წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) |
რამდენ წინდაუხედავ და შეურაცხმყოფელ სიტყვას, მრისხანე გამოხედვას და უღირს საქციელს ავირიდებდით თავიდან, წყენას რომ დუმილით ვუპასუხებდეთ. ყოველივე ეს დაიძლევა, თუ ადამიანები არ დაიცავენ პრინციპს: თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ.
გული ბოროტებით სავსე და ენა სიცრუის მეტყველი, თანამედროვე კაცობრიობის უმძიმესი სენია. ბოროტება და სიცრუე კაცთა მოდგმას ხანძარივით მოსდებია.
წუთისოფელმა ბოროტი ჩვევები შემძინა, ყოველი მხრიდან შემკრა და შემბოჭა, იგი თითქოს ობობას ქსელია, მაგრამ რკინის ძალა შესწევს.
შურს ნუ იძიებ. ბოროტებას ბოროტებით ნუ მიაგებ. კმა არს ბოროტება, რომელიც მოყვასისგან იწვნიე. თუ ბოროტებას ბოროტებით უპასუხებ, ამით ბოროტს განამრავლებ. თუ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხებ, შენი მოთმინებითა და მიტევებით სამყაროში არსე... იხილეთ სრულად
თვითმკვლელობა მომაკვდინებელი ცოდვაა, ეს არის სულიწმიდის გმობა. იგი მკვლელობაზე უფრო მძიმე ცოდვაა, რადგან მკვლელმა შეიძლება ცოდვა შეინანოს, თვითმკვლელობას კი სინანული არ ახლავს.
ბოროტს უნდა განვეშოროთ, განვაგდოთ მაცდური ზრახვები და მხოლოდ ამის შემდეგ ვისწავლოთ სიკეთის ქმნა.
სიმართლე რომ ითქვას, ბოროტება ამ სოფლად დედაკაცის მიერ შემოვიდა, მაგრამ ხსნა კაცობრიობას ისევ დედაკაცმა მოუტანა.
ადამიანი ვიდრე სიტყვით და საქმით შესცოდავდეს, ჯერ ფიქრით სცოდავს. ფიქრი ცოდვის დასაბამია, ყველა დანარჩენი ზნეობრივი შეცოდებანი მისი შედეგია. ამიტომ თავს უცოდველად ნურავინ წარმოაჩენს, რაკი არავინ მოუკლავს, არავინ გაუძარცვავს, არავი... იხილეთ სრულად