მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან საქმესა, და არა მხოლოდ სიტყვასა; მოითხოვს ჩვენგან მოქმედებასა, მოძრაობასა და არა მხოლოდ უქმსა გულის სიტყვასა და უნაყოფოსა გრძნობასა. იქნება შენ, ძმაო, სარწმუნოება და სასოება გაქვს, გარნა ესენი არიან უნაყ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან საქმესა, და არა მხოლოდ სიტყვასა; მოითხოვს ჩვენგან მოქმედებასა, მოძრაობასა და არა მხოლოდ უქმსა გულის სიტყვასა და უნაყოფოსა გრძნობასა. იქნება შენ, ძმაო, სარწმუნოება და სასოება გაქვს, გარნა ესენი არიან უნაყოფონი, იქნება შენ მრავალი კეთილი განზრახვა გქონდა გულში, გარნა თუ განზრახვა შენი არ აღასრულე, სიტყვა საქმედ არ აქციე, სურვილი სისრულეში არ მოიყვანე, მაშინ შენ ვერ გაერევი მარჯვენით მდგომარეთა და ვერ ცხონდები.
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს ...
იხილეთ სრულად
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს და არ უქებს მართალთა თვინიერ ამისა, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი, თუმცა, უეჭველია, რომ მათ სხვანიცა მრავალნი შეამკობდნენ სათნოებანი. ეგრედვე ცოდვილთა სხვა მიზეზს არაფერს ეტყვის, დააყვედრებს მხოლოდ იმას, რომ იგინი იყვნენ ...
რა იქნება ტანჯვა წარწყმედილთა? ამას ვერ წარმოიდგენს გონება კაცისა სრულებით, მხოლოდ არის თქმული, რომელ იგინი იქნებიან ბნელსა გარესკნელისასა, სადაცა ცეცხლი მათი არა დაშრტების, და მატლი მათი არ დაიძინებს.
რასა შინა მდგომარეობს ნეტარება ცხოვნებულთა – ამას კაცის გონება ახლა ვერ წარმოიდგენს, საღმრთო წერილში არის თქმული მხოლოდ ისა, რომელ ცხოვნებული იქნება ბრწყინვალე, ვითარცა მზე, რომელ ღმერთმან მას მოუმზადა ისეთი ნეტარება, რომელი თვალს...
იხილეთ სრულად
რასა შინა მდგომარეობს ნეტარება ცხოვნებულთა – ამას კაცის გონება ახლა ვერ წარმოიდგენს, საღმრთო წერილში არის თქმული მხოლოდ ისა, რომელ ცხოვნებული იქნება ბრწყინვალე, ვითარცა მზე, რომელ ღმერთმან მას მოუმზადა ისეთი ნეტარება, რომელი თვალსა კაცისასა არ უნახავს, ყურსა მისსა არ სმენია და გული მისი ვერ წარმოიდგენს.
როდესაც ყოველნი სულნი, რომელიც დაბადებითგან ცხოვრებდნენ ქვეყანასა ზედა, შეიკრიბებიან წინაშე მაცხოვრისა, მაშინ იგი განარჩევს მათ და გაჰყოფს, დაადგენს რა ცხოვნებულთა მარჯვენით თვისსა, და წარწყმედილთა მარცხენით თვისსა, და იქვე ეტყვის...
იხილეთ სრულად
როდესაც ყოველნი სულნი, რომელიც დაბადებითგან ცხოვრებდნენ ქვეყანასა ზედა, შეიკრიბებიან წინაშე მაცხოვრისა, მაშინ იგი განარჩევს მათ და გაჰყოფს, დაადგენს რა ცხოვნებულთა მარჯვენით თვისსა, და წარწყმედილთა მარცხენით თვისსა, და იქვე ეტყვის ორთავე მხარეთა მიზეზთა, რომლისათვისცა პირველნი იქნებიან ცხოვნებულ, ხოლო მეორენი წარწყმედულ. რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო, რომელ მაშინ მაცხოვარი არცა პირველთა არ ეტყვის, რომ თქვენ გქონდათ სარწმუნოება ჩემი, და არცა მეორეთა მა...
მცირედნი დარჩენილნი რჩეულნი (მეორედ მოსვლის დროს) ცხადად იგრძნობენ მოახლოებასა უფლისასა. უმრავლესნი და თითქმის ყოველნი მაშინდელნი ადამიანნი იქმნებიან დაძინებულნი ცოდვათა შინა, არა რაისა მომლოდებელნი, წარტაცებულნი სიმთვრალითა და სი...
