ყოველი გონიერი ქრისტიანე კაცი უნდა ასრულებდეს სარწმუნოდ, ესე იგი ბეჯითად და პატიოსნად, არა თუ მხოლოდ დიდ–დიდთა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა, არამედ ყოველთა მცირეთაცა თვისთა საქმეთა და ვალდებულებათა. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი ა...
იხილეთ სრულად
ყოველი გონიერი ქრისტიანე კაცი უნდა ასრულებდეს სარწმუნოდ, ესე იგი ბეჯითად და პატიოსნად, არა თუ მხოლოდ დიდ–დიდთა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა, არამედ ყოველთა მცირეთაცა თვისთა საქმეთა და ვალდებულებათა. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი აკეთებს რომელსამე თვისსა მცირესა საქმესა; ყოველ წამს იგი ასრულებს რომელსამე წვრილსა მოვალეობასა, და თუ კეთილად და სარწმუნოდ ასრულებს, იგი მიეჩვევა სისწორესა და ბეჯითობასა; გარნა თუ მცირეთა საქმეთა შინა კაცი მეჩვია სიცრუეს...
„უკეთუ სიცრუისა ამას მამონასა არა სარწმუნო ექმენით, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქვენ?“ მამონა საღმრთო წერილში ნიშნავს სიმდიდრესა. სიცრუის მამონა არის ყოველი აქაური ქვეყნიური სიმდიდრე და დიდება. ცრუ, ანუ სიცრუის არის სიმდიდრე მისთ...
იხილეთ სრულად
„უკეთუ სიცრუისა ამას მამონასა არა სარწმუნო ექმენით, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქვენ?“ მამონა საღმრთო წერილში ნიშნავს სიმდიდრესა. სიცრუის მამონა არის ყოველი აქაური ქვეყნიური სიმდიდრე და დიდება. ცრუ, ანუ სიცრუის არის სიმდიდრე მისთვის, რომ იგი არის წუთი, მოღალატე, განხრწნილი, როგორადაც სხვანი ყველა ამ ქვეყნის ნივთნი. უკეთუ ამ სოფლის სიმდიდრეში მყოფი კაცი ღვთის სარწმუნოდ არ იქცევა, ესე იგი, სიმდიდრესა თვისსა არა ხმარობს ღვთის და მისი სახელის სადიდე...
ხშირად მოხდება, რომ კაცმა იცის თავისი ღრმა დაცემულება, გაიხსენებს მრავალთა და მძიმეთა ცოდვათა, მაგრამ მაინც არ სწუხს, არ ტირის. რისგან არის ეს? ვგონებ რომ ამპარტავანებისაგან, რცხვენია ზოგიერთს კაცს ტირილისა. არა, ძმაო ჩემო, ტირილი...
იხილეთ სრულად
ხშირად მოხდება, რომ კაცმა იცის თავისი ღრმა დაცემულება, გაიხსენებს მრავალთა და მძიმეთა ცოდვათა, მაგრამ მაინც არ სწუხს, არ ტირის. რისგან არის ეს? ვგონებ რომ ამპარტავანებისაგან, რცხვენია ზოგიერთს კაცს ტირილისა. არა, ძმაო ჩემო, ტირილი სირცხვილია მხოლოდ კაცთა წინაშე. მაშინ იგი ნიშნავს, ან ფარისევლობას, ან სისუსტეს. გარნა ტირილი საიდუმლო, წინაშე ღვთისა ცოდვათათვის არის დაუფასებელი საუნჯე. მრავალნი წმინდანი კაცნი ყოველ დღე ცრემლით ევედრებოდნენ ღმერთს, ძ...
თუ კაცი მოეგო თავის თავს, ესე იგი ღრმად დაფიქრდა თავის უღირსებაზედ, თუ ცხოველად და პირუთვნელად წარმოიდგინა ყოველნი თვისნი ბოროტი სიტყვანი და საქმენი, არ შეიძლება სინანული არ აენთოს მას გულში.
მარტო საყდარში კი არ უნდა იყო შენ, ძმაო ერისკაცო, ღვთის საქმის მოქმედი, არამედ ყოველგან და ყოველთვის. სიტყვა და მცნება ღვთისა მოკლედ არ უნდა გვესმოდეს ჩვენ და ვიწროდ – „ვრცელ არს მცნება შენი ფრიად და მონამან შენმან შეიყვარა იგი“. ...
