ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები
ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე, თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ ამ ერთი უსჯულოების – ქრისტეს ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა!
დემონთა ბუნება იმგვარია, რომ ისინი ჰაეროვანი სხეულისთვის დამახასიათებელი გრძნობადი აღქმით ბევრად უფრო აღემატებიან მიწერი სხეულების აღქმას; აგრეთვე, ჰაეროვანი სხეულის უკეთ მოძრაობის შემწეობით, დემონები არა მარტო ადამიანებსა და ცხოვ... იხილეთ სრულად
სხეულებრივი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი პირველი ცოდვისათვის რომ გვეწია სასჯელად, ჩვენი სხეული შესაბამის დროს და დადგენილი წესით აღდგენილ იქნება თავის თავდაპირველ სიმტკიცეში და ამ სიმტკიცეს საკუთარი ნებელობის ძალისხმევით კი არ მოიპოვებ... იხილეთ სრულად
სჯობს ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე თავად ვიყოთ ბოროტების აღმოცენების მიზეზი. უმჯობეისა მსხვერპლი ვიყოთ, ვიდრე ბოროტებას ვიქმოდეთ.
სამართლიანობა ის იქნება, რომ თვით ბოროტება გვძულდეს ბოროტმოქმედ ადამიანებში, თვით ასეთი ადამიანი კი, როგორც ღმერთის ქმნილებათა გვირგვინი – ხატი და მსგავსება შემოქმედი ღმერთისა – გვიყვარდეს.
ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი, როგორც არ უნდა გაიბნეს ისინი, თუნდაც სრულიად გაიხრწნას, ან – ერთიანად, დაიჭრას, ღვთისთვის არ კვდება, ისინი, იმავე სტიქიად გარდაიქმნებიან, რომლიდანაც ღვთის ხელმა აიღო.
ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან, და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ – თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭ... იხილეთ სრულად