თუ გვსურს ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ, მაცხოვრის მეტად მარტივი, მაგრამ ღრმა შინაარსის შემცველი ეს რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: "ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ" (მთ. 6,33). ე.ი. უმთავრესია ღმერთთან მიმართებაში...
იხილეთ სრულად
თუ გვსურს ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ, მაცხოვრის მეტად მარტივი, მაგრამ ღრმა შინაარსის შემცველი ეს რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: "ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ" (მთ. 6,33). ე.ი. უმთავრესია ღმერთთან მიმართებაში სწორი ორიენტაცია ჰქონდეს ხელისუფლებას, ხალხს, ცალკეულ ადამიანს და ყოველივე დანარჩენი, მათ შორის მატერიალური კეთილდღეობაც, მიეცემა მათ.
დღეს თითქმის ყველა აღიარებს, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ რატომღაც ყველა არ მიიჩნევს აუცილებლობად ღვთის მიერ ჩვენთვის დადგენილი კანონების დაცვას. გამოდი...
იხილეთ სრულად
დღეს თითქმის ყველა აღიარებს, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ რატომღაც ყველა არ მიიჩნევს აუცილებლობად ღვთის მიერ ჩვენთვის დადგენილი კანონების დაცვას. გამოდის, რომ ამ ადამიანებს მათ მიერ შემუშავებული წესები უფრო სწორი ჰგონიათ, ვიდრე კაცთა ხსნისათვის ამქვეყნად მოვლენილი, ჩვენთვის ჯვარცმული იესო ქრისტეს მცნებები და დარიგებანი.
დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი განსხვავებული აზრის შემწყნარებლობისა ეკლესიაში ოდითგან იყო აღიარებული და დაცული. ეკლესიის წევრები იყვნენ მეფეები და გლეხები, მონარქისტები და რესპუბლიკელები, დიდნი და მცირენი..., რადგან უფალში ერთი...
იხილეთ სრულად
დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი განსხვავებული აზრის შემწყნარებლობისა ეკლესიაში ოდითგან იყო აღიარებული და დაცული. ეკლესიის წევრები იყვნენ მეფეები და გლეხები, მონარქისტები და რესპუბლიკელები, დიდნი და მცირენი..., რადგან უფალში ერთია ყველა; აქ არ არის "ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა” (გალ. 3,28). ღვთის წიაღში ერთიანდება უფლის მცნებების ყველა დამცველი, მიუხედავად თავისი პოლიტიკური...
ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა ემსახუროს ხალხს და, მიუხედავად მისი შვილების განსხვავებული პოლიტიკური ხედვისა, თავის წიაღში მათი გაერთიანება უნდა შეძლოს.
რა თქმა უნდა, ყოველი ხელისუფლებაც ღვთისგან არის: კეთილიცა და ბოროტიც, ხალხის მსახურიცა და თავისი თავის მსახურიც. უფალი საზოგადოების ღირსების შესაბამისად განაგებს ამ საიდუმლოს.
ამ ქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისა და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმიდა წერილი ბრძანებ...
იხილეთ სრულად
ამ ქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისა და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, უფლის მიმდევართ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ. მძიმე განსაცდელიც კი ქრისტიანისათვის სიკეთის მომტანია, რადგან იგი ჩვენს გამოსასწორებლადაა დაშვებული.
ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ეროვნულ ფასეულობებთან ერთად იყო და არის საფუძველი ჩვენი გამძლეობისაც და სიძლიერისაც. ეს ღირებულებანი არ არის აბსტრაქტული ფორმულები, არამედ გზა, როგორც ცხოვრებისეული პრობ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ეროვნულ ფასეულობებთან ერთად იყო და არის საფუძველი ჩვენი გამძლეობისაც და სიძლიერისაც. ეს ღირებულებანი არ არის აბსტრაქტული ფორმულები, არამედ გზა, როგორც ცხოვრებისეული პრობლემების შეცნობის, ასევე მათი სწორი გადაწყვეტისაც.
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვიანი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღა...
იხილეთ სრულად
გარშემო იმდენი ცოდვა და ბოროტებაა, რომ სიკეთე ლამის დაინთქას მასში. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა მეტად საშიში, მე ვიტყოდი, საგანგაშო მდგომარეობა. კაცობრიობა ისე დაეცა, რომ საზოგადოების ნაწილისათვის ცოდვიანი ცხოვრება არათუ სირცხვილად აღარ ითვლება, არამედ ერთგვარი “პროგრესის” გამოხატულებადაც მიიჩნევა, ზნეობრიობა კი – დრომოჭმულად. ამგვარი დამოკიდებულება სულიწმინდის გმობაა. ეს კი ისეთი ცოდვაა, რომელიც არავის ეპატიება, არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად.