რასა იქმ, შენ, ჰოი პატივის და ჩინების მოყვარეო კაცო, როდესაც გარდახვალ იმ საუკუნეში? გული შენი იყო მიჩვეული მხოლოდ ჩინებსა და ორდენებსა; რაც გიყვარდა, ის აქ დაგრჩა და რისაც მიჩვეული არა ხარ, იქ დაგხვდება. რას იქმ შენ მაშინ განშიშვ...
იხილეთ სრულად
რასა იქმ, შენ, ჰოი პატივის და ჩინების მოყვარეო კაცო, როდესაც გარდახვალ იმ საუკუნეში? გული შენი იყო მიჩვეული მხოლოდ ჩინებსა და ორდენებსა; რაც გიყვარდა, ის აქ დაგრჩა და რისაც მიჩვეული არა ხარ, იქ დაგხვდება. რას იქმ შენ მაშინ განშიშვლებული და მოკლებული ყოვლითა შენითა ნუგეშითა?
როგორ ვიცხოვროთ ქვეყანაზე, მეტყვის ვინმე, თუკი არაფერი ქვეყნიური არ მიყვარს და არაფერზე ვზრუნავ? არა, ძმაო, ღმერთმა არ აგვიკრძალა ზრუნვა და შეძენა ყოვლისა, რაიცა არს შენთვის სახმარი. ქვეყანა ღმერთმა შენთვის შექმნა. ყოველივე, რასაც...
იხილეთ სრულად
როგორ ვიცხოვროთ ქვეყანაზე, მეტყვის ვინმე, თუკი არაფერი ქვეყნიური არ მიყვარს და არაფერზე ვზრუნავ? არა, ძმაო, ღმერთმა არ აგვიკრძალა ზრუნვა და შეძენა ყოვლისა, რაიცა არს შენთვის სახმარი. ქვეყანა ღმერთმა შენთვის შექმნა. ყოველივე, რასაც ხედავ, შენია, გარნა შენ კი ქრისტესი ხარ. ვითარცა იტყვის მოციქული: „ყოველივე თქვენი არს, ხოლო თქვენ ქრისტესნი და ქრისტე ღვთისა“ (I კორინ. 3.22); ყოველივე იხმარე, ყოვლითავე ინუგეშე, გარნა სიყვარული ღვთისათვის შეინახე
link
სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. საუნჯე შენი უნდა იყოს ცათა შინა და არა ქვეყანასა ზედა, მისთვის, რომელ ყოველივე ამ სოფლის საუნჯე არის წარმავალი და მოღალატე. ხოლო სული შენი არის უკვდავი.
რასა იქმ შენ მაშინ, ოდეს საუნჯე შენი დაგრჩება აქა და შენ კი გადახვალ იმ სოფელში? რას იქმ შენ, ჰოი კაცო, ვერცხლის ხარბო? შენი სიყვარული და ნუგეში იყო ვერცხლი და სიმდიდრე; საწყალი შენი სული იქ სიმდიდრეს ვეღარ ნახავს.
რას იქმ შენ მაშინ, ჰოი ამაოების მოყვარეო, ქალო? ვიდრემდის ამ ქვეყანაზე სცხოვრობ შენ, გიყვარს მხოლოდ სამკაული, მოფერება და პატივისცემა. შენ ხარ მხოლოდ მიჩვეული მოლიქნებასა და თაყვანისცემასა; შენი ბედნიერება ის არის, როდესაც სხვათა ...
იხილეთ სრულად
რას იქმ შენ მაშინ, ჰოი ამაოების მოყვარეო, ქალო? ვიდრემდის ამ ქვეყანაზე სცხოვრობ შენ, გიყვარს მხოლოდ სამკაული, მოფერება და პატივისცემა. შენ ხარ მხოლოდ მიჩვეული მოლიქნებასა და თაყვანისცემასა; შენი ბედნიერება ის არის, როდესაც სხვათა ქალთა აჯობებ სამკაულითა და პირმშვენიერებითა; მოაკლდები ამათ ყოველთა, დაჰკარგავ ერთხელ შენთა ნუგეშთა და ბედნიერებათა (გარდაცვალების ჟამს).
