ადამიანს სულიერი განსვენება მხოლოდ თავმდაბლობისა და სიმშვიდისგან ეძლევა. უფალიც გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი" (მათ. 11, 29). ამიტომ, მოდით, სანატრელო შვილებ...
იხილეთ სრულად
ადამიანს სულიერი განსვენება მხოლოდ თავმდაბლობისა და სიმშვიდისგან ეძლევა. უფალიც გვეუბნება: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქვენთაი" (მათ. 11, 29).ამიტომ, მოდით, სანატრელო შვილებო, მთელი გულით შევიყვაროთ იესოს სიმდაბლე და სიმშვიდე; და როგორც უფალმა ბრძანა, ჭეშმარიტად ჩვენი სულების განსვენებას ვპოვებთ.
თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი შრომა და დრო სჭირდება. ქედმაღლობის მოკვდინება საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. ჩვენი „მე“ ფეხქვეშ გავთელოთ, საკუთარი თავის სრული უარყოფა შევიყვაროთ, მორჩილებას ვეტრფოდეთ და ღ...
იხილეთ სრულად
თავმდაბლობის შეძენა იოლი არ არის. ამას დიდი შრომა და დრო სჭირდება. ქედმაღლობის მოკვდინება საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს. ჩვენი „მე“ ფეხქვეშ გავთელოთ, საკუთარი თავის სრული უარყოფა შევიყვაროთ, მორჩილებას ვეტრფოდეთ და ღვთის შეწევნით, სისხლისმღვრელ ბრძოლაში ქედმაღლობის მოკვდინებას შევძლებთ.
წინ ვისწრაფოთ, ჩემო შვილებო, როგორც მძლეოსნებმა სახელოვანი ბრძოლის სარბიელზე. ვინც გაიმარჯვებს, ჩვენი უტკბესი ღმერთის უზენაესი საყდრის წინაშე წარდგება და საუკუნო დიდების უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა.
გევედრებით, მტერთან შებმა ნუ შეგაშინებთ, რადგან ეგოიზმის ეშმაკის დასამარცხებლად უფალი თავის უხილავ ხელს შეგვაშველებს, განგვამტკიცებს და ღვთაებრივი სიმდაბლის ზეგარდამოქსოვილი კვართით შეგვმოსავს.
შენი ამპარტავნება და სიჯიუტეა იმ გულისსიტყვების მიზეზი, რომლებზეც მწერ. თუ დამდაბლდები, თუკი ყველა დაბრკოლებისას საკუთარ თავს დაარწმუნებ, რომ შენი ვნებები გტანჯავს, მოძღვარი და ძმები კი უდანაშაულონი არიან, უმალვე იგრძნობ გულისსიტყ...
იხილეთ სრულად
შენი ამპარტავნება და სიჯიუტეა იმ გულისსიტყვების მიზეზი, რომლებზეც მწერ. თუ დამდაბლდები, თუკი ყველა დაბრკოლებისას საკუთარ თავს დაარწმუნებ, რომ შენი ვნებები გტანჯავს, მოძღვარი და ძმები კი უდანაშაულონი არიან, უმალვე იგრძნობ გულისსიტყვების შემცირებას და შენი ჭრილობების განკურნება დაიწყება.
ჩვენი ამპარტავნება ხან აშკარაა, ხანაც ჩვენგან დაფარული და გაუცნობიერებელი. ვინაიდან ღმერთს ჩვენი განწმენდა სურს ამ უწმინდურებისგან, ის ქარიშხალს გაამძვინვარებს, რომ ჩვენს სულში უდებებით დალექილი სიბინძურე გამორიყოს.
ბოროტება ფესვიანად უნდა აღმოიფხვრას. მისი ძირია ამპარტავნება, ეგოიზმი, სიჯიუტე, საკუთარი ნება, მრისხანება და სხვ. ამ ყველაფრის წამალი ერთია – ცოდვასა და განსაცდელში საკუთარი თავის დადანაშაულება. ყოველთვის თქვი: „მე ვარ დამნაშავე, ...
იხილეთ სრულად
ბოროტება ფესვიანად უნდა აღმოიფხვრას. მისი ძირია ამპარტავნება, ეგოიზმი, სიჯიუტე, საკუთარი ნება, მრისხანება და სხვ. ამ ყველაფრის წამალი ერთია – ცოდვასა და განსაცდელში საკუთარი თავის დადანაშაულება. ყოველთვის თქვი: „მე ვარ დამნაშავე, ჩემშია მიზეზი; ჩემი ვნებებისგან მემართება ყველაფერი. ჩემი უბედურების მიზეზი მხოლოდ მე ვარ, სამგზის უბადრუკი, სხვა არავინ“.დიახ, შვილო, ეს არის უზენაესი ჭეშმარიტება, უტყუარი სინამდვილე.
შეიყვარეთ სიმდაბლე, ამის მაგალითი იესომ მოგვცა. როდის? როცა არდაგი მოირტყა, მოწაფეებს ფეხები დაჰბანა და უთხრა: „უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ?“ (იოან. 13, 12) ანუ, როგორც მე დავიმდაბლე თავი თქვენი ფეხის დაბანით, თქვენც ასევე გმართებ...
იხილეთ სრულად
შეიყვარეთ სიმდაბლე, ამის მაგალითი იესომ მოგვცა. როდის? როცა არდაგი მოირტყა, მოწაფეებს ფეხები დაჰბანა და უთხრა: „უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ?“ (იოან. 13, 12) ანუ, როგორც მე დავიმდაბლე თავი თქვენი ფეხის დაბანით, თქვენც ასევე გმართებთ დამდაბლება ერთმანეთის წინაშე.