თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთ...
იხილეთ სრულად
თუ ყურადღებით, სიფხიზლითა და მღვიძარებით ვიცხოვრებთ, ყოვლისმპყრობელის ხელგაშლილობა ჩვენს გულს უსათუოდ ღვთაებრივი სიკეთით აღავსებს. უფალი თავად ეწვევა ჩვენი სულის გულმოდგინედ მოვლილ სასახლეს, რომ სულმა ამ ცხოვრებაშივე განიცადოს ღვთაებრივი სიხარული და მხიარულება. ამის შემდეგ კი ღმერთი ღვთისმოყვარეებსა და მცნების აღმასრულებლებს თავის მარადიულ სამეფოში ჯილდოს მიანიჭებს აღთქმისამებრ – მთელი სისრულით უბოძებს მათთვის სამყაროს შექმნამდე გამზადებულ სიკეთე...
ვინც ქრისტეს სიყვარულით საზრდოობს, მისი ქრისტესმიერი ცხოვრება ძალზე ნაყოფიერი ხდება. იესოს მოყვარული სულები სხვა სამყაროს, ცათა სასუფევლის სულიერი ჰაერით სუნთქავენ. ისინი ამ ცხოვრებაშივე იგემებენ იმ წყაროს წყალს, რომელიც ღვთის მად...
იხილეთ სრულად
ვინც ქრისტეს სიყვარულით საზრდოობს, მისი ქრისტესმიერი ცხოვრება ძალზე ნაყოფიერი ხდება. იესოს მოყვარული სულები სხვა სამყაროს, ცათა სასუფევლის სულიერი ჰაერით სუნთქავენ. ისინი ამ ცხოვრებაშივე იგემებენ იმ წყაროს წყალს, რომელიც ღვთის მადლის საყდრიდან მოედინება!
ღვთის შიში მეთაურისა და კაპიტნის მსგავსად სინანულის გემზე აგვიყვანს, გადავცურავთ ამ ცხოვრების „ბინძურ“ ზღვას და ღვთაებრივი სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელში შეგვიძღვება.
ღმერთი სიყვარულია, თანალმობით სავსე. ნურაფრით დავამწუხრებთ მას! მან ხომ ჩვენთვის ჯვარი დაითმინა: თავი ეკლის გვირგვინმა დაუჩხვლიტა, გვერდი შუბმა განუგმირა, მის ტერფებს – სამსჭვალთა, ზურგს კი მათრახის ნაიარევი ატყვია, მისი ყოვლადწმი...
იხილეთ სრულად
ღმერთი სიყვარულია, თანალმობით სავსე. ნურაფრით დავამწუხრებთ მას! მან ხომ ჩვენთვის ჯვარი დაითმინა: თავი ეკლის გვირგვინმა დაუჩხვლიტა, გვერდი შუბმა განუგმირა, მის ტერფებს – სამსჭვალთა, ზურგს კი მათრახის ნაიარევი ატყვია, მისი ყოვლადწმიდა პირი ნაღვლითა და ძმრით, გული კი – შეურაცხყოფისა და უმადურობის ტკივილით გამწარდა. შიშველი დაეკიდა ჯვარზე ეშმაკეული ბრბოს წინაშე. შვილებო, მას, ჩვენს იესოს, ჩვენი დაუდევრობით ნუ დავამწუხრებთ, რადგან ამით მისი ტკივილი უფ...
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო...
იხილეთ სრულად
მოდით, სინანულის ძალით გავთავისუფლდეთ ჩვენი ცოდვების ტვირთისგან და არწივებივით ლაღად და მსუბუქად მაღლა, სულ მაღლა ავფრინდეთ, იქ, სადაც მარადიულ ღმერთს სათნოებისა და სიბრძნის ულევი საგანძური აქვს დაუნჯებული. საუკუნო ცხოვრების წყარო ