გახსოვდეთ, ქორწინება სიყვარულთან ერთად თავდადებასაც გულისხმობს. საუკუნო სიყვარულისა და ერთგულების ფიცით შეკავშირებული მეუღლენი მიემართებიან ერთი გზით, რომელიც მარტო ია-ვარდით არ არის მოფენილი და რომელზეც ხშირად ნარ-ეკალი გვხვდება....
იხილეთ სრულად
გახსოვდეთ, ქორწინება სიყვარულთან ერთად თავდადებასაც გულისხმობს. საუკუნო სიყვარულისა და ერთგულების ფიცით შეკავშირებული მეუღლენი მიემართებიან ერთი გზით, რომელიც მარტო ია-ვარდით არ არის მოფენილი და რომელზეც ხშირად ნარ-ეკალი გვხვდება. ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს, მსხვერპლად გაიღოს ყოველივე სხვისი ბედნიერებისათვის: უნდა შეეძლოს, ებრძოლოს ეგოიზმს, დაძლიოს თავისი ჩვევები, მოთხოვნილებები, სურვილები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავიც გაწიროს. ცოლ...
ჯვარდაწერილი და სიყვარულით შეუღლებულნი ცოლ-ქმარნი ღვთაებრივი შესაქმის გამგრძელებელნი არიან, მაგრამ თუ ადამიანს მხოლოდ ქვენა გრძნობები და ხორციელი ტკბობის სურვილი ამოძრავებს, ეს უკვე სიყვარული აღარაა. ვნებას აყოლილი პიროვნება მიწიე...
იხილეთ სრულად
ჯვარდაწერილი და სიყვარულით შეუღლებულნი ცოლ-ქმარნი ღვთაებრივი შესაქმის გამგრძელებელნი არიან, მაგრამ თუ ადამიანს მხოლოდ ქვენა გრძნობები და ხორციელი ტკბობის სურვილი ამოძრავებს, ეს უკვე სიყვარული აღარაა. ვნებას აყოლილი პიროვნება მიწიერ სიამოვნებას ესწრაფვის და ვეღარ ამჩნევს მეუღლის ჭეშმარიტად მშვენიერ, სათნო სულიერ თვისებებს.
ადამიანის ბუნება სრულყოფილი არც კაცშია და არც ქალში, არამედ ორივეში ერთად. ღმერთმა დანერგა ქალსა და მამაკაცში ურთიერთ ლტოლვის სურვილი, სწრაფვა ერთ არსად ქცევისა მათი შვილების სახით ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად.
კაცობრიობამ შორეულ წარსულშივე იგრძნო თვისი ორბუნებოვნება. აი, რას წერდნენ ძვ. ჩინელი ფილოსოფოსები: „ადამიანისათვის დამახასიათებელია თვისებები მიწისა და ცისა, მასში ერთმანეთშია შერწყმული ნათელი და ბნელი, შეერთებულია სული და სამშვინ...
იხილეთ სრულად
კაცობრიობამ შორეულ წარსულშივე იგრძნო თვისი ორბუნებოვნება. აი, რას წერდნენ ძვ. ჩინელი ფილოსოფოსები: „ადამიანისათვის დამახასიათებელია თვისებები მიწისა და ცისა, მასში ერთმანეთშია შერწყმული ნათელი და ბნელი, შეერთებულია სული და სამშვინველი“ (ძვ. ჩინური ფილოსოფია, მოსკოვი, 1973, გვ.106).