წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ჩვენ მრავალ სიტყვებს ვიტყვით ლოცვაში, მაგრამ ისინი არიან ცალიერი სიტყვა, უქმი ხმა. ვლოცულობთ ერთხელვე მიღებულითა ჩვეულებითა, დაფანტულითა გონებითა, არ ვფიქრობთ, რას ვიტყვით, ან რას ვიქმთ. ამისთვის ძვირად მივიღებთ მას, რასაც ვითხოვთ... იხილეთ სრულად
ყოველი გარეგანი მოქმედება იმით აიწონება და დაფასდება ღვთის წინაშე, რა განზრახვით არის, რომელი წყაროისაგან მომდინარეობს. მარხვა, მსხვერპლის შეწირვა, ლოცვა მაშინ შეერაცხება კაცს მადლად, როდესაც იგინი მომდინარეობენ ჭეშმარიტის სინანულ... იხილეთ სრულად
მოყვსის განკითხვა და დაწუნება ყოველთვის ცოდვა არის, გარნა ლოცვაში უდიდესი ცოდვაა. ლოცვაში კაცი თავის თავს უნდა დაიწუნებდეს, კიდეც მართალი და კარგი კაციც რომ იყოს და არა სხვას ვისმეს მოყვასთაგანს განიკითხავდეს.
საკმაო არ არის, ძმანო ჩემნო, რომ ქრისტიანე კაცი ცოდვებს არ იქმოდეს, არამედ სათნოებაც უნდა ჰქონდეს. არ გეყოფა შენ სულის საცხოვნებლად მარტო ის, თუ მტაცებელი არა ხარ, არამედ მოწყალებაც უნდა გქონდეს. მცირე არის, თუ სიცრუე არ გიყვარს, ... იხილეთ სრულად
ლოცვაში კაცს უნდა ჰქონდეს სული შემუსვრილი და დამდაბლებული. ლოცვაში კაცი თვითონვე უნდა ამტყუნებდეს თავის თავს, ცოდვებს ნანობდეს, ღმერთს თავის უღირსებას შეაბრალებდეს.
კაცი გონიერი და თავმდაბალი თავის თავს არაოდეს არ იქებს. თუ ღირსია ქებისა – სხვანი უნდა აქებდნენ მას, და არა თვითონ თავის თავს.
ნუ ვიფიქრებთ, რომ საყდარში წინ დადგომა ყოველთვის ცოდვა იყოს, ოღონდ კი ამპარტავანებით არ დადგეს კაცი წინ. ზოგიერთნი წინ დადგებიან საყდარში, რათა უმჯობესად გაიგონონ ლოცვები და კარგად დაინახონ სამღვდელო მოქმედება. ამისთანა შემთხვევაშ... იხილეთ სრულად
ვინც კარგად თავის თავი იცნა, ის აღარც თავის მოყვასს განიკითხავს. მოყვასის განკითხვა ის არის, როდესაც კაცი თავის ცოდვას და ნაკლულებას არ ხედავს და სხვის ცოდვას და ნაკლულევანებას კი ხედავს და ზრახავს. ეს ცუდი ჩვეულება თითქმის ყოველ ... იხილეთ სრულად
დიდი სარგებლობა და სულიერი მადლი მოგვეცემა, როდესაც კარგად გასინჯავ შენ თავს და გულში იტყვი: მე სწორედ ამაში და ამაში ვარ დამნაშავე ღვთის წინაშე. თუ ესრეთ ქმენი, უთუოდ კარგად მოინანიებ შენ ცოდვასა და კარგი კაცი შეიქმნები; ხოლო კარ... იხილეთ სრულად
განცდა თავისა ის არის, როდესაც კაცი გამოცდის ანუ შეიტყობს თავის თავს, ესე იგი შეიტყობს, კარგად იქცევა, თუ ცუდად, კარგი ხასიათი აქვს, თუ ცუდი. ცნობა თავისა თვისისა არის საფუძველი კეთილისა ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. თუ კაცმან თავის... იხილეთ სრულად