წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
სხეული კაცისა, თუ განებივრებულია და აშვებული, გადაიქცევა ბუდედ ყოველთა ცოდვათა. სული კაცისა ვეღარ დაიმორჩილებას მას, არამედ იგი დაიმონებს სულსა კაცისასა და დაღუპავს მას.
რა გააჩენს კაცის გულში უწმინდურთა გულისთქმათა და სურვილთა? უზომოდ სმა და ჭამა, მეტადრე მომეტებული მიღება ღვინისა, რომელიცა აანთებს კაცის სისხლში ცეცხლსა ვნებათა და უწმინდურებათა.
მარხვა არის დედა სიწმინდისა, მით, რომ იგი აღვირს უსხამს ყოველთა შინაგანთა, უწმინდურთა გულის თქმათა და ვნებათა, რომელნიცა არიან წყარონი და მიზეზნი თვით უწმინდურთა საქმეთა კაცთათა.
ჭამისა და სმისაგან დასნეულებული მრავალი უნახავს კაცს, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან არცა ერთი. მართალია, დასაწყისში შედგომილი მარხვისა დაღონებულია, მოწყენილია, მეტადრე თუ უყვარდა ფრიადი ჭამა და სმა; მაგრამ ამით არ უნდა შეშინდეს... იხილეთ სრულად
მარხვა წმინდა იქნება არა მხოლოდ საჭმლის გამოცვლითა, მოკლებითა, არამედ საქმის გასწორებითა და ყოფა–ქცევის გამოცვლითა. მაშასადამე, ჩვენ ყოველნი ამას უმეტესად უნდა ვცდილობდეთ, რომელ ხასიათი გამოვიცვალოთ და ბუნება ჩვენი ისრე გავამაგროთ... იხილეთ სრულად
მარხვა ძველ სჯულშიც არა ყოველთვის ნიშანვდა მწუხარებას, არამედ სულიერი კმაყოფილებით და სიხარულით უნდა ყოფილიყო მიღებული. ჩვენცა, ძმანო ქრისტიანენო, არა სულმოკლეობითა და მწუხარებითა, არამედ სულიერითა კმაყოფილებითა და ერთგულებითა შევ... იხილეთ სრულად
დიდი მარხვა არის ჟამი განღვიძებისა ჩვენდა ძილისაგან. მართლა, რაც გინდა დაუდევნელი და უსასო იყოს ქრისტიანე კაცი, არ შეიძლება ცოტაოდენ მაინც არ გაიღვიძოს და არ დაფიქრდეს თავის თავზედ დღეთა შინა დიდისა მარხვისასა.
როდესაც შენ, ძმაო ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკსა, მაშინ თვით ქრისტესა ემსახურები. მრავალგზის გვესმის ჩვენ ეს დიდი ჭეშმარიტება, გარნა მრავლისა თქმისა და სმენისაგან ისე მიეჩვია ჩვენი ყური, რომელ იგი დიდად არაფრად მიგვაჩნია, მაშ... იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველნი ვართ ასონი, ანუ წევრნი ქრისტეს გვამისანი; მაშასადამე, ჩვენ ყოველნი ქრისტიანენი შევადგენთ ერთსა გვამსა, ანუ სხეულსა, ესე იგი, ვართ ურთიერთას ასონი. ქრისტე არის ჩვენი თავი, ჩვენ ვართ მისი და ურთიერთის ასონი და სახსარნი.
როდესაც შენის ნამეტნავისაგან შენისა მოსამსახურის ხელით გლახაკსა გაუგზავნი მცირე რასმე მოწყალებას, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მცნება მოწყალებისა, მოითხოვს მისთვის, რომ, ოდეს შენ... იხილეთ სრულად