ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები
ღმერთი სიტყვა, მამის თანასწორი, ჩვენი მოკვდავობის თანაზიარი შეიქმნა არა თავისი, - არამედ ჩვენი ბუნებისამებრ და ჩვენ მისი ღვთაებრიობის თანაზიარნი შევიქმნებით არა ჩვენი, არამედ - მისი ძალით.
მემთვრალეობა ყველა სამარცხვინო საქმის დედაა და ავხორცობისა და უბიწობის მტერი.
არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.
ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის.
კეთილი, თუნდ მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არა ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, – თავისუფალია. ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, – მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც – ნაკლოვანება.