ქრისტემ, ჩემმა ნათელმა და ჯვარცმულმა სიყვარულმა, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო ჯვარზე ამაღლდა, ბოროტი გველების მიერ მოწყლულ სულთა მხსნელმა განგვკურნოს ჩვენც ცოდვის იარებისგან.
გისურვებ, ღვთის სიყვარულმა ისე გააგრილოს შენი მოწყურებული სული, როგორც ირემი იკლავს წყურვილს წყაროს წყლით: „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!.. ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირ...
იხილეთ სრულად
გისურვებ, ღვთის სიყვარულმა ისე გააგრილოს შენი მოწყურებული სული, როგორც ირემი იკლავს წყურვილს წყაროს წყლით: „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!.. ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?" (ფსალმ. 41, 1-2).
თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთ...
იხილეთ სრულად
თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთაებრივი სიხარული და მხიარულება. ამის შემდეგ კი ღმერთი ღვთისმოყვარეებსა და მცნების აღმასრულებლებს თავის მარადიულ სამეფოში ჯილდოს მიანიჭებს აღთქმისამებრ – მთელი სისრულით უბოძებს მათთვის სამყაროს შექმნამდე გამზადებულ სიკეთე...
ოჰ, რაოდენ მშვენიერია ახალგაზრდობა, როდესაც ის თავისი ყვავილობის დიდებაშია. იმდენად მშვენიერია, რომ ზოგიერთები ზეციერი ანგელოზებისგან არ განსხვავდებიან. მაგრამ როცა მათ სიკვდილის ალესილი ნამგალი წამოეწევა და მოცელავს, მაშინ სასწრა...
იხილეთ სრულად
ოჰ, რაოდენ მშვენიერია ახალგაზრდობა, როდესაც ის თავისი ყვავილობის დიდებაშია. იმდენად მშვენიერია, რომ ზოგიერთები ზეციერი ანგელოზებისგან არ განსხვავდებიან. მაგრამ როცა მათ სიკვდილის ალესილი ნამგალი წამოეწევა და მოცელავს, მაშინ სასწრაფოდ მარხავენ, რადგან არსებობს ინფექციების გარდაუვალი საფრთხე; ცივ სამარეში მალავენ, ვინაიდან სულ მალე ახალგაზრდობის მშვენიერ სურნელს საზარელი სიმყრალე შეცვლის!
ვინც ქრისტეს სიყვარულით საზრდოობს, მისი ქრისტესმიერი ცხოვრება ძალზე ნაყოფიერი ხდება. იესოს მოყვარული სულები სხვა სამყაროს, ცათა სასუფევლის სულიერი ჰაერით სუნთქავენ. ისინი ამ ცხოვრებაშივე იგემებენ იმ წყაროს წყალს, რომელიც ღვთის მად...
იხილეთ სრულად
ვინც ქრისტეს სიყვარულით საზრდოობს, მისი ქრისტესმიერი ცხოვრება ძალზე ნაყოფიერი ხდება. იესოს მოყვარული სულები სხვა სამყაროს, ცათა სასუფევლის სულიერი ჰაერით სუნთქავენ. ისინი ამ ცხოვრებაშივე იგემებენ იმ წყაროს წყალს, რომელიც ღვთის მადლის საყდრიდან მოედინება!