წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
ჭეშმარიტება სამარეშიც ცოცხლობს, ბორკილებდადებულიც თავისუფალია, ბნელშიც ანათებს და ლაფში ამოსვრილიც სიწმინდეს ინარჩუნებს.
ჭეშმარიტება უფრო ვრცელია, ამაღლებული და ღრმა, ვიდრე ეს სამყარო. ამიტომაც შეუცნობელია, მაგრამ სულიერი ადამიანისათვის იგი დღესავით ნათელია.
ჭეშმარიტება დროს არ ექვემდებარება. იგი არც ძველია და არც ახალი. იგი უცვლელი იყო გუშინ, უცვლელია დღეს, და ხვალაც უცვლელი დარჩება.
ჯვრით მსვლელობისას უფალს შევთხოვთ: უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვიწყალე! ყველა ნიშანთა შორის, რომელთაც ჩვენ ვატარებთ, ჯვარი პირველ ადგილზე დგას. რამეთუ, მას ჯერ კიდევ ქრისტეს გოლგოთაზე ყოფნისას მიეცა ძა... იხილეთ სრულად
როგორც დღე განსხვავდება ღამისაგან, ასევე ქრისტიანული ხატები განსხვავდებიან წარმართული კერპებისაგან.