ეს არ არის უბრალო რიტუალი; იგი შეერთებაა პიროვნებისა მაცხოვართან, მისტიური ცენტრია, როგორც ქრისტიანული ცხოვრებისა, ისე მთელი ღვთისმსახურებისა. ზიარების წინა ყველა ლოცვა ამზადებს ადამიანს ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედთან მია...
იხილეთ სრულად
ეს არ არის უბრალო რიტუალი; იგი შეერთებაა პიროვნებისა მაცხოვართან, მისტიური ცენტრია, როგორც ქრისტიანული ცხოვრებისა, ისე მთელი ღვთისმსახურებისა. ზიარების წინა ყველა ლოცვა ამზადებს ადამიანს ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედთან მიახლოებისთვის.
მათთვის, ვინც ღირსეულად მოემზადება, შიშით, ღრმა და ჭეშმარიტი სინანულით მიიღებს იესოს ხორცსა და სისხლს, ეს სიწმიდე იქნება განმწმენდელი ცეცხლი, გარდამქმნელი და აღმადგინებელი სულისა.
მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები, რომლითაც ასე ამაყობს ჩვენი საუკუნე, მეტად შეზღუდულია და არ იძლევა საფუძველს აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლოებისათვის, რადგანაც ის ეყრდნობა ადამიანის გრძნობებს და არ ძალუძს, მოსწყდეს ჩვენი პლანე...
იხილეთ სრულად
მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები, რომლითაც ასე ამაყობს ჩვენი საუკუნე, მეტად შეზღუდულია და არ იძლევა საფუძველს აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლოებისათვის, რადგანაც ის ეყრდნობა ადამიანის გრძნობებს და არ ძალუძს, მოსწყდეს ჩვენი პლანეტის მასშტაბებს. დედამიწის მიზიდულობის ძალის დაძლევის მიზნით მეცნიერებამ ახლა კოსმიზაციის პროცესი დაიწყო. კაცობრიობას ემუქრება ატომური ომის საფრთხე, შექმნილი ბირთვული ენერგიის მარაგი უდიდეს საშიშროებას წარმოშობს და ზღუდეს...
მორწმუნე ხარ თუ ურწმუნო, მნიშვნელობა არა აქვს, შენს წინაშე შეუვალი მარადიულობაა, საუკუნო ნეტარებით ან სატანჯველით სავსე. მიწიერი ჩვენი სიცოცხლე წამისყოფაა, მომზადებაა უსასრულო ცხოვრებისათვის. ყოველი წელი, თვე და დღე გვაახლოებს იმ ...
იხილეთ სრულად
მორწმუნე ხარ თუ ურწმუნო, მნიშვნელობა არა აქვს, შენს წინაშე შეუვალი მარადიულობაა, საუკუნო ნეტარებით ან სატანჯველით სავსე. მიწიერი ჩვენი სიცოცხლე წამისყოფაა, მომზადებაა უსასრულო ცხოვრებისათვის. ყოველი წელი, თვე და დღე გვაახლოებს იმ კარიბჭეს, როცა წარმავალიდან წარუვალში გადავინაცვლებთ. მაცხოვარი გვმოძღვრავს და გვაფრთხილებს: „მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ...
მიწიერი ჩვენი სიცოცხლე წამისყოფაა, მომზადებაა უსასრულო ცხოვრებისათვის. ყოველი წელი, თვე და დღე გვაახლოებს იმ კარიბჭეს, როცა წარმავალიდან წარუვალში გადავინაცვლებთ.
ჩვენი ვალია, ვიყოთ ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი, ჩვენი ქრისტიანი ხალხის ერთგული შვილნი, ვიცხოვროთ და გონიერად მოვიხმაროთ მიწიერი სიკეთე ისე, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი სულის წინსვლასა და სრულყოფას.
თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვან...
იხილეთ სრულად
თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ-სამყოფელს.