ეშმაკებისთვის იოლი არ არის, რაიმე ავნონ ისეთ ადამიანს, რომელსაც სულში ღვთის მუდმივი ხსოვნა აქვს. შეიძლება განსცადონ ის, მაგრამ ძნელია ზიანი მიაყენონ, რადგან ღვთის მუდმივი ხსოვნის იარაღით აღჭურვილი ადამიანი ეშმაკებს არ აძლევს უფლებ...
იხილეთ სრულად
ეშმაკებისთვის იოლი არ არის, რაიმე ავნონ ისეთ ადამიანს, რომელსაც სულში ღვთის მუდმივი ხსოვნა აქვს. შეიძლება განსცადონ ის, მაგრამ ძნელია ზიანი მიაყენონ, რადგან ღვთის მუდმივი ხსოვნის იარაღით აღჭურვილი ადამიანი ეშმაკებს არ აძლევს უფლებას დააბრკოლონ იგი.
როცა გონება არ არის დაკავებული უფლის ხსოვნითა და საღვთო საგნებზე ფიქრით, მაშინ ადამიანს უდებება, მცონარება, უმეცრება და შემდეგ ბოროტი გულისთქმები ეუფლება!
როცა ადამიანის სული მხურვალეა ღვთისადმი, მასში სინათლე და სინანულია და შეუძლებელია მისი გონება ამ სოფლისკენაც ისწრაფოდეს. სული ამქვეყნიურისკენ მაშინ მიიდრიკება, როცა ღმერთთან ერთობა არ აქვს.
შეიძლება ვინმემ გალობა წამოიწყოს, რაიმე სიტყვებზე შეჩერდეს და ამაზე დაიწყოს ფიქრი. შესაძლოა „ქებათა ქების“ კითხვა დაიწყოს, სადღაც გაჩერდეს, ჭვრეტა განივრცოს და მიაღწიოს იქამდე, სადამდეც ღმერთი მიიყვანს. შეიძლება სახარებაში ქრისტეს...
იხილეთ სრულად
შეიძლება ვინმემ გალობა წამოიწყოს, რაიმე სიტყვებზე შეჩერდეს და ამაზე დაიწყოს ფიქრი. შესაძლოა „ქებათა ქების“ კითხვა დაიწყოს, სადღაც გაჩერდეს, ჭვრეტა განივრცოს და მიაღწიოს იქამდე, სადამდეც ღმერთი მიიყვანს. შეიძლება სახარებაში ქრისტეს ვნებათა შესახებ კითხვისას რომელიმე ადგილას შეჩერდეს, მაგალითად, ქრისტეს შეპყრობაზე, წამებაზე, ჯვარცმაზე, აღდგომაზე და ამაზე იფიქროს მთელი განცდით, ლმობიერებით, სინანულითა და თავის განკითხვით. ზოგჯერ ჩავუღრმავდებით ღვთის...