შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამ...
იხილეთ სრულად
შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამი – პიროვნება, არამედ ახალი ადამი – ღმერთკაცი იესო ქრისტე.
ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლი...
იხილეთ სრულად
ახლადშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და შერყვნილ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლისღებით განახლებულმა სიცოცხლემ იფეთქა; ამ სასწაულს მეორედ შობა, ანუ ჩვენს სულში ქრისტეს დაბადება ჰქვია.
ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ოჯახის რაობა, მაცხოვრის მოვლინებამ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება აღნიშნულ საკითხს მინდა მივაქციო. ოჯახის იდეალად იესო ქრისტემ დასახა მისი და ეკლესიის დამოკიდებულე...
იხილეთ სრულად
ცოლ-ქმრის ურთიერთობა, ოჯახის რაობა, მაცხოვრის მოვლინებამ სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება აღნიშნულ საკითხს მინდა მივაქციო. ოჯახის იდეალად იესო ქრისტემ დასახა მისი და ეკლესიის დამოკიდებულება: "როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც – თავიანთ ქმრებს ყველაფერში, ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა".
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავი თვისი მისთვის" (ეფ. 5,23-25). სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანთა შორის არცერთ ურთიერთობას არა აქვს ისეთი მაღალი დანიშნულება, როგორც ცოლ-...
იხილეთ სრულად
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავი თვისი მისთვის" (ეფ. 5,23-25).სახარებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანთა შორის არცერთ ურთიერთობას არა აქვს ისეთი მაღალი დანიშნულება, როგორც ცოლ-ქმრის ურთიერთობას, რომელთა წმიდა კავშირიც უფლისაგან განუყოფელი თანაცხოვრებისთვისაა დალოცვილი.
ქალზე დიდად არის დამოკიდებული, თუ რამდენად იღბლიანი იქნება ქორწინება. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად. ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც გან...
იხილეთ სრულად
ქალზე დიდად არის დამოკიდებული, თუ რამდენად იღბლიანი იქნება ქორწინება. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად. ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც განსაზღვრავს ამ კავშირს. თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება, ან ანგარება განსაზღვრავს, ფაქტობრივად იგი თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძნებული.გარეგნულმა სილამაზემ, - წერ...
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს დედა, რომელსაც არ უჭირდა უხასიათო მეუღლესთან საერთო ენის გამონახვა და ...
იხილეთ სრულად
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს დედა, რომელსაც არ უჭირდა უხასიათო მეუღლესთან საერთო ენის გამონახვა და ამიტომაც მასთან ხშირად მიდიოდნენ მეზობელი ქალები, რათა ესწავლათ, როგორ ახერხებდა იგი ქმართან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას.- როცა მეუღლე უხასიათოდაა, ცუდ განწყობილებაზე, გაღიზიანებული და რაიმეს არასწორად ამბობს, -...
აუცილებელია, რომ ქორწინება ეკლესიის (ანუ ღმერთის) მიერ იყოს ნაკურთხი, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. საჭიროა შემდგომში მეუღლეებმა თავიანთი ცხოვრება ისე წარმართონ, რომ ღვთის მადლი არ განეშოროთ და მათი კავშირი ურთიერთ სიხარულის მოტან...
იხილეთ სრულად
აუცილებელია, რომ ქორწინება ეკლესიის (ანუ ღმერთის) მიერ იყოს ნაკურთხი, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. საჭიროა შემდგომში მეუღლეებმა თავიანთი ცხოვრება ისე წარმართონ, რომ ღვთის მადლი არ განეშოროთ და მათი კავშირი ურთიერთ სიხარულის მოტანის ნაცვლად ათას უბედურებათა წყაროდ არ იქცეს.
მეფე და დედოფალი, - ასე უწოდებენ ჯვარდაწერილთ. ეს არ არის ახლად შეუღლებულთათვის ერთი-ორი დღის ვადით მინიჭებული სახელწოდება. საერთოდ, ოჯახში მამა უნდა მეფობდეს და დედა დედოფლობდეს.
ის, რომ მამა აღიარებულია ოჯახის თავად და ავტორიტეტად, აიძულებს მას, ყოველი ნაბიჯი მოზომოს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და შვილებისა და მეუღლის წინაშე არ დამცირდეს. ამასთან უპირატესობა ავალდებულებს, განსაკუთრებულად იზრუნოს ...
იხილეთ სრულად
ის, რომ მამა აღიარებულია ოჯახის თავად და ავტორიტეტად, აიძულებს მას, ყოველი ნაბიჯი მოზომოს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და შვილებისა და მეუღლის წინაშე არ დამცირდეს. ამასთან უპირატესობა ავალდებულებს, განსაკუთრებულად იზრუნოს როგორც მეუღლეზე, ისე შვილებზე და საჭიროების შემთხვევაში მათ დასაცავად სიცოცხლეც არ დაიშუროს.რაც შეეხება უშუალოდ ცოლქმრულ ურთიერთობებს, აქ მეუღლეთა შორის თანასწორობაა. ქმარი არ არის პატრონი თავისი სხეულისა, არამედ ცოლი; დ...
დღეს, ზოგიერთი ფილმისა და ჟურნალ-გაზეთის გავლენით, ოჯახური ურთიერთობის სიწმინდე მეუღლეთა შორის დარღვეულია. არადა, გაუკუღმართებული დამოკიდებულებანი მოქმედებს ფსიქიკაზე, არღვევს ჭეშმარიტ სიყვარულს და აუცილებლად იწვევს დიდ გართულებებ...
იხილეთ სრულად
დღეს, ზოგიერთი ფილმისა და ჟურნალ-გაზეთის გავლენით, ოჯახური ურთიერთობის სიწმინდე მეუღლეთა შორის დარღვეულია. არადა, გაუკუღმართებული დამოკიდებულებანი მოქმედებს ფსიქიკაზე, არღვევს ჭეშმარიტ სიყვარულს და აუცილებლად იწვევს დიდ გართულებებს ცოლ-ქმარს შორის, რადგან ღმერთი სჯის ადამიანებს ამ ყველაზე სათუთი და მაღალი გრძნობების შელახვისა და შერყვნისათვის.ღმერთი ასევე პასუხს მოსთხოვს მეუღლეთ ღალატისათვის. იგი მეორე ნახევრის წინაშე ჩადენილ ისეთ დიდ ცოდვადაა მი...