რას იქმ, შენ, ჰოი კაცო, ცოდვილო მეორესა შინა საუკუნესა? ყოველნი შენნი საუნჯენი, შენნი კერპნი, შენნი სალოცველნი, ყოველი რაიცა შენ გიყვარდა და რითაც ნუგეშობდი, მოგყვებიან შენ მხოლოდ საფლავამდი, მუნ იგინი გიღალატებენ და დაგიტევენ გაშ...
იხილეთ სრულად
რას იქმ, შენ, ჰოი კაცო, ცოდვილო მეორესა შინა საუკუნესა? ყოველნი შენნი საუნჯენი, შენნი კერპნი, შენნი სალოცველნი, ყოველი რაიცა შენ გიყვარდა და რითაც ნუგეშობდი, მოგყვებიან შენ მხოლოდ საფლავამდი, მუნ იგინი გიღალატებენ და დაგიტევენ გაშიშვლებულსა; ღმერთზე შენ არ ფიქრობდი, სიმართლე არ გიყვარდა, სათნოება გძულდა, ლოცვასა და ღვთის დიდებას მიჩვეული არ ხარ, რაღას იქმ შენ, წარდგომილი ღვთის წინაშე? მართალია, იქაც კი მოგაგონდება ყოველნი აქაურნი შენნი ნუგეშნი. ხ...
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ც...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება აწ, განმვალობასა შინა დიდისა მარხვისასა.
წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად დააწესა წმიდასა დიდსა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთოსა მსახურებისა, რომელ შესაძლებელი არ არის არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრუ...
იხილეთ სრულად
წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად დააწესა წმიდასა დიდსა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთოსა მსახურებისა, რომელ შესაძლებელი არ არის არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრულიად არ არის მკვდარი. რაც რომ კი არის მაღალი, კაცის გულის შემმუსვრელი და გრძნობად მომყვანებელი, ვითარცა საღმრთოსა წერილსა შინა, ეგრეთვე თხზულებათა შინა წმიდათა მამათასა, ესე ყოველივე განგებ შეკრიბა წმიდამან ეკლესიამან დღ...
ამ სოფლის სიცოცხლე ღმერთმა დაგვინიშნა, ძმაო, მისთვის, რათა მოვამზადოთ თავი ჩვენი მომავალისა ნეტარებისათვის. ამ სოფლის ყოველივე წარმავალი არის, ყოველივე აქვე დარჩება. და ესრეთ რომელმან კაცმან ამ სოფელში მონახა და გაიჩინა რომელიმე ც...
იხილეთ სრულად
ამ სოფლის სიცოცხლე ღმერთმა დაგვინიშნა, ძმაო, მისთვის, რათა მოვამზადოთ თავი ჩვენი მომავალისა ნეტარებისათვის. ამ სოფლის ყოველივე წარმავალი არის, ყოველივე აქვე დარჩება. და ესრეთ რომელმან კაცმან ამ სოფელში მონახა და გაიჩინა რომელიმე ცრუ საუნჯე, იგი დაჰკარგავს ჭეშმარიტსა, ზეციურსა საუნჯესა. ხოლო რომელმან საუნჯე თვისი დასდვა ზეცათა შინა და ცოტ–ცოტად მოამზადა სული თვისი დაუცხრომელითა მოღვაწებითა, ქველის საქმითა, მარხვითა და ლოცვითა, იგი ერთხელ შეემთხვევ...
დრო არს, ძმაო, გაიღვიძო, მოგეახლა ცხოვნება. თუ ახლაც არ მოინანიე ცოდვანი შენნი, თუ ახლაც არ გაიღვიძე, მაშასადამე, არ ყოფილა შენთვის განღვიძება. რა სახით არ შეგაგონებს შენ წმიდა ეკლესია; რომლის კერძოით არ მოგეახლება იგი! თუ შიშით, ...
იხილეთ სრულად
დრო არს, ძმაო, გაიღვიძო, მოგეახლა ცხოვნება. თუ ახლაც არ მოინანიე ცოდვანი შენნი, თუ ახლაც არ გაიღვიძე, მაშასადამე, არ ყოფილა შენთვის განღვიძება. რა სახით არ შეგაგონებს შენ წმიდა ეკლესია; რომლის კერძოით არ მოგეახლება იგი! თუ შიშით, თუ სიყვარულით, თუ შერცხვენით, თუ ლმობიერებით, თუ მრისხანებით, ყოველ საშუალებას იხმარს, ყოველ ხერხს გამოსცდის.