წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
დღეს ახალგაზრდამ რომ მკითხოს, როგორ უნდა ცხონდეს, მე ვურჩევდი, რომ სხვისთვის იღვაწოს. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა საზრუნავი არ გააჩნია, ან დაღუპულია, ან უფსკრულის წინაშე დგას.
ადამიანს ოცნებებით უფრო უდგას სული, ვიდრე სინამდვილით. მომავალზე მეოცნებე აწმყოს ივიწყებს. მთელი ცხოვრება შორეულ სივრცეს დაჟინებით გასცქერის, ახლომახლო კი ვერაფერს ამჩნევს. რასაც გულით და გონებით ჭვრეტს იმით უფრო სულდგმულობს, ვიდრ... იხილეთ სრულად
რას ითხოვს ჩვენგან უფალი? - ჩვენი სული დღითი დღე, წლიდან წლამდე სიკეთისკენ რომ მიილტვოდეს, მხოლოდ კეთილზე ვფიქრობდეთ და სიკეთე გვსურდეს, ბოროტება განვაგდოთ, მარადიულ დავიწყებას მივცეთ.
სხვისი ბედნიერება არ გიხაროდეს, ეს ცოდვისაგან გაუხეშებული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე უღირსი თვისებაა. სხვისი სიხარულით რომ გაიხარო, ან ბავშვი უნდა იყო, ან ბავშვივით მიამიტი და უცოდველი.
უზაკველობა, რწმენა და მორჩილება ბავშვური სულის თვისებაა, ამასთანავე უვნებლობა და სიხარული. მისთვის უცხოა ვერცხლისმოყვარეობა, ავხორცობა, მისი თვალები ავხორცობით არ არის ამღვრეული, მის სიხარულს საზრუნავი არ აშფოთებს. ვის შეუძლია ბავ... იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანი არა დასაღუპავად, ცხონებისათვის შექმნა. არსებობს კი ისეთი მებაღე, ვისაც უნდა, რომ მისმა ნერგმა არ გაიხაროს და ნაყოფი არ გამოიღოს? უფლის ნებაა, რომ ყველა ადამიანმა შეინანოს და ბოროტს გაემიჯნოს.
ღმერთი მხოლოდ მათთან სუფევს, ვისაც გული აქვს შემუსვრილი და სული დამდაბლებული. მხოლოდ მას გამოუცხადებს სამყაროს საიდუმლოებასა და წმინდა წერილის სულიერ სიღრმეებს, ამისთვის ამქვეყნიურ მოვლინებებსა და კატეგორიებს იყენებს.