წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეფრემ ასური - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეფრემ ასური | გამონათქვამები, ციტატები
ნეტარია, ვისაც თვალწინ აქვს წუთისოფლიდან გასვლის დღე და შეიძულა ამპარტავნება ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე გამომჟღავნდება ჩვენი ბუნებრივი არარაობა - კუბოში ხრწნილებით
ამპარტავნების აზრი მანამდე დაამდაბლე, ვიდრე სიამაყე (ვნებაში გადაზრდილი) დაგამდაბლებდეს. გაანადგურე იგი მანამდე, ვიდრე თვითონ გაგანადგურებდეს. დათრგუნე ხორცი მანამდე, ვიდრე ვნება დაგთრგუნავდეს
როდესაც არაწმიდა აზრები აშფოთებენ შენს გონებას, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, არამედ გაიხსენე ღვთის წყალობანი. ვისაც ხომალდი აბარია, მას გემის პატრონი არასოდეს უსაყვედურებს: "რატომ მიეცი ტალღებს საშუალება, რომ ჩემი გემისთვის შემოე... იხილეთ სრულად
საყვარელო, გაურბიხარ ცეცხლს, რომ სხეული არ დაგწვას, მაგრამ გაექეცი ცოდვას, რათა შენი სხეული სულთან ერთად ჩაუქრობელ ცეცხლში არ დაიწვას.
როგორც ძლიერი ქარი მტვერს გაფანტავს, ასევე, ჩვენი მტერი - ეშმაკი - განიდევნება ღმერთთან საუბრით, ლოცვითა და ცრემლებით