ყველა წმიდანი ცხოვრებას მწუხარებასა და ნაღველში, მოთმინებასა და დევნაში ატარებდა: რა? მარტო შენ გინდა დარჩე ყოველგვარი ტანჯვისა და მწუხარების გარეშე? თუ შენ მარტოს გინდა იყო ღვთის იმ რჩეულთა რიცხვში, არაფრის დათმენა რომ არ გსურს? ...
იხილეთ სრულად
ყველა წმიდანი ცხოვრებას მწუხარებასა და ნაღველში, მოთმინებასა და დევნაში ატარებდა: რა? მარტო შენ გინდა დარჩე ყოველგვარი ტანჯვისა და მწუხარების გარეშე? თუ შენ მარტოს გინდა იყო ღვთის იმ რჩეულთა რიცხვში, არაფრის დათმენა რომ არ გსურს? ეს არ მოხდება.
თუკი საფრთხე, უბედურება, მწუხარება შენს სიმამაცეს არყევს და შენს მოთმინებას ფიტავს - გაიხსენე დედა ღვთისა, რომელიც თავისი საყვარელი ძის ჯვრის წინაშე იდგა.
მართალია, შეუძლებელია, ტანჯვისას მწუხარებას არ გრძნობდე: წმიდანებიც, რომლებიც საზოგადო ვალს უხდიდნენ ბუნებას, ზოგჯერ ცრემლებით ასველებდნენ სარეცელს, მაგრამ მათ ცრემლებში გამოსჭვიოდა სულის უდრტვინველი სიმშვიდე, მსგავსად იმისა, როგო...
იხილეთ სრულად
მართალია, შეუძლებელია, ტანჯვისას მწუხარებას არ გრძნობდე: წმიდანებიც, რომლებიც საზოგადო ვალს უხდიდნენ ბუნებას, ზოგჯერ ცრემლებით ასველებდნენ სარეცელს, მაგრამ მათ ცრემლებში გამოსჭვიოდა სულის უდრტვინველი სიმშვიდე, მსგავსად იმისა, როგორც ზოგჯერ წყნარ ამინდში - წითელი მზე აირეკლება წვიმის წვეთებში.
წმიდა მამები გვირჩევენ კიდეც, მწუხარების ცრემლი დავღვაროთ. ოღონდ არა - ცრემლი გოდებისა და სასოწარკვეთისა, რომლებიც მხოლოდ გულს გვიგლეჯენ და მწუხარებას უნუგეშოდ აქცევენ, არამედ - ცრემლი, რომელიც უფლისადმი ლოცვით მხურვალებასთანაა შე...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები გვირჩევენ კიდეც, მწუხარების ცრემლი დავღვაროთ. ოღონდ არა - ცრემლი გოდებისა და სასოწარკვეთისა, რომლებიც მხოლოდ გულს გვიგლეჯენ და მწუხარებას უნუგეშოდ აქცევენ, არამედ - ცრემლი, რომელიც უფლისადმი ლოცვით მხურვალებასთანაა შეზავებული. ამგვარი ცრემლები, მართლაც, შეიძლება, და უმჯობესიცაა, ვურჩიოთ მწუხარე კაცს. ისინი მეტად ამსუბუქებენ მწუხარებას, მსგავსად - კეთილსასურველი წვიმისა: მწუხარებისა და ნაღვლისგან გამხმარ გულზე ზეციდან იმედსა და ნუგეშს...
შეიძლება ალზე დაკვირვებისას შევამჩნიოთ, რომ იგი საკუთარი კვამლით იხშვება, თუ კვამლი გარეთ არ გამოდის, მაღლა არ აიკლაკნება ალის სიახლოვეს. ასევე ხდება ცხოვრებისეულ ძალასთან მიმართებაში, იგი ილევა მწუხარებისგან, როცა გარეთ გამოსასვლ...
იხილეთ სრულად
შეიძლება ალზე დაკვირვებისას შევამჩნიოთ, რომ იგი საკუთარი კვამლით იხშვება, თუ კვამლი გარეთ არ გამოდის, მაღლა არ აიკლაკნება ალის სიახლოვეს. ასევე ხდება ცხოვრებისეულ ძალასთან მიმართებაში, იგი ილევა მწუხარებისგან, როცა გარეთ გამოსასვლელს ვერ ჰპოვებენ (ცრემლების მეშვეობით)
როგორც ღრუბელთა გროვა აბნელებს ჰაერს, წვიმის წამოსვლისთანავე კი ყველგან სიმშვიდე და სინათლე დაისადგურებს: ასევე მწუხარება, ვიდრე ჩვენს შიგნითაა, გონებას გვიბნელებს, ხოლო როცა ლოცვითი სიტყვებითა და ცრემლებით გარეთ გამოაღწევს, სულში...
იხილეთ სრულად
როგორც ღრუბელთა გროვა აბნელებს ჰაერს, წვიმის წამოსვლისთანავე კი ყველგან სიმშვიდე და სინათლე დაისადგურებს: ასევე მწუხარება, ვიდრე ჩვენს შიგნითაა, გონებას გვიბნელებს, ხოლო როცა ლოცვითი სიტყვებითა და ცრემლებით გარეთ გამოაღწევს, სულში უდიდეს სინათლეს დაავანებს. მაშინ ღვთაებრივი შეწევნა, როგორც ლამპარი, იგზავნება სულში.
არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბორო...
იხილეთ სრულად
არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბოროტება უწოდო) მეორეს უმატებენ.