შვილო, შევიყვაროთ თავმდაბალი აზროვნება. თუ უფალს ჩვენი სიშიშვლის გამო შევებრალებით, ცოტაოდენი ლოცვის უნარს მოგვცემს და ჩვენს სულს ღვთაებრივი სამოსით შემოსავს. მაშინ უნდა გავფრთხილდეთ, რომ არ დავსვაროთ იგი დაუდევრობით, ამპარტავნები...
იხილეთ სრულად
შვილო, შევიყვაროთ თავმდაბალი აზროვნება. თუ უფალს ჩვენი სიშიშვლის გამო შევებრალებით, ცოტაოდენი ლოცვის უნარს მოგვცემს და ჩვენს სულს ღვთაებრივი სამოსით შემოსავს. მაშინ უნდა გავფრთხილდეთ, რომ არ დავსვაროთ იგი დაუდევრობით, ამპარტავნებით, განკითხვით, უდებებით, ურჩობით და ა. შ. ვეცადოთ, უფრო მეტად განვასპეტაკოთ ის კეთილი საქმეებით, განსაკუთრებით კი, თავმდაბალი აზროვნებით და თავის დადანაშაულებით. ეს უფრო სათნოა ღვთისთვის, ვიდრე ცუდადმზვაობრობით შესრულებუ...
ლოცვაში უპირველესად ითხოვე, რომ ღმერთმა სიმდაბლე მოგმადლოს. ამ თხოვნაში სიჯიუტე გამოიჩინე, რადგან ჭეშმარიტი სიმდაბლის გარეშე ვერაფერს მიაღწევ ისეთს, რაც სასყიდლის ღირსი იქნება.
შვილო, ყველაფრის არსი ერთია: ეცემი ამპარტავნების სულისგან, მისი დების – ცუდადმზვაობრობისა და თავმოწონებისგან და მათი თანაშემწეების – ბილწი და გმობის გულისსიტყვებისგან.
როცა ვმრისხანებთ, ან გულისწყრომა დაგვეუფლება, როცა განვიკითხავთ ან ვურჩობთ, ცხადია, რომ შესაბამისი ამპარტავნება და ეგოიზმი გვაქვს. თუ სიმდაბლის გზაზე წარმატებით ვივლით, მაშინ ეგოიზმის ბოროტი ნაშიერები უკან დაიხევენ.