ეცადეთ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, არა უქმად და უნაყოფოდ იყოს შრომა და მოღვაწება თქვენი. ხოლო გსურსთა შეიტყოთ, სასარგებლოდ დარჩა თქვენთვის მარხვა და მონანება თუ არა? არის ერთი ჭეშმარიტი და ნამდვილი ნიშანი, რომელი გამოაჩენს, მი...
იხილეთ სრულად
ეცადეთ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, არა უქმად და უნაყოფოდ იყოს შრომა და მოღვაწება თქვენი. ხოლო გსურსთა შეიტყოთ, სასარგებლოდ დარჩა თქვენთვის მარხვა და მონანება თუ არა? არის ერთი ჭეშმარიტი და ნამდვილი ნიშანი, რომელი გამოაჩენს, მიიღეთა თქვენ სულიერი სარგებლობა? უკეთუ თქვენ ამიერიდგან უმჯობესნი შეიქმენით სულიერად; უკეთუ ის ცოდვა, რომელიცა აქამომდე გაწუხებდათ, განიშორეთ და შეიძულეთ, ხოლო მადლი და სათნოება, რომელიც აქამომდე არ გქონდათ, შეიყვარეთ და ...
უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა, უკეთუ გაათავებთ რა აღსარებასა და მიიღებთ რა ზიარებასა, კვალადაც დაადგრებით უწინდელს კვალსა და იქმთ უწინდელთა საქმეთა: ვინც გულფიცხელი იყო, ისევ იწყებს მრისხანებასა და მოყვასის გინებასა;...
იხილეთ სრულად
უკეთუ თქვენში არავითარიმე ცვლილება არ მოხდა, უკეთუ გაათავებთ რა აღსარებასა და მიიღებთ რა ზიარებასა, კვალადაც დაადგრებით უწინდელს კვალსა და იქმთ უწინდელთა საქმეთა: ვინც გულფიცხელი იყო, ისევ იწყებს მრისხანებასა და მოყვასის გინებასა; ვინც ამპარტავანი იყო, არ დაიმდაბლა თავი თვისი; ვინც ანგარი იყო, ისრევე დარჩა გაუმაძღარი და ხარბი, ცხად იქმნება, რომელ ამაოდ დაუკარგავს დროება თვისი.
რისთვის ვხედავთ ჩვენ ამ ჩვენ ქვეყანაში, რომელ, თუმცა მრავალნი პირნი და თითქმის ყოველნი ფრიად გულმოდგინედ მარხულობენ, მტკიცედ ემზადებიან ზიარებასა და თითქმის ისრე მარხულობენ, რომ ზოგჯერ ავათ გახდებიან ნამეტნავის მარხულობისაგან, ზია...
იხილეთ სრულად
რისთვის ვხედავთ ჩვენ ამ ჩვენ ქვეყანაში, რომელ, თუმცა მრავალნი პირნი და თითქმის ყოველნი ფრიად გულმოდგინედ მარხულობენ, მტკიცედ ემზადებიან ზიარებასა და თითქმის ისრე მარხულობენ, რომ ზოგჯერ ავათ გახდებიან ნამეტნავის მარხულობისაგან, ზიარების შემდეგ არაფერს ცვლილებას და უმჯობესობას არ ნახავს კაცი მათ შორის? მისთვის, რომელ იგინი კარგად არ განიცდიან თავსა თვისსა და არ შეიტყობენ, რა უნდა გამოიცვალონ და რა უნდა მოიშალონ, ხოლო თქვენ, ძმანო, ეცადეთ, რათა უმჯო...
"ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა" (ფს. 31.1-2). ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ეს სიტყვები. ცხადად სჩ...
იხილეთ სრულად
"ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა" (ფს. 31.1-2). ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ეს სიტყვები. ცხადად სჩანს, რომ მეტად აღელვებული იყო გული წინასწარმეტყველისა, ოდეს მან წარმოსთქვა ეს სიტყვები. იმ ზომად იყო ის შეწუხებული, რომელ ძვალნი მისნი განკფდეს, მეფე იგი დიდებული თითქმის გადიქცა გლახაკად, გულსა მისსა განესხნა ეკალი, "რა...
კაცი უდები და უზრუნველი მსუბუქად აღასრულებს საქმესა ამას, ვითარცა ერთსა უბრალოსა ჩვეულებასა; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ისრეთ უნდა ემზადებოდე აღსარებასა და ზიარებასა, როგორითაც ერთსა უმთავრესსა და უსაჭიროესსა საქმესა, რომელსა ზედა დამო...
იხილეთ სრულად
კაცი უდები და უზრუნველი მსუბუქად აღასრულებს საქმესა ამას, ვითარცა ერთსა უბრალოსა ჩვეულებასა; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ისრეთ უნდა ემზადებოდე აღსარებასა და ზიარებასა, როგორითაც ერთსა უმთავრესსა და უსაჭიროესსა საქმესა, რომელსა ზედა დამოკიდებულ არს შენი სიცოცხლე და ბედნიერება; ყოველი ძალი და სიმტკიცე სულისა შენისა უნდა მოიხმარო ამ საქმისათვის. ეცადე, რომ ზიარებამ მოახდინოს შენში ცვლილება, დასტოვოს შენ გულში კვალი და ნიშანი. ეს დამოკიდებული არს ღვთის მად...
როდესაც დავით წინასწარმეტყველმან ღრმად იგრძნო ცოდვა თვისი და აღუარა იგი ღმერთსა, გული მისი დამშვიდდა და სთქვა: "ამისთვის ილოცევდეს შენდამი ყოველი წმიდა ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღვნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს". რღვნა წყალ...
