მოყვასის სიყვარული არის გზა, რომელსაც ღმერთის სიყვარულისაკენ მივყავართ, რადგანაც ქრისტემ ინება საიდუმლოდ განხორციელება ყოველ ჩვენს მოყვასში, ქრისტეში კი - ღმერთმა.
თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც - თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას - იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღმრთეებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ რა ამ ღირსებას, სხვა რამე...
იხილეთ სრულად
თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც - თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას - იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღმრთეებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ რა ამ ღირსებას, სხვა რამეს ირჩევთ: ცხოველთა - და თანაც ყველაზე უწმინდურ ცხოველთა - ღირსებას. გონს მოდით! მიატოვეთ მყრალი ჭაობი, ცოდვების აღიარებით განიწმინდეთ, სინანულის საბანელში განიბანეთ, ლმობიერების ცრემლით შეიმკეთ თავი, ასცილდით მიწას და ზე...
ერთ-ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა, რომ სახარება წმინდა გონებით იკითხება, მისი გაგება კი მცნებების საქმით შესრულების გზით შეიძლება. მაგრამ სახარების ზუსტი და სრული წვდომა საკუთარი ძალებით შეუძლებელია - ეს ქრისტეს ნიჭია.
როდესაც უფალი თავისი ყოვლადწმიდა ხორცით მიწაზე იყო, მაშინ ბევრი ხედავდა მას და თან ვერ ხედავდა. რა ბედენაა, თუ ადამიანი ხედავს ხორციელი თვალით, რომელიც საერთო აქვთ მას და ცხოველებს, ხოლო სულიერი თვალით - გულითა და გონებით - ბრმაა...
იხილეთ სრულად
როდესაც უფალი თავისი ყოვლადწმიდა ხორცით მიწაზე იყო, მაშინ ბევრი ხედავდა მას და თან ვერ ხედავდა. რა ბედენაა, თუ ადამიანი ხედავს ხორციელი თვალით, რომელიც საერთო აქვთ მას და ცხოველებს, ხოლო სულიერი თვალით - გულითა და გონებით - ბრმაა? დღესაც ბევრია ისეთი, ყოველდღე რომ კითხულობს სახარებას, მაგრამ სინამდვილეში არასოდეს წაუკითხავს და არც იცის, რა არის იგი.
„და ვის ზედა მოვიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა?“ (ეს. 66, 2), ამბობს უფალი. შენც ასეთი იყავი სახარებისა და უფლის მიმართ, რომელიც თვითონ არის სახარება.
ღმერთის სიტყვა, ცხონების სიტყვა, მის კადნიერ განმმარტებელთათვის იქცევა სასიკვდილო შხამად, ორლესულ მახვილად, რომლითაც ისინი საკუთარ თავებს საუკუნო სიკვდილისთვის წირავენ. ასეთი თვითმკვლელნი იყვნენ: არიოზი, ნესტორი, ევტიქი და სხვა მწ...
იხილეთ სრულად
ღმერთის სიტყვა, ცხონების სიტყვა, მის კადნიერ განმმარტებელთათვის იქცევა სასიკვდილო შხამად, ორლესულ მახვილად, რომლითაც ისინი საკუთარ თავებს საუკუნო სიკვდილისთვის წირავენ. ასეთი თვითმკვლელნი იყვნენ: არიოზი, ნესტორი, ევტიქი და სხვა მწვალებლები, რომლებიც წმიდა წერილის თვითნებური და კადნიერი განმარტების გამო ღმრთის გმობაში ჩაცვივდნენ.
ვინც თვითნებურად განმარტავს სახარებას და მთელ წმიდა წერილს, ის ამით უარყოფს მის წმიდა მამებისეულ, სული წმიდისეულ განმარტებას. ხოლო ვინც წმიდა წერილის სული წმიდისეულ განმარტებას უარყოფს, ის, უეჭველია, თვით წმიდა წერილსაც უარყოფს.