რას მოითხოვს ჩვენგან უაღესად უფალი იესო ქრისტე? მთელი ჩვენი სჯული გამოითქმის ამ ერთი სიტყვით: შეინანეთ. მაცხოვარი ამას მხოლოდ მოითხოვდა: „შეინანეთ, მოახლოვებულ არს სასუფეველი ღვთისა“. თვით ამ სიტყვებით იწყო მან ქადაგება თვისისა სა...
იხილეთ სრულად
რას მოითხოვს ჩვენგან უაღესად უფალი იესო ქრისტე? მთელი ჩვენი სჯული გამოითქმის ამ ერთი სიტყვით: შეინანეთ. მაცხოვარი ამას მხოლოდ მოითხოვდა: „შეინანეთ, მოახლოვებულ არს სასუფეველი ღვთისა“. თვით ამ სიტყვებით იწყო მან ქადაგება თვისისა სახარებისა. ამას ერთს ითხოვდნენ ყოველთა კაცთაგან მოციქულნიცა: „შევინანოთ, გავხდეთ ღირსი ღვთის სასუფეველისა“. ესრედი დიდი მნიშვნელობა მისთვის აქვს სინანულს, რომ იგი იპყრობს თვის შორის უმთავრესთა ქრისტიანულთა მცნებათა და არს...
თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და არ გაუღო კარი სინანულისა, ვერ მიართმევს იგი ღმერთსა ჯეროვანსა სინანულსა. ჭეშმარიტი წმინდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, დიდ მადლს მოასწავებს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედება არის. მოკლედ რომ ვსთქვ...
იხილეთ სრულად
თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და არ გაუღო კარი სინანულისა, ვერ მიართმევს იგი ღმერთსა ჯეროვანსა სინანულსა. ჭეშმარიტი წმინდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, დიდ მადლს მოასწავებს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედება არის. მოკლედ რომ ვსთქვათ, ჭეშმარიტის, წმინდა სინანულის მოპოვება არის თითქმის მთელი სჯულის შესრულება. თუ შენ ძმაო, ჭეშმარიტი სინანული შეიძინე მთელს სჯულს აასრულებ, ცხონებული იქნები.
link
როგორც ხორცი კაცისა არა ერთხელ მიიღებს საჭმელსა და განახლდება მითა, არამედ ყოველ დღე და თითქმის ყოველ წამს იზრდება ჰაერით, საჭმლით, სასმლით, მზგავსადვე სულიცა ყოველთვის უნდა იზრდებოდეს სულიერითა საზრდოითა. იგი ყოველ დღე უნდა ლოცულ...
იხილეთ სრულად
როგორც ხორცი კაცისა არა ერთხელ მიიღებს საჭმელსა და განახლდება მითა, არამედ ყოველ დღე და თითქმის ყოველ წამს იზრდება ჰაერით, საჭმლით, სასმლით, მზგავსადვე სულიცა ყოველთვის უნდა იზრდებოდეს სულიერითა საზრდოითა. იგი ყოველ დღე უნდა ლოცულობდეს, საღმრთო წიგნებს კითხულობდეს, ეკლესიაში ხშირად დადიოდეს, საღმრთო საგნებზედ უბნობის და ზრახვის ჩვეულ იყოს და სხვანი და მით განაახლებდეს თვისსა სათნოებასა, სარწმუნოებასა და სიყვარულსა.
როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა სა...
იხილეთ სრულად
როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა საზრდოსა, ქრისტეს სისხლსა და ხორცსა.
თუ გონიერი და ჯეროვანი აღსარება თქვა კაცმა, თუ გადაწყვეტილად, გათავებით შეინანა კაცმა თვისი ცოდვა და აღსარებაში აღუარა მოძღვარსა, ამით მან განიშორა, გააგდო ცოდვა თვისი.
არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანეთაგანი შერაცხულიყოს წმინდათა შორის და მმარხველი კი არ ყოფილიყოს. ამისათვის, ძმაო ჩემო, თუ ბეჯითი ქრისტიანე ხარ, სულის ცხონების მეძიებელი და მოშურნე, შეინახე, დაიცევ მარხვის დღეები წესის...
იხილეთ სრულად
არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანეთაგანი შერაცხულიყოს წმინდათა შორის და მმარხველი კი არ ყოფილიყოს. ამისათვის, ძმაო ჩემო, თუ ბეჯითი ქრისტიანე ხარ, სულის ცხონების მეძიებელი და მოშურნე, შეინახე, დაიცევ მარხვის დღეები წესისამებრ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა.
როდესაც კაცის სულში აღგზნებული არს ცეცხლისაებრ სულიერი მწუხარება, მაშინ ხორციელნი მოთხოვნილებანი დავიწყებულნი არიან, საჭმელი და სასმელი აღარ მოუვა კაცს გონებაში. ნამდვილად შეწუხებული, მგლოვიარე კაცი მიიღებს მხოლოდ უგემურსა საჭმელს...
იხილეთ სრულად
როდესაც კაცის სულში აღგზნებული არს ცეცხლისაებრ სულიერი მწუხარება, მაშინ ხორციელნი მოთხოვნილებანი დავიწყებულნი არიან, საჭმელი და სასმელი აღარ მოუვა კაცს გონებაში. ნამდვილად შეწუხებული, მგლოვიარე კაცი მიიღებს მხოლოდ უგემურსა საჭმელსა: „ნაცარი, ვითარცა პური, ვსჭამე და სასმელი ჩემი ცრემლითა განვზავე“, – იტყოდა შეწუხებული ცოდვითა დავით (ფსალ. 10.10). სინანული არის სულიერი მწუხარება. თუ ნამდვილად სწუხს კაცი თავის ცოდვას, როგორღა შეიძლება მან მიიღოს პოხ...
მარხვა არის საჭირო მისთვის, რათა აღვირი ვუსხათ ჩვენსა ხორცსა, ჩვენთა ვნებათა. გარდარეულ ცხენს, რომელსაც აღვირითაც ვერ დაამშვიდებენ, დაიმორჩილებენ შიმშილითა და წყურვილითა. ჩვენი ცოდვილი სხეული ებრძვის სულსა ჩვენსა, მიიზიდავს მას ცო...
იხილეთ სრულად
მარხვა არის საჭირო მისთვის, რათა აღვირი ვუსხათ ჩვენსა ხორცსა, ჩვენთა ვნებათა. გარდარეულ ცხენს, რომელსაც აღვირითაც ვერ დაამშვიდებენ, დაიმორჩილებენ შიმშილითა და წყურვილითა. ჩვენი ცოდვილი სხეული ებრძვის სულსა ჩვენსა, მიიზიდავს მას ცოდვისადმი. რით არის უადვილესი დამშვიდება და დამორჩილება მისი, თუ არა მარხვით. მარხვა დაადუმებს ვნებათა, დააყენებს ღელვასა სისხლისასა.