იხილეთ სრულად
მცირედნი დარჩენილნი რჩეულნი (მეორედ მოსვლის დროს) ცხადად იგრძნობენ მოახლოებასა უფლისასა. უმრავლესნი და თითქმის ყოველნი მაშინდელნი ადამიანნი იქმნებიან დაძინებულნი ცოდვათა შინა, არა რაისა მომლოდებელნი, წარტაცებულნი სიმთვრალითა და სიმაძღრითა. მაშინ უცბად გამოჩნდეს სასწაული ცათა შინა ძისა კაცისა, და მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ძე კაცისა, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა, ძალითა და დიდებითა მრავლითა
ანტიქრისტე – კაცი, საშინელი მძლავრებითა და ცბიერებითა. იგი თავის თავს დაარქვამს ღმერთს, იგი იქმს მრავალთა ცრუთა ძალთა და ნიშებსა, და მით მიიქცევს თვისდამი ყოველთა სუსტთა და გარყვნილთა. და ესრედ, იგი შეავსებს ქვეყნის უსჯულოებასა და...
იხილეთ სრულად
ანტიქრისტე – კაცი, საშინელი მძლავრებითა და ცბიერებითა. იგი თავის თავს დაარქვამს ღმერთს, იგი იქმს მრავალთა ცრუთა ძალთა და ნიშებსა, და მით მიიქცევს თვისდამი ყოველთა სუსტთა და გარყვნილთა. და ესრედ, იგი შეავსებს ქვეყნის უსჯულოებასა და დააჩქარებს გამოჩენასა ღვთის სასჯელისასა.
ცნობისმოყვარესა კაცის გულსა და გონებასა ყოველთის სურს შეიტყოს დრო იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა, გარნა სულმან წმიდამან განგებ არ ინება განსაზღვრება ამისა. რისთვის დაფარა მაცხოვარმან ჩვენგან ეს? „იღვიძებდით უკვე“ – გვიპასუხებს ჩვენ ...
იხილეთ სრულად
ცნობისმოყვარესა კაცის გულსა და გონებასა ყოველთის სურს შეიტყოს დრო იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისა, გარნა სულმან წმიდამან განგებ არ ინება განსაზღვრება ამისა. რისთვის დაფარა მაცხოვარმან ჩვენგან ეს? „იღვიძებდით უკვე“ – გვიპასუხებს ჩვენ უფალი, – „რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი მოვიდეს“. გარნა, თუმცა საღმრთო წერილი პირდაპირ არ განსაზღვრებს დროსა მეორედ მოსვლისასა, გარნა იგი აღწერს ზოგიერთსა ნიშნებასა სასწაულთა, რომელნი თავის დროზედ ცხად ყოფენ მოახლ...
ხშირად მოხდება ისიც, რომ კაცს აქვს ერთი რომელიმე ცოდვა დაჩემებული და შეყვარებული; თუმცა ნანობს, მაგრამ არ შეუძლია იმ ცოდვის დატოვება. ნიშანი ჭეშმარიტისა სინანულისა ის არის, რომ კაცმა დატოვოს და მოიძულოს მისგან შეყვარებული და შეჩვე...
იხილეთ სრულად
ხშირად მოხდება ისიც, რომ კაცს აქვს ერთი რომელიმე ცოდვა დაჩემებული და შეყვარებული; თუმცა ნანობს, მაგრამ არ შეუძლია იმ ცოდვის დატოვება. ნიშანი ჭეშმარიტისა სინანულისა ის არის, რომ კაცმა დატოვოს და მოიძულოს მისგან შეყვარებული და შეჩვეული ცოდვა.
ხშირად მოხდება, რომ კაცი მონანული მიზეზობს, სხვადასხვა გარემოებას მოიყვანს შესანდობლად მისთა ცოდვათა. ეშმაკმა მაცდუნა, ამხანაგმა ამიყოლიაო. აღსარებაშიც წინაშე მოძღვრისა ზოგიერთი ნაცვლად მისა, რომ გულწრფელად აღიაროს ცოდვილი ვარო, ჩ...
იხილეთ სრულად
ხშირად მოხდება, რომ კაცი მონანული მიზეზობს, სხვადასხვა გარემოებას მოიყვანს შესანდობლად მისთა ცოდვათა. ეშმაკმა მაცდუნა, ამხანაგმა ამიყოლიაო. აღსარებაშიც წინაშე მოძღვრისა ზოგიერთი ნაცვლად მისა, რომ გულწრფელად აღიაროს ცოდვილი ვარო, ჩემი ბრალი არის, მრავალ მიზეზებს მოიყვანს შესანდობლად თვისისა ცოდვისა.