ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
სახიერი ღმერთი სიყვარულით გვითმენს ჩვენ და არავის არცხვენს სააშკარაოზე გამოყვანით, თუმცა კი იცის, როგორც გულთამხილველმა, ჩვენი ცოდვიანი მდგომარეობა. ასევე წმიდანებიც არასდროს ძრახავდნენ ცოდვილებს სხვების წინაშე, არამედ სიყვარულითა... იხილეთ სრულად
ჩვენ რომ წმიდა მამებისამებრ გვეცხოვრა, ყველანი სულიერად იმდენად ჯანმრთელნი ვიქნებოდით, რომ ჩვენი სიჯანსაღე ყველა სხვა რწმენის ხალხს შეშურდებოდა; მაშინ ისინი ქადაგების გარეშეც მიატოვებდნენ თავიანთ ავადმყოფურ ცდომილებებს და გადარჩებ... იხილეთ სრულად
არაფერია იმ სიხარულზე ძლიერი ამ ქვეყნად, რასაც ღვთის სიყვარული ჰქვია, რომელიც ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში საღვთო სათნოებებთან ერთად უხვად გვეძლევა ღვთის მოშურნე შვილებს, და რომლის მხოლოდ განცდაა შესაძლებელი და არა სიტყვებით გამოხატვა;... იხილეთ სრულად
მოუნანიებელი ადამიანი ყველაზე უგუნურია ამ ქვეყნად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ სიმძიმე ადევს გულზე, რადგან არ ინანიებს, რომ გათავისუფლდეს ამ პატარა ჯოჯოხეთიდან, კიდევ უფრო უარესისკენ რომ მიაქანებს – მარადიული ჯოჯოხეთისკენ, - არამ... იხილეთ სრულად
არ არსებობს იმაზე მხურვალე ცეცხლი, ვიდრე სინდისისაგან გამოწვეული შინაგანი წვა. იგი სულს გამუდმებით აწვალებს და როგორც მატლი, მთელი ცხოვრება ხრავს, მაგრამ კიდევ უფრო გამეტებით იმქვეყნიურ, მომავალ ცხოვრებაში დახრავს, "სადა-იგი მატლი... იხილეთ სრულად
ამსოფლიური სული, სამწუხაროდ, მუდმივად წვრთნის ადამიანთა გონებას მზაკვრობაში, და ისინი, როცა თანამოძმეებს შეურაცხყოფენ, თვლიან, რომ ამით წარმატებას მიაღწიეს, და ამავე დროს საკუთარ თავზე ესმით: "როგორი მოხერხებულია! ისე, როგორც ეშმა... იხილეთ სრულად
ღვთისგან განშორებულნი, ყოველთვის უნუგეშონი არიან და ორმაგად იტანჯებიან, რადგან ვისაც ღვთისა და მომავალი ცხოვრების არ სწამს, ის არა მხოლოდ უნუგეშო რჩება, არამედ თავის სულს მუდმივ სატანჯველსაც უმზადებს.
უგუნურია კაცი, რომელიც ადამიანურ სიმართლეს დაეძებს, ხოლო კიდევ უფრო უგუნურია, ვინც არც სხვებისგან მიყენებულ შეურაცხყოფებს ივიწყებს და არც სხვების მიმართ გაწეულ სიკეთეს.
უსამართლო მოპყრობებმა, რომლებიც ამ ცხოვრებაში ადამიანებისა და ეშმაკებისაგან შეგვხვდება, არ უნდა შეგვაწუხოს, რადგან ეს ღმერთსაც არ აწუხებს, რამეთუ იგი ყველა ამ უსამართლობას იწერს და მათ სანაცვლოდ ასწილად მიაგებს ზეციური სალაროდან.