ყოველთა უმეტესი მოთმინება ქრისტიანეს უნდა ქონდეს თავისი სჯულის აღსრულებაში. თუ დიდი მოთმინება და სიმტკიცე არ აქვს ქრისტიანესა, ვერ წინააღუდგება ცოდვასა და განსაცდელსა, ვერ იქმნება კეთილი ქრისტეს მოწაფე. როდესაც შენ, ძმაო, შეგემთხვ...
იხილეთ სრულად
ყოველთა უმეტესი მოთმინება ქრისტიანეს უნდა ქონდეს თავისი სჯულის აღსრულებაში. თუ დიდი მოთმინება და სიმტკიცე არ აქვს ქრისტიანესა, ვერ წინააღუდგება ცოდვასა და განსაცდელსა, ვერ იქმნება კეთილი ქრისტეს მოწაფე. როდესაც შენ, ძმაო, შეგემთხვევა რომელიმე უბედურება, ანუ განსაცდელი და გაგიჭირდება ცხოვრება, მოიგონე უფალი იესო ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი. რა არ მოითმინა მან ჩვენი გულისათვისა? განკიცხვა, გინება, შეურაცხყოფა, დევნა, ტანჯვა, ჯვარცმა. თუ მაცხოვარმან ესო...
მოთმინება მეტად საჭირო არის ყოვლის კაცისათვის, ამისთვის რომელ ქვეყანაზედ არ არის იმისთანა კაცი, რომელსაც არ შემთხვეოდეს ვითარმე უბედურება და უკმაყოფილება. მრთელი ჩვენი სიცოცხლე ისე არის ამ ქვეყანაში დაწყობილი, რომელ თუ მოთმინება ა...
იხილეთ სრულად
მოთმინება მეტად საჭირო არის ყოვლის კაცისათვის, ამისთვის რომელ ქვეყანაზედ არ არის იმისთანა კაცი, რომელსაც არ შემთხვეოდეს ვითარმე უბედურება და უკმაყოფილება. მრთელი ჩვენი სიცოცხლე ისე არის ამ ქვეყანაში დაწყობილი, რომელ თუ მოთმინება არა აქვს კაცსა, ვერ გასძლებს ქვეყანაზედ. ყოველ საქმეში და ყოველს შემთხვევაში საჭირო არის კაცისათვის მოთმინება.
სიმდაბლე აქვს იმ კაცს, რომელიც თავის თავზედ დიდს არაფერს ფიქრობს, ესე იგი თავის თავი არ მიაჩნია დიდად. ამ სათნოებას შეიძენს კაცი მაშინ, როდესაც კარგად იფიქრებს თავის ცოდვებზედ. ჩვენ ყოველნი, ძმანო ჩემნო, ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე...
იხილეთ სრულად
სიმდაბლე აქვს იმ კაცს, რომელიც თავის თავზედ დიდს არაფერს ფიქრობს, ესე იგი თავის თავი არ მიაჩნია დიდად. ამ სათნოებას შეიძენს კაცი მაშინ, როდესაც კარგად იფიქრებს თავის ცოდვებზედ. ჩვენ ყოველნი, ძმანო ჩემნო, ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე; არ გავა არა თუ მთელი დღე, არამედ ერთი საათიც, რომ არ შევცოდოთ ღმერთსა ან გონებით, ანუ სიტყვით, ანუ საქმით; მაშასადამე, ყოველთვის უნდა სიმდაბლით და მონანებით ვთხოვდეთ ღმერთსა შენდობასა.
სიწმინდე, სისუფთავე ხორციელი ძლიერ საჭირო და სასარგებლო არის კაცისათვის. ესრედ უნდა ვიფიქროთ, რომ ვისაც უყვარს გარეგანი და ხორციელი სიწმინდე და სისუფთავე, ის სულიერისა სიწმინდისათვისაც უფრო ცდილობს. გარდა ამისა, ვინც უწმინდურად ცხ...
იხილეთ სრულად
სიწმინდე, სისუფთავე ხორციელი ძლიერ საჭირო და სასარგებლო არის კაცისათვის. ესრედ უნდა ვიფიქროთ, რომ ვისაც უყვარს გარეგანი და ხორციელი სიწმინდე და სისუფთავე, ის სულიერისა სიწმინდისათვისაც უფრო ცდილობს. გარდა ამისა, ვინც უწმინდურად ცხოვრებს, ის უფრო მალე გახდება ავად და მალე დაკარგავს სიმრთელესა, რაიცა დიდი ცოდვა არის, ვინაითგან თვით ღმრთი გვიბრძანებს ჩვენ, რათა დავიცვათ და შევინახოთ ჩვენი სიცოცხლე. ამისათვის, ძმანო ჩემნო, რადგან ახლა მე თქვენ გიჩვენ...
