ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
რაოდენ საოცარი საქმეა?! ყოველივეს მეუფე, რომელსაც ემორჩილება ყველა ცაში და დედამიწაზე, რომელმაც შექმნა ყველა თავისუფალი, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ ემსახურებოდა ადამიანებს და მათთვის მთელი დღეების განმავლობაში მუშაობდა. სიბრძნე, რო...
იხილეთ სრულად
რაოდენ საოცარი საქმეა?! ყოველივეს მეუფე, რომელსაც ემორჩილება ყველა ცაში და დედამიწაზე, რომელმაც შექმნა ყველა თავისუფალი, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ ემსახურებოდა ადამიანებს და მათთვის მთელი დღეების განმავლობაში მუშაობდა. სიბრძნე, რომელმაც მოაწყო ზეცა და მიწა, რომელმაც გაანათლა ადამიანური გონება სხვადასხვა ხელოვნებისა და ხელობის გამოგონებით, ისეთი თავმდაბალი იყო, რომ მძიმე და უხეშ სამუშაოს ასრულებდა. ის სიბრძნე, რომელმაც წარმოუდგენელი ხელოვნებით შექ...
link
იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მას შემდეგ, რაც იმ ასაკს მიაღწია, როცა ფიზიკური შრომა შეეძლო, უქმად არ ატარებდა ცხოვრებას, არამედ თავისი ხელით მუშაობდა – იყო დურგალი, ამუშავებდა ხეს, აკეთებდა კარ-ფანჯრებს და ...
იხილეთ სრულად
იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მას შემდეგ, რაც იმ ასაკს მიაღწია, როცა ფიზიკური შრომა შეეძლო, უქმად არ ატარებდა ცხოვრებას, არამედ თავისი ხელით მუშაობდა – იყო დურგალი, ამუშავებდა ხეს, აკეთებდა კარ-ფანჯრებს და სხვა დანარჩენს, რაც ხისგან კეთდება. ამ საქმით იგი ოცდაათ წლამდე იყო დაკავებული.
link
ხელის სამუშაო აძლიერებს სხეულს და აჯანსაღებს მას, ხოლო უქმად ყოფნა და მცონარობა აუძლურებენ, ადუნებენ და აავადმყოფებენ მას.
ის, ვინც მცირე შეცოდებებს ყურადღებას არ აქცევს, დიდ ცოდვაში ვარდება. როგორც ამას "სიბრძნე ზირაქისა" გვეუბნება: "მცირედთა არადჩამგდები თანდათან დაკნინდება" (ზირ. 19, 1). და ბოლოს, წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თუმცა თესლი მცირეა, ...
იხილეთ სრულად
ის, ვინც მცირე შეცოდებებს ყურადღებას არ აქცევს, დიდ ცოდვაში ვარდება. როგორც ამას "სიბრძნე ზირაქისა" გვეუბნება: "მცირედთა არადჩამგდები თანდათან დაკნინდება" (ზირ. 19, 1). და ბოლოს, წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თუმცა თესლი მცირეა, მისგან დიდი ხეები ამოიზრდება. ასევე მელიებიც – თუმცა პატარა მხეცები არიან, მაგრამ მთელი ვენახის დაღუპვა შეუძლიათ. მცირე ცოდვები ხომ მელიების მსგავსად ანადგურებენ სათნოებათა ყლორტებს. შედეგად ადამიანი თანდათანობით ირყვნებ...
link
შევხედოთ, როგორ გადავდივართ მცირე ცოდვებიდან დიდზე. ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება, როდესაც გაუფრთხილებლად ვათვალიერებთ მშვენიერ სახეს, მაგრამ მოდით დავაკვირდეთ, თუ რომელ ცოდვებთან მიგვიყვანს ეს. სილამაზის თვალიერება საშუალებას აძლე...
იხილეთ სრულად
შევხედოთ, როგორ გადავდივართ მცირე ცოდვებიდან დიდზე. ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება, როდესაც გაუფრთხილებლად ვათვალიერებთ მშვენიერ სახეს, მაგრამ მოდით დავაკვირდეთ, თუ რომელ ცოდვებთან მიგვიყვანს ეს. სილამაზის თვალიერება საშუალებას აძლევს უწმინდურ ფიქრებს სრულად მოგვიცვან, ისინი ჩვენს აზრებს იპყრობენ, შემდეგ უკვე იმის მისწრაფებაც გვიჩნდება, რომ მივწვდეთ ტკბობას, შემდეგ ცოდვის საქმით აღსრულებას ვიწყებთ, რამდენიმეგზის გამეორება ცოდვას ჩვევაში გადაზრდის, ...
link
ცოდვა ჩვენს სულში სიყვარულს აციებს, კლავს სათნოებას, აშრობს ლმობიერების ცრემლებს, აქრობს სინანულს და ხელს უშლის ჩვენში ქრისტეს მადლის დამკვიდრებას. მაგრამ უფრო დიდი ბოროტებაა, როდესაც მცირე ცოდვებიდან ადვილად გადავდივართ მძიმე, მო...
