ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
როდესაც სახარებას გადაშლი და წაკითხვას დააპირებ, გაიხსენე, რომ ხვალ იგი შენს საუკუნო ხვედრს გადაწყვეტს. სახარების მიხედვით განვისჯებით და, იმის შესაბამისად, თუ როგორ ვიქცევით აქ, მიწაზე, სახარებასთან მიმართებაში, ჩვენი წილხვედრი ი... იხილეთ სრულად
ნუ დასჯერდები სახარების უბრალო კითხვას, ეცადე მისი მცნებები შეასრულო, ეცადე შენი საქმეებით იკითხო იგი. სახარება ცხოვრების წიგნია და მას თვით ცხოვრებით უნდა კითხულობდე.
სახარების კითხვისას ნუ ეძიებ ტკბობას, აღტაცებას, ბრწყინვალე აზრებს: ეძიე შეუცდომლად დაინახო წმიდა ჭეშმარიტება.
შეინანე, შეცვალე შენი ცხოვრება და უფალს პატიება სთხოვე იმისათვის, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე გაატარე ცხოვრება და დაჰპირდი, რომ ამიერიდან ეცდები გიყვარდეს იგი და შენი მოყვასი, რომ აიძულებ საკუთარ თავს ამის გაკეთებას. ... იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი უფლისადმი სიყვარულისა – როდესაც შენ მეგობრისათვის და მტრისათვისაც თანაბარი მონდომებით ლოცულობ, არ ანსხვავებ მათ. აი, რას ამბობს წმიდა გრიგოლ პალამა: "როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭ... იხილეთ სრულად
შეამოწმე, გიყვარს კი უფალი "მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით და მთელი შენი სიმტკიცით", როგორც ეს მან გვასწავლა. რადგან თუ შენი სიყვარული ორადაა გაყოფილი – როცა შენს გულში შემოვა თუნდაც თმის ღერივით წვრილი რაიმე სხვა მისწრაფება, ... იხილეთ სრულად
რვა ნიშნით შეგიძლია გაიგო, გიყვარს თუ არა ღმერთი, ისე როგორც საჭიროა. შენ ნამდვილად გიყვარს იგი თუ: 1) გიყვარს იგი თავისუფლად და არა ძალდატანებით; 2) იცავ მის მცნებებს; 3) მთელი გულით გიყვარს იგი და სხვა არაფერი გიყვარს ისე, როგორ... იხილეთ სრულად
ყველა ტანჯვით, რომელიც უფალმა დაითმინა, მან თავად განსაჯა ეშმაკი. და აქ, ჯვარზე, როდესაც მამა-ღმერთს ევედრებოდა, შეენდო მისი მკვლელებისთვის, მან მოყვასისადმი თავისი სრულყოფილი სიყვარული დაგვანახა. იგი ამბობდა: "მამაო, მიუტევე ამათ... იხილეთ სრულად