კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1), წიგნი
ლოცვაზე ძრწოლით იდექი, როგორც მსჯავრდებული ავაზაკი დგას სამსჯავროს წინაშე, რათა შენი შინაგანი თუ გარეგნული შესახედაობით მართალი მსაჯულის რისხვა დააცრო: რადგან მას არ ძალუძს უგულებელყოს დაქვრივებული სული, რომელიც მწუხარედ დგას მის ... იხილეთ სრულად
ვინც სულიერი ცრემლი მოიპოვა, მას ყველა ადგილი გლოვისთვის შესაფერისად გამოუჩნდება, ხოლო, თუ ვინმესთვის ეს მხოლოდ გარეგნული საქმეა, მას ყოველთვის ურჩევნია, რომ შესაფერისი ადგილი და მდგომარეობა შეარჩიოს.
სამართლიანი შეურაცხყოფის, მოძღვრისაგან მიღებული უპატიობისა და სასჯელის ჟამს, მართლმსაჯული ღმერთის სამსჯავრო გავიხსენოთ და ჩვენში დანერგილ მწუხარებასა და პირუტყვულ მრისხანებას როგორც ორლესული მახვილით, ისე გავანადგურებთ სიმშვიდითა ... იხილეთ სრულად
წყლის სმისას ნუ დაივიწყებ უქრობი ცეცხლით გამოწვეულ წყურვილს და ყოველივე ამით შესძლებ, რომ საკუთარი ბუნება დაიმორჩილო.
როდესაც სარეცელზე მოსასვენებლად წვები, შენი საფლავად დადება გაიხსენე და ნაკლებს იძინებ. როცა სატრაპეზოდ ჯდები, საკუთარი თავი მატლების საბრალო ტრაპეზად წარმოიდგინე და ნაკლებად დატკბები.
ვინც ხან გლოვობს ხან ტკბება და სამხიარულო ამბებს ჰყვება, ის იმ კაცს ჰგავს, ვინც სიძვის ძაღლებს ქვის ნაცვლად პურს ესვრის; თითქოს ამით განდევნის, სინამდვილეში კი თავისკენ იზიდავს მათ.
ჩვენ, მეგობრებო, საქორწილო ზეიმზე კი არა ვართ წვეულნი, არამედ ყველა, ვინც აქ არის მოხმობილი, მოწოდებულია, რომ საკუთარ თავს გლოვობდეს. ეშმაკს ისე ეშინია გლოვის, როგორც ქურდს - ძაღლის.
ნუ მიბაძავთ მკვდართა დამმარხველებს, რომლებიც ხან დასტირიან მათ, ხან კი მათთვის სვამენ და თვრებიან, არამედ ემსგავსე დილეგის ტუსაღს, ყოველდღიურად გვემას რომ იტანს მტარვალთაგან.
სახიერი და მართალი მსაჯული ჩვენი, უეჭველია, რომ როგორც ყველაფერში, ასევე გლოვის ღვაწლშიც ჩვენი ბუნების ძალის მიხედვით განიკითხავს. რადგან მინახავს, რომ ზოგიერთი ცრემლის მცირე წვეთს სისხლის ფასად ღვრის, სხვა კი ცრემლთა ნიაღვარს სულ... იხილეთ სრულად