იხილეთ სრულად
ცოდვა ჩვენს სულში სიყვარულს აციებს, კლავს სათნოებას, აშრობს ლმობიერების ცრემლებს, აქრობს სინანულს და ხელს უშლის ჩვენში ქრისტეს მადლის დამკვიდრებას. მაგრამ უფრო დიდი ბოროტებაა, როდესაც მცირე ცოდვებიდან ადვილად გადავდივართ მძიმე, მომაკვდინებელ ცოდვებზე, რომლებიც სრულიად ღუპავენ საბრალო ადამიანს. ეს ცოდვები აუძლურებენ სულის კეთილ მისწრაფებებს, ხელს უშლიან ღვთის შეწევნას.
link
თითოეული ცოდვა მსუბუქად კი გვეჩვენება, მაგრამ განგვაშორებენ სულიერი ცხოვრების ნაყოფს, წმიდა საიდუმლოებებიდან შორს განგვაყენებენ და ხელს უშლიან უფალ იესო ქრისტესთან ჩვენს ერთობას, როგორც ილია წინასწარმეტყველი ბრძანებს: "მხოლოდ თქვე...
იხილეთ სრულად
თითოეული ცოდვა მსუბუქად კი გვეჩვენება, მაგრამ განგვაშორებენ სულიერი ცხოვრების ნაყოფს, წმიდა საიდუმლოებებიდან შორს განგვაყენებენ და ხელს უშლიან უფალ იესო ქრისტესთან ჩვენს ერთობას, როგორც ილია წინასწარმეტყველი ბრძანებს: "მხოლოდ თქვენი უკეთურობანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის" (ესაია, 59, 2).
link
თუ მცირე ცოდვებში ბუნებისა და ნებისყოფის უძლურების გამო ჩავვარდებით, ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი გული გაერთოს ამით, არამედ შევიძულოთ ისინი, შევინანოთ, ვაღიაროთ და შევთხოვოთ უფალს, რომ მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რათა კვლავ ამ ცოდ...
იხილეთ სრულად
თუ მცირე ცოდვებში ბუნებისა და ნებისყოფის უძლურების გამო ჩავვარდებით, ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი გული გაერთოს ამით, არამედ შევიძულოთ ისინი, შევინანოთ, ვაღიაროთ და შევთხოვოთ უფალს, რომ მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რათა კვლავ ამ ცოდვებს არ დავუბრუნდეთ.
link
აუცილებლად უნდა ავარიდოთ თავი ცოდვებს, რადგან თუ მოვინდომებთ, რომ ღმერთსაც სათნო ვეყოთ და არც "მცირე" ცოდვების მიტოვება გვსურს, ზეცა ჯოჯოხეთთან შევაერთოთ, სიბნელე – ნათელთან, ცეცხლი – წყალთან და სიწმინდე – ბოროტებასთან? მართალია, ...
იხილეთ სრულად
აუცილებლად უნდა ავარიდოთ თავი ცოდვებს, რადგან თუ მოვინდომებთ, რომ ღმერთსაც სათნო ვეყოთ და არც "მცირე" ცოდვების მიტოვება გვსურს, ზეცა ჯოჯოხეთთან შევაერთოთ, სიბნელე – ნათელთან, ცეცხლი – წყალთან და სიწმინდე – ბოროტებასთან? მართალია, ეს ცოდვები "მცირედ" გვეჩვენება, მაგრამ მათ უდიდესი სიმძიმე აქვთ, რამეთუ წმიდა ღმერთს განარისხებენ. ასევე, უდიდესი ბოროტება, რომელიც, შეიძლება ქმნილების მიმართ იყოს ჩადენილი, არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემოქმედის მიმ...
link
ცოდვები აბინძურებენ სულს და ღვთის წინაშე საძაგელს ხდიან მას, რამეთუ თუკი თუნდაც ერთი ბოროტი ზრახვა ღვთის თვალში საძაგელი და საზიზღარია, როგორც სოლომონი ბრძანებს: უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამ...
იხილეთ სრულად
ცოდვები აბინძურებენ სულს და ღვთის წინაშე საძაგელს ხდიან მას, რამეთუ თუკი თუნდაც ერთი ბოროტი ზრახვა ღვთის თვალში საძაგელი და საზიზღარია, როგორც სოლომონი ბრძანებს: უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია" (იგავნი 15, 26); და თუ მარტოდენ აზრები, როდესაც ისინი მზაკვრულია, სულს უფლისაგან განაშორებენ ("არასწორი სიბრძნე ღმერთს განაშორებს" (სიბრძნ 1, 3), მაშ, რამდენად შორდება ღვთაებრივ სიყვარულს და მისი განუსაზღვრელი მადლ...
link