წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ზოგჯერ სინანული გაუჩნდება კაცს მარტო შიშისაგან, ეშინია – ღმერთმა არ დამსაჯოს ჩემი ცოდვებისათვის და ჯოჯოხეთში არ ჩამაგდოსო. რა უნდა ვსთქვათ ამისთანა სინანულზე? დასაწყისში ესეც კარგია. გარნა მარტო შიშით არ უნდა იყოს სინანული. უმეტეს... იხილეთ სრულად
საუბედუროდ, მრავალგზის სინანული აწინდელთა ქრისტიანეთა არის ცრუ და უნაყოფო. რომელი სინანული არს ცრუ და უნაყოფო? ის, როდესაც კაცი ნანობს გარეგანობით, საჩვენებელად კაცთა, ანუ უბრალო ჩვეულებისამებრ.
კაცი უნდა ეცადოს და ყოველი ღონე უნდა მოიხმაროს, რომ თვით მისი სული და გული, და ბოლოს თვით სხეული გარდაიქცეს ღვთის ტაძრად და სადგომად. მან უნდა შეამკოს თავი თვისი სათნოებითა, სიწმინდითა, სასოებითა და უმეტესად სიყვარულითა. და მხოლოდ... იხილეთ სრულად
კაცი, რომელიც განეშორება ზეციერსა მამასა, აიგდებს უღელსა საღმრთოისა სჯულისასა, დაგლახავდება, დაეცემა და დამახინჯდება სულიერად, მოაკლდება ყოველსა სულიერსა ნიჭსა და მადლსა ღვთისაგან მინიჭებულსა, და დაემზგავსება უწმინდურსა პირუტყვსა.
როგორადაც შეუძლებელია, რომ კეთილად იცხოვროს კაცმა, თუ კეთილი ლოცვა არ იცის, მზგავსადვე, შეუძლებელია კეთილად, ნაყოფიერად ილოცოს კაცმა, თუ არ სურს ატაროს ქრისტიანულად ცხოვრება. ჩვენ ცუდად ვსცხოვრობთ მისთვის, რომ ცუდად ვლოცულობთ; გარ... იხილეთ სრულად
თუ შენ გრწამს უფალი იესო ქრისტე, საითგან არის ისა, რომ შენ სოფლის თქმას და ჩვეულებას უფრო უსმენ, ვიდრეღა სახარებას? შენ გრწამს სულიწმიდა, ეკლესია; მაშ რისთვისღა უგდებ ყურს ყოველთა ზღაპართა და სიცრუეთა სოფლიურთა, ანუ ღვთის წინააღმდ... იხილეთ სრულად
შემდგომად ლოცვისა საჭიროა, რომ თვით საქმით ვეძიებდეთ და ვასრულებდეთ მას, რაც ვთხოვეთ ღმერთსა ლოცვაში.
თვით ლოცვის დროს საჭიროა და მიუცილებელი, რომ ჩვენი გრძნობა, განზრახვა და სული ეთანხმებოდეს ლოცვაში წართქმულ სიტყვებსა, რომ ნამდვილად გვსურდეს ის, რასაც წარვსთქვამთ სიტყვებით.
პირველ ლოცვისა საჭიროა მომზადება, დალაგება სულისა და გულისა. „ლოცვის დაწყებადმდე განამზადე თავი შენი და ნუ იქმნები, ვითარცა კაცი გამომცდელი ღვთისა“ – იტყვის ისუ ზირაქი (18.23). კაცი ვინმე ხელმწიფესთან წარდგომად თუ მიდის, ბეჯითად ... იხილეთ სრულად
სამი ნაკლულევანება აქვს ჩვენს ლოცვას, რომლისა გამო იგი ხშირად არა თუ სასარგებლო შეიქმნება, არამედ უკანონო და წინააღმდეგი. პირველად, ჩვენ ვლოცულობთ მოუმზადებელად; მეორედ, ვლოცულობთ, მაგრამ მართლა კი არ გვსურს გულწრფელად, რასაც ვითხ... იხილეთ სრულად