კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1), წიგნი
ჩვენს მახლობლად იყო ადგილი, რომელსაც თოლა ეწოდებოდა. იქ ერთი ძმა ცხოვრობდა. იგი ხშირად, როდესაც სიკვდილზე ფიქრობდა, მთლად გაშმაგდებოდა და თითქმის გრძნობადაკარგულს, ავი ზნის შეტევით მოწყლულს, ძმები თითქმის უსულოდ მდებარეს ნახავდნენ... იხილეთ სრულად
ასევე არ გამოვტოვებ და ბერი ევსუქის ამბავსაც გიამბობთ. იგი ქოზიფის მთებში ცხოვრობდა. თავდაპირველად მეტად უზრუნველად ატარებდა დროს და სულზე ოდნავადაც არ ზრუნავდა. შემდეგ მოურჩენელი სენი შეეყარა და ერთი საათის განმავლობაში მიცვალებუ... იხილეთ სრულად
როგორც ზოგიერთს წამოუდგენია უფსკრული უსასრულოდ და ამიტომ უძოროს უწოდებენ მას, ასევე სიკვდილზე ფიქრი უხრწნელ სიწმიდესა და უსასრულო კეთილ საქმეებს ბადებს. ამას ის ღირსი მამაც ამოწმებს რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ.
უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველგვარი სიკეთის მსგავსად სიკვდილის ხსოვნა ღვთის მადლია, რადგან ხშირად, თვით გარდაცვლილის სარეცელთანაც კი უცრემლოდ, გაქვავებული გულებით ვდგავართ. ზოგჯერ კი ასეთი სამწუხარო სანახაობის გარეშეც ლმობიერდება ჩვენი გ... იხილეთ სრულად
ვინც ყველაფრისთვის, რაც ამ სოფელს ეკუთვნის, მოაკვდინა თავი, მას ჭეშმარიტად ახსოვს სიკვდილი. ხოლო მას, ვინც ჯერ კიდევ შეპყრობილია რაიმე ვნებით, არ ძალუძს, რომ სიკვდილზე ფიქრში იყოს გამუდმებით, რადგან საკუთარი თავის მტარია იგი.
როგორც ერთმა თქვა, სრულიად შეუძლებელი საქმეა, რომ კაცმა თუნდაც ერთი დღე განვლოს ღვთისნიერად, თუ იგი არ ფიქრობს, რომ ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეა.
ჭეშმარიტად სოცარია, რომ რაღაც ამდაგვარი წარმართებმაც თქვეს. რადგან ისინიც თვლიდნენ, რომ სიბრძნისმოყვარება სიკვდილზე ფიქრში მდგომარეობს.
ჭეშმარიტი გლოვა არის მწუხარე სული, რომელიც მხურვალე გულით გლოვობს და გამუდმებულად ცრემლის ღვრა სწყურია, სულ მას ეძიებს და როცა გამოუჩნდება, მთელი ძალით მისდევს და მწუხარებითა და მოთქმით მიჰყვება, თუ ასეთი რამ არის - ე.ი. გლოვაა
სინანული ყველაფერი იმისგან განშორებაა, რაც ამ სოფელზე მიგვაჯაჭვავს და სრული მწუხარების მოხვეჭა, რომელიც სიკეთის მომტანია. მონანული გული უნდა იყოს, როგორც ისრით, განუკურნებლად დაჭრილი და მსურველი იმისა, რომ თავის მიზანს მიაღწიოს.