ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისებრ მივაგებო.
გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;
და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დ...
იხილეთ სრულად
ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისებრ მივაგებო.
გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;
და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო.
როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:
ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,
და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.
თ. 24-25
link
ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა.
თ 21-11
ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, მოსავლის დროს კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება.
თ. 20-21
ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.
თ. 8-10
უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება.
თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.
მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირი კი ძალადობით არის სავს...
იხილეთ სრულად
უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება.
თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.
მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირი კი ძალადობით არის სავსე.
სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.
გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.
ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან.
თ. 8-10
link
სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე უმჯობესი.
თ. 15-16
რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,
იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
მაშინ მიხვდები, რა არის სიმართლ...
იხილეთ სრულად
რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,
იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
მაშინ მიხვდები, რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე.
თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბობა შენს სულს,
გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს.
თ. 1-3
link
გულბრძენი გონივრად იწოდება და ტკბილი ბაგეები ცოდნას ჰმატებს.
სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა საჯელი კი სიბრიყვეა.
ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას ჰმატებს.
თ. 15-16
თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას დაბადებს დღე.
სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
მძიმეა ლოდი და ქვიშის ტვირთი, მაგრამ უმეცრის ბრაზი ორთავეზე მძიმეა.
მრისხანება სისასტიკ...
იხილეთ სრულად
თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას დაბადებს დღე.
სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
მძიმეა ლოდი და ქვიშის ტვირთი, მაგრამ უმეცრის ბრაზი ორთავეზე მძიმეა.
მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?
ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია.
თ. 26-28
link
გონიერი კაცის სიბრძნე საკუთარი გზის შეცნობაშია, უმეცართა სიბრიყვე კი ცრუობაშია.
თ. 13-14