გრძნობს, რადგან არ დრტვინავს და არ წუწუნებს, ტანჯვა-წამებისას. ამიტომაც, რაც სიჩუმითა და მოთმინებით იტანს ადამიანი მწუხარებას, მით უფრო მწიფდება იგი და სრულიქნება და შესაბამისად, უფრო უახლოვდება გამოხსნისა და...