სიწმიდე ანუ სული სიწმიდისა არის ორგვარი: გარეგანი, ანუ ხორციელი და შინაგანი, ანუ სულიერი. სიწმიდე გარეგანი, ანუ ხორციელი ის არის, როდესაც კაცს უყვარს წმინდად ჩაცმა, წმინდად ჭამა და სმა და წმინდად ცხოვრება თავის სახლში. კარგი, გონი...
იხილეთ სრულად
სიწმიდე ანუ სული სიწმიდისა არის ორგვარი: გარეგანი, ანუ ხორციელი და შინაგანი, ანუ სულიერი. სიწმიდე გარეგანი, ანუ ხორციელი ის არის, როდესაც კაცს უყვარს წმინდად ჩაცმა, წმინდად ჭამა და სმა და წმინდად ცხოვრება თავის სახლში. კარგი, გონიერი და სასარგებლო საქმე არის, თუ კაცი ცდილობს ხორციელსა სიწმიდესა. თუ გინდ ბევრი არაფერი გქონდეს შენ, ძმაო ჩემო, მაგრამ რაც გაქვს, ის სუფთად და წმიდად შეინახე.
მეორესა და საშინელსა მოსვლასა იესო ქრისტესსა ყოველი კაცი მისცემს პასუხს არათუ მხოლოდ საქმეთა, არამედ ყოველთა სიტყვათა თვისთათვის. ეცადეთ, ძმანო ჩემნო, არა სცოდოთ ენითა თქვენითა, არამედ ჭკუიანად და მშვიდად ეტყოდეთ ერთი მეორესა ყოვე...
იხილეთ სრულად
მეორესა და საშინელსა მოსვლასა იესო ქრისტესსა ყოველი კაცი მისცემს პასუხს არათუ მხოლოდ საქმეთა, არამედ ყოველთა სიტყვათა თვისთათვის. ეცადეთ, ძმანო ჩემნო, არა სცოდოთ ენითა თქვენითა, არამედ ჭკუიანად და მშვიდად ეტყოდეთ ერთი მეორესა ყოველთა თქვენთა საქმეთა.
ენა თავისთავად არ სცოდავს, არამედ იმას იტყვის, რაც გულში აქვს კაცსა. მაშასადამე, ვინც ლაპარაკობს ყოველთვის გონიერად, მშვენიერად და მძიმედ, იმას უთუოდ გულიც და ხასიათიც კარგი აქვს, გარნა ვინც ხშირად იტყვის უშვერ სიტყვას, ხშირად აგი...
იხილეთ სრულად
ენა თავისთავად არ სცოდავს, არამედ იმას იტყვის, რაც გულში აქვს კაცსა. მაშასადამე, ვინც ლაპარაკობს ყოველთვის გონიერად, მშვენიერად და მძიმედ, იმას უთუოდ გულიც და ხასიათიც კარგი აქვს, გარნა ვინც ხშირად იტყვის უშვერ სიტყვას, ხშირად აგინებს თავის მოყვასს, სჩანს, რომ იმას ხასიათიც ცუდი აქვს.
ცუდადმეტყველება არის ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, გამომავალი პირისაგან კაცისა. ღმერთმან ენა ჩვენ მისთვის მოგვცა, რათა ვაკურთხოთ, ვადიდოთ და ვილოცოთ. დავლოცოთ, დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. გარნა ჩვენ, ნაცვლად ამისა, ენას ხშირ...
იხილეთ სრულად
ცუდადმეტყველება არის ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, გამომავალი პირისაგან კაცისა. ღმერთმან ენა ჩვენ მისთვის მოგვცა, რათა ვაკურთხოთ, ვადიდოთ და ვილოცოთ. დავლოცოთ, დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. გარნა ჩვენ, ნაცვლად ამისა, ენას ხშირად ვხმარობთ ცოდვისათვის. ენითა ჩვენითა ვიტყვით სიცრუეს, გინებას, ცილისწამებას, უშვერ სიტყვას.
ღმერთმან დედაკაცი იმიტომ შექმნა სუსტი და მამაკაცს მისთვის მისცა უმეტესი ღონე, რომ პირველი შინ, სახლში უნდა იყოს, სახლს უნდა უვლიდეს და შვილებს უნდა ზრდიდეს, ხოლო მეორე გარედ უნდა მუშაკობდეს, რაც უმძიმესი საქმე არის, იმას აკეთებდეს...
იხილეთ სრულად
ღმერთმან დედაკაცი იმიტომ შექმნა სუსტი და მამაკაცს მისთვის მისცა უმეტესი ღონე, რომ პირველი შინ, სახლში უნდა იყოს, სახლს უნდა უვლიდეს და შვილებს უნდა ზრდიდეს, ხოლო მეორე გარედ უნდა მუშაკობდეს, რაც უმძიმესი საქმე არის, იმას აკეთებდეს. საღმრთო წერილიც ისრე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ ყოველს ადამიანს უნდა ცოლი თვისი უყვარდეს და ისრეთ პატივში უნდა ყავდეს, როგორც თავისი თავი. ყოველს განათლებულ სახლში დედაკაცს აქვს დიდი პატივი.