იხილეთ სრულად
როდესაც დავით წინასწარმეტყველმან ღრმად იგრძნო ცოდვა თვისი და აღუარა იგი ღმერთსა, გული მისი დამშვიდდა და სთქვა: "ამისთვის ილოცევდეს შენდამი ყოველი წმიდა ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღვნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს". რღვნა წყალთა ნიშნავს აქ ყოველსა ცოდვასა და შფოთსა ქვეყნისასა. არ მიგეახლებიან შენცა ესენი უკეთუ კეთილად ილოცე, უზაკველად შეიგონე და აღუარე ღმერთსა ცოდვა შენი, რომელიცა მოგცეს შენ ღმერთმან. ამინ.
ერთი ძველის წარჩინებული კაცი იობი ესრეთ იტყვის თავზე: „მე მარადის ვსძრწოდი და მეშინოდა ყოველთა შინა საქმეთა ჩემთა“. რას ნიშნავს ძმაო, ეს თქმა? რისა ეშინოდა იმ კაცს? ნუთუ მისნი საქმენი იყვნენ ესოდენ ბოროტნი და ცოდვილნი, რომელ მას ს...
იხილეთ სრულად
ერთი ძველის წარჩინებული კაცი იობი ესრეთ იტყვის თავზე: „მე მარადის ვსძრწოდი და მეშინოდა ყოველთა შინა საქმეთა ჩემთა“. რას ნიშნავს ძმაო, ეს თქმა? რისა ეშინოდა იმ კაცს? ნუთუ მისნი საქმენი იყვნენ ესოდენ ბოროტნი და ცოდვილნი, რომელ მას სიმართლით ეშინოდა მათგან? არა, ძმანო ჩემნო. იგი იყო კაცი მართალი და აღვსებული ქველისმოქმედებითა. მისი ცხოვრების აღწერაში არ არის ხსენებული, რომ მას ექმნას რომელიმე მძიმე ცოდვა. მაშ რას ნიშნავს ეს სიტყვა? რისთვის ეშინოდა...
კარგა გაშინჯე, ძმაო და გამოიკვლიე ცხოვრება შენი პირველ ვიდრე მიხვალ აღსარებად და ზიარებად და როდესაც იწყო მიმოხილვა საქმეთა შენთა, მაშინ უმეტესი ყურადღება მიაქციე მას ზედა, რა ხახიათი გაქვს, რომელნი არიან თვისებანი სულისა შენისანი...
იხილეთ სრულად
კარგა გაშინჯე, ძმაო და გამოიკვლიე ცხოვრება შენი პირველ ვიდრე მიხვალ აღსარებად და ზიარებად და როდესაც იწყო მიმოხილვა საქმეთა შენთა, მაშინ უმეტესი ყურადღება მიაქციე მას ზედა, რა ხახიათი გაქვს, რომელნი არიან თვისებანი სულისა შენისანი. ყოველის კაცის საქმენი დამოკიდებულნი არიან მისსა საკუთარსა ხასიათსა ზედა. ხასიათი, ანუ სულის თვისება არის წყარო ანუ ფესვი ყოვლისა საქმისა, ვითარცა კეთილსა, ეგრეთვე ბოროტისა. თუმცა შენ დღეს აღიარე რომელიმე ცოდვა და მიიღე...
მონანებასა და ზიარებას უნდა ჰქონდეს ორი საგანი ანუ ორი ბოლო: პირველად ისა, რათა მომავალისა დროებისათვის შეიქმნე უმჯობესი, ესე იგი, აღარ სცოდავდე და არ გაამწარებდე ღმერთსა. ნუ დაივიწყებ, გახსოვდეს მარადის, რომელ თუ შენ, მიმავალსა მ...
იხილეთ სრულად
მონანებასა და ზიარებას უნდა ჰქონდეს ორი საგანი ანუ ორი ბოლო: პირველად ისა, რათა მომავალისა დროებისათვის შეიქმნე უმჯობესი, ესე იგი, აღარ სცოდავდე და არ გაამწარებდე ღმერთსა. ნუ დაივიწყებ, გახსოვდეს მარადის, რომელ თუ შენ, მიმავალსა მაცხოვარებითისა ბარძიმისადმი არა გაქვს გულში გადაწყვეტილი და მტკიცე სურვილი დასტოვო და მოიძაგო ყოველნი ცუდნი შენნი ჩვეულებანი, არამედ დაუდევნელად აღასრულებ საღმრთოსა ამას საქმესა, არა თუ არ მიიღებ მადლსა და სულიერსა სარგე...
წინაშე ყოველთა კაცთა აღვიარებთ ჩვენ სახელსა ქრისტესსა და ყოველსა სჯულსა, რომელი გარდამოგვცა მან ჩვენ მოციქულთა და მამათა მიერ და არა თუ მხოლოდ აღვიარებთ, არამედ ლოცვასა და მადლობასა შევსწირავთ მისდამი, რამეთუ მოგვცა ჩვენ მადლი და ...
იხილეთ სრულად
წინაშე ყოველთა კაცთა აღვიარებთ ჩვენ სახელსა ქრისტესსა და ყოველსა სჯულსა, რომელი გარდამოგვცა მან ჩვენ მოციქულთა და მამათა მიერ და არა თუ მხოლოდ აღვიარებთ, არამედ ლოცვასა და მადლობასა შევსწირავთ მისდამი, რამეთუ მოგვცა ჩვენ მადლი და შემწეობა ვიდრე ამჟამადმდე დაცვად სისწორით და სისრულით ყოვლისა სჯულისა მისისა; ხოლო წინააღმდეგთა ქრისტეს სჯულისათა, ანუ გარდამაქცეველთა და განმასხვავებელთა მისგან მოცემულსა სწავლისასა ვეტყვით ანათემასა, ესე იგი, უარვყოფთ ...