ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები
საკმარისი არ არის ბოროტებისაგან თავის შეკავება, თუ სიკეთეს არ გააკეთებ. ცოტაა ის, რომ არავის ავნო, უნდა ეცადო, რომ ბევრისთვის იყო საჭირო.
კეთილ გზას ის ადამიანი ადგას და თავის ცოდვათა მოტევებასაც ის უნდა მოელოდეს, ვინც თვითონვეა უკმაყოფილო საკუთარი თავის.
ვინც ბოროტ ადამიანთა საზოგადოებებს ეძიებს, იგი საკმაოდ წარმოაჩენს საკუთარ ბოროტებას.
როდესაც რაიმე ბოროტს ვთხოვთ უფალს, იგი თავის მრისხანებას გამოაჩენს, როდესაც ჩვენს სათხოვარს ასრულებს და მოწყალებას გამოიჩენს, როდესაც არ აღასრულებს მას.
ლოცვა ნესტიანი ღრუბელივით ხან გვიცავს მწველი ზრახვებისაგან, ხანაც რწყავს და გამოაცოცხლებს ცრემლების ნაკადით მათ, ვინც ამით მოსაგრეობენ
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამ... იხილეთ სრულად
საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფს. 65, 15), ანდა სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარუყოფს.
სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია, შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მა... იხილეთ სრულად