მივართვათ საჩუქრად ერთმანეთს წრფელი ღიმილი, გულის სითბო და კეთილი სიტყვა; დაე, რწმენა და სიყვარული განმტკიცდეს ჩვენს შორის; მშვიდობა სუფევდეს გულთა შინა ჩვენთა, სახლსა ჩვენსა და ქვეყანასა ზედა. სათნოებამ დაიდოს ბინა ყოველი ადამიან...
იხილეთ სრულად
მივართვათ საჩუქრად ერთმანეთს წრფელი ღიმილი, გულის სითბო და კეთილი სიტყვა; დაე, რწმენა და სიყვარული განმტკიცდეს ჩვენს შორის; მშვიდობა სუფევდეს გულთა შინა ჩვენთა, სახლსა ჩვენსა და ქვეყანასა ზედა. სათნოებამ დაიდოს ბინა ყოველი ადამიანის გულში და დაივანოს სიყვარულმა. უფალმა დალოცოს და კეთილად აღზარდოს ჩვენი შვილები, მიანიჭოს მათ სიყვარული ღვთისა, სიყვარული მამულისა და მშობლებისა, სიყვარული მოყვასისა.
დღეს სულ უფრო ახალ ფორმას იძენს მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლა, სულ უფრო აქტიური ხდება მისი მოქმედება, სულ უფრო ახალ-ახალი ძალები ებმევიან მშვიდობის დასაცავად, რადგანაც ბირთვული ომის აცილება დაკავშირებულია კაცობრიობის უშიშროების პრ...
იხილეთ სრულად
დღეს სულ უფრო ახალ ფორმას იძენს მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლა, სულ უფრო აქტიური ხდება მისი მოქმედება, სულ უფრო ახალ-ახალი ძალები ებმევიან მშვიდობის დასაცავად, რადგანაც ბირთვული ომის აცილება დაკავშირებულია კაცობრიობის უშიშროების პრობლემასთან. დადგა ისეთი დრო, როცა სახელმწიფოებმა უარი უნდა თქვან ძალის პოლიტიკაზე, სამხედრო მანქანის სრულყოფასა და გაძლიერებაზე, უნდა ეძებონ გზები ურთიერთთანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობისა.
უნდა ვეძიოთ სიხარული არა ხანმოკლე და სწრაფწარმავალი, არამედ ისეთი, იესო ქრისტე რომ ბრძანებს: „და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (იოანე 16,22). უნდა ვეძიოთ სიყვარული, რომელიც გარდაქმნის ცხოვრება...
იხილეთ სრულად
უნდა ვეძიოთ სიხარული არა ხანმოკლე და სწრაფწარმავალი, არამედ ისეთი, იესო ქრისტე რომ ბრძანებს: „და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (იოანე 16,22). უნდა ვეძიოთ სიყვარული, რომელიც გარდაქმნის ცხოვრებას; უნდა ვეძიოთ და მოვიპოვოთ მშვიდობა; მშვიდობა ჩვენს სულში, შინ და გარეთ.
ჯვრისწერის დროს მეფე-დედოფალი ერთი სასმისიდან სვამენ ღვინოს. ეს სიმბოლოა არა მარტო მათი ერთად ყოფნისა, არამედ იესო ქრისტესთან, ეკლესიასთან მათი ერთობისა.