იხილეთ სრულად
მარტო საყდარში კი არ უნდა იყო შენ, ძმაო ერისკაცო, ღვთის საქმის მოქმედი, არამედ ყოველგან და ყოველთვის. სიტყვა და მცნება ღვთისა მოკლედ არ უნდა გვესმოდეს ჩვენ და ვიწროდ – „ვრცელ არს მცნება შენი ფრიად და მონამან შენმან შეიყვარა იგი“. ქრისტიანე ხარ, მონათლული ხარ, ღმერთთან შეერთებული ხარ, მაშასადამე ყოველთვის ღმერთს უნდა ემსახურებოდე, ყოველნი შენნი საქმენი, მრთელი შენი ცხოვრება ღვთის სადიდებელად უნდა იყოს. თუ გინდა უბრალო რაიმე სოფლიურ საქმეს აკეთებდე...
ღვთისმსახურება ეკლესიაში მარტო იმით ვერ შესრულდება, რომ მღვდელნი ხმამაღლა ლოცვებს წაიკითხავენ, მგალობელნი გალობას იტყვიან. უმთავრესი და უსაჭიროესი საქმე წირვისა დროსა არის ის გრძნობა, ის სასოება, ის საიდუმლო, მხურვალე ვედრება ღვთი...
იხილეთ სრულად
ღვთისმსახურება ეკლესიაში მარტო იმით ვერ შესრულდება, რომ მღვდელნი ხმამაღლა ლოცვებს წაიკითხავენ, მგალობელნი გალობას იტყვიან. უმთავრესი და უსაჭიროესი საქმე წირვისა დროსა არის ის გრძნობა, ის სასოება, ის საიდუმლო, მხურვალე ვედრება ღვთისადმი, რომელიც მაშინ კაცს უნდა ჰქონდეს დაფარულად გულში. ამაზედ კიდევ უდიდესიც წირვის დროს არის ერთი რომელიმე საქმე. რომელი? ერთობა, შეერთება ყოველთა დიდთა და მცირეთა, მღვდელთა და ერთა, ქალთა და კაცთა, ერთი გრძნობითა, ერთ...
როდესაც თქვენ საყდარში სდგეხართ, წირვა–ლოცვასა ისმენთ, მაშინ თქვენ ღმერთს ადიდებთ, ღმერთს მადლობთ, ღმერთს ლოცულობთ, მაშასადამე ღვთის მუშაკნი ხართ, ღვთისა საქმისა მოქმედნი ხართ. მართალია, საყდარში ლოცვებს კითხულობენ, გალობასა წარმო...
იხილეთ სრულად
როდესაც თქვენ საყდარში სდგეხართ, წირვა–ლოცვასა ისმენთ, მაშინ თქვენ ღმერთს ადიდებთ, ღმერთს მადლობთ, ღმერთს ლოცულობთ, მაშასადამე ღვთის მუშაკნი ხართ, ღვთისა საქმისა მოქმედნი ხართ. მართალია, საყდარში ლოცვებს კითხულობენ, გალობასა წარმოსთქვამენ მღვდელნი და სხვანი სამღვდელო პირნი, მაგრამ თქვენც, ერისკაცნი, მოზიარენი ხართ ღვთისმსახურებაში.
რომელი ცოდვა იქნება ამაზე უდიდესი, როდესაც მღვდელი უდებებით ასრულებს ღვთისმსახურებასა? თუკი მონა, უდებებით აღმასრულებელი მსახურებისა, დაისჯება უფლისა მისისაგან, მით უდიდესი სასჯელი არ ერგება მღვდელსა, მდგომარესა თვით წინაშე ღვთისა...
იხილეთ სრულად
რომელი ცოდვა იქნება ამაზე უდიდესი, როდესაც მღვდელი უდებებით ასრულებს ღვთისმსახურებასა? თუკი მონა, უდებებით აღმასრულებელი მსახურებისა, დაისჯება უფლისა მისისაგან, მით უდიდესი სასჯელი არ ერგება მღვდელსა, მდგომარესა თვით წინაშე ღვთისა და შემოქმედისა თვისისა და უდებებით აღმასრულებელსა ღვთისმსახურებისასა? ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ამისა ყოველთვის უნდა გვეშინოდეს ჩვენ, სამღვდელოთა პირთა.
ვინემ კაცი არ მოიძულებს, არ მოიძაგებს თავის ცოდვას, არ ითქმის რომ იგი ჭეშმარიტად ნანობს და ჭეშმარიტად ჰსურს საუკუნოდ გაყრა ცოდვასთან, საუკუნოდ მისგან განშორება.