რას აღნიშნავს სამი ასო, რომლებიც მაცხოვრის ხატზე გამოისახება, კერძოდ შარავანდედზე მისი თავის ირგვლივ. ეს გახლავთ სამი ბერძნული ასო - O ???? N.
ეს ბერძნული ასოები აღნიშნავენ „არსებულს“ ანუ „მყოფს“, ითარგმნება: „ის, რომელიც არ...
იხილეთ სრულად
რას აღნიშნავს სამი ასო, რომლებიც მაცხოვრის ხატზე გამოისახება, კერძოდ შარავანდედზე მისი თავის ირგვლივ. ეს გახლავთ სამი ბერძნული ასო - O ???? N.
ეს ბერძნული ასოები აღნიშნავენ „არსებულს“ ანუ „მყოფს“, ითარგმნება: „ის, რომელიც არის“. ასე ვკითხულობთ ძველ აღთქმაშიც: „და ჰრქუა ღმერთმან მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ, და თქუა: ესრეთ არქუ ძეთა ისრაელისათა, რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა“ (გამოს. 3, 14). იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში უფლის სახელის ...
როგორც კი ჩაქრება შუქი ჭეშმარიტებისა თვალებში, მხედველობიდან იკარგება გზაც. როგორც კი ვიღაც სტოვებს ჭეშმარიტებას, ის ასუსტებს დისციპლინასაც. უგზოობაში დახეტიალობს მრავალი ადამიანი, დაეხეტებიან მთელი ხალხები, მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშ...
იხილეთ სრულად
როგორც კი ჩაქრება შუქი ჭეშმარიტებისა თვალებში, მხედველობიდან იკარგება გზაც. როგორც კი ვიღაც სტოვებს ჭეშმარიტებას, ის ასუსტებს დისციპლინასაც. უგზოობაში დახეტიალობს მრავალი ადამიანი, დაეხეტებიან მთელი ხალხები, მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშმარიტების შეცნობა არ სურთ. მის გრეშე, როგორც შუქისა, უცნობია მიზანი და არ მოჩანს გზა.
ჭეშმარიტებასთან და სულის დისციპლინასთან დაბრუნება - აი, საარსებო აუცილებლობა ჩვენი თაობისა, ჩვენი დროისა, მათ გარეშე დაღუპვა გარდაუვალ...
თუ ჭეშმარიტებას სიყვარულითა და სიყვარულისათვის ეძიებ, იგი თავის ნათელ სახეს გაგიხსნის იმდენად, რამდენადაც შენ მის დატევას შეძლებ ისე, რომ არ დაგწვას. ამასთან ერთად, იგი მოგიტანს ყველაფერს, მაგრამ მიხვდები, რომ მის ბრწყინვალე და უტ...
იხილეთ სრულად
თუ ჭეშმარიტებას სიყვარულითა და სიყვარულისათვის ეძიებ, იგი თავის ნათელ სახეს გაგიხსნის იმდენად, რამდენადაც შენ მის დატევას შეძლებ ისე, რომ არ დაგწვას. ამასთან ერთად, იგი მოგიტანს ყველაფერს, მაგრამ მიხვდები, რომ მის ბრწყინვალე და უტკბილეს სახეზე მეტი არაფერი გჭირდება.
როდესაც ცხოვრების შფოთსა და ფუსფუსში მხედველობიდან გამოგრჩება ჭეშმარიტების ნამდვილი სახე, მარტოობასა და ნაღველს შეიგრძნობ თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების მეგობრებისა და ნათესავების ...
ეძიებდე ჭეშმარიტებას ნიშნავს - ეძიებდე სიყვარულს.
ეძიებდე ჭეშმარიტებას, რათა იგი იარაღად აქციო, ნიშნავს - ეძიებდე ჭეშმარიტებას მრუშობისათვის; და ვინც მას ამ მიზნით ეძიებს, ჭეშმარიტება მას უგდებს ძვალს, თვითონ კი მისგან ცხრა ...
იხილეთ სრულად
ეძიებდე ჭეშმარიტებას ნიშნავს - ეძიებდე სიყვარულს.
ეძიებდე ჭეშმარიტებას, რათა იგი იარაღად აქციო, ნიშნავს - ეძიებდე ჭეშმარიტებას მრუშობისათვის; და ვინც მას ამ მიზნით ეძიებს, ჭეშმარიტება მას უგდებს ძვალს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გარბის; ცხრა მთას იქით, საყვარელნო!
წმიდანისათვის ბუნება წარსულს ასახავს. მან შეისწავლა მისი ანბანი, წაიკითხა მისი სიტყვები, მოისმინა მისი ბგერები, შეიცნო ყოველივე, რაც მან მას მიანდო და წიგნი დახურა. მხოლოდ წმიდანში მიაღწია ბუნებამ თავის მიზანს: მან მასში ადამიანი ...
იხილეთ სრულად
წმიდანისათვის ბუნება წარსულს ასახავს. მან შეისწავლა მისი ანბანი, წაიკითხა მისი სიტყვები, მოისმინა მისი ბგერები, შეიცნო ყოველივე, რაც მან მას მიანდო და წიგნი დახურა. მხოლოდ წმიდანში მიაღწია ბუნებამ თავის მიზანს: მან მასში ადამიანი გააღვიძა, ღვთისაკენ სავალი გზა ასწავლა და თვალს მიეფარა.
წმიდანი უსაზღვროდ მადლიერია ბუნებისა და განუზომლად გულმოწყალე მის მიმართ, ამიტომაც იგი მას დედამიწაზე თავის ერთადერთ მეგობრად მიიჩნევს.
სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.
შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიი...
იხილეთ სრულად
სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.
შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიის კრიტიკოსები იბადებიან და კვდებიან, სიმღერები კი სიცოცხლეს განაგრძობენ. კრიტიკა კვდება, სიმღერა ცოცხლობს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია პროზის გაცოცხლება. პოეზია ცხოვრების ხიდან ამოიზარდა, პროზა კი შემეცნების.
ყველამ ვიცით, ტყუილს ხ...
ცოდვა თავისი ბუნებით ღმერთის დანახვის საშუალებას გვართმევს, უფალი კი საკუთარი სიწმიდითა და სისუფთავით არ განეცხადება უწმინდურ მზერას, ვიდრე იგი არ განიწმინდება, რამეთუ ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხი...
იხილეთ სრულად
ცოდვა თავისი ბუნებით ღმერთის დანახვის საშუალებას გვართმევს, უფალი კი საკუთარი სიწმიდითა და სისუფთავით არ განეცხადება უწმინდურ მზერას, ვიდრე იგი არ განიწმინდება, რამეთუ ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათ. 5, 8).
ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკ...
იხილეთ სრულად
ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით.
უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება.
ურჩობის ცოდვა იმდენად მძიმეა უფლის წინაშე, რომ ადამი მარტოობაში მის შედეგებს ვერ გადაიტანდა და მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. უმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ამის შესახებ და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისაკენ, რომელ...
იხილეთ სრულად
ურჩობის ცოდვა იმდენად მძიმეა უფლის წინაშე, რომ ადამი მარტოობაში მის შედეგებს ვერ გადაიტანდა და მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. უმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ამის შესახებ და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისაკენ, რომელსაც მეყსეულად მარადიული სიკვდილისაკენ მივყავართ. მაგრამ ბრძენმა შემოქმედმა ურჩობის სულზე მეტი იცოდა. მან გადაწყვიტა, ადამიანთა მოდგმა გაემრავლებინა, რათა მათ შესძლებოდათ, ერთმანეთში გაენაწილებინათ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე...