მიწიერ კეთილდღეობაზე ფიქრმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დიდ სიმძიმედ იქცა. ღირსება დაიკარგა, გული გაქვავდა, სიცოცხლე გაუფასურდა. ამასთან, წარმოიშვა მუდმივი დაძაბულობისა და შიშის ატმოსფერო. ამიტომაც წერენ თანამედროვე ფილოსოფოსებ...
იხილეთ სრულად
მიწიერ კეთილდღეობაზე ფიქრმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და დიდ სიმძიმედ იქცა. ღირსება დაიკარგა, გული გაქვავდა, სიცოცხლე გაუფასურდა. ამასთან, წარმოიშვა მუდმივი დაძაბულობისა და შიშის ატმოსფერო. ამიტომაც წერენ თანამედროვე ფილოსოფოსები, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კატასტროფიდან კატასტროფამდეო. მართლაც, მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი უსაფრთხოების სხვადასხვა მექანიზმისა, ხალხი მაინც სრულიად დაუცველად გრძნობს თავს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთ ეპოქაში ა...
თანამედროვე ჩვენი ყოფა იმდენად დამძიმდა, რომ უარყოფითმა მუხტმა მთელი მსოფლიო მოიცვა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით გათამამებულმა ადამიანმა დაივიწყა ღმერთი და თავისი შესაძლებლობების უსაზ...
იხილეთ სრულად
თანამედროვე ჩვენი ყოფა იმდენად დამძიმდა, რომ უარყოფითმა მუხტმა მთელი მსოფლიო მოიცვა.ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით გათამამებულმა ადამიანმა დაივიწყა ღმერთი და თავისი შესაძლებლობების უსაზღვრობა დაიჯერა. წარმოიშვა უკიდურესი ამპარტავნება, თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა, რის საფუძველზეც მოხდა ცნობიერების განშორება რწმენასა და სულიერ ფასეულობებთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მხოლოდ მეცნიერულ-ტექნიკური წინსვლის ხარის...
სამწუხაროდ, მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებასთან ერთად ხდება ადამიანის ინდივიდუალური სახის დაკარგვა, უფასურდება სიცოცხლე, იქმნება ისეთი მექანიზმებიც, რომელიც თითქმის აღარ ემორჩილება ადამიანის კონტროლს და ფაქტობრივად მისთვის მტრულ ძა...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებასთან ერთად ხდება ადამიანის ინდივიდუალური სახის დაკარგვა, უფასურდება სიცოცხლე, იქმნება ისეთი მექანიზმებიც, რომელიც თითქმის აღარ ემორჩილება ადამიანის კონტროლს და ფაქტობრივად მისთვის მტრულ ძალად შეიძლება იქცეს. ყოველივე ამის პარალელურად კაცობრიობა აყალიბებს ერთიან კონტროლირებად ტექნოლოგიურ სისტემას. ამ სისტემას კი აუცილებლად სჭირდება ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღვსილი, სიყვარულით, ნებისყოფითა და პასუხისმგებლობის...
საზოგადოების სულიერი წინსვლა დიდად ჩამორჩა ტექნიკურ პროგრესს, ეს კი გახდა მიზეზი ღრმა უფსკრულის გაჩენისა საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ორ სფეროს შორის, რამაც კაცობრიობა თითქმის კატასტროფამდე მიიყვანა.
ბოროტება და სიბნელე ჰყოფს ყველაფერს, თესავს მტრობასა და სიძულვილს, უნდობლობასა და მრავალ სხვა ცოდვას. ღვთის სიყვარული კი არის გამაერთიანებელი, მას არავისი შურს, ყველაფერს ითმენს და ჩვენს უძლურებებს კურნავს.
სამართლიანობა დიდად განაპირობებს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე ქვეყნის სიმშვიდეს. მძიმეა გზა სიმართლისა, მაგრამ ისაა ერთადერთი და გადამრჩენელი გზა და მას აცისკროვნებს ბეთლემის ვარსკვლავის ბრწყინვალება, - "ნათელი იგი, რომელი...
იხილეთ სრულად
სამართლიანობა დიდად განაპირობებს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე ქვეყნის სიმშვიდეს.მძიმეა გზა სიმართლისა, მაგრამ ისაა ერთადერთი და გადამრჩენელი გზა და მას აცისკროვნებს ბეთლემის ვარსკვლავის ბრწყინვალება, - "ნათელი იგი, რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (ინ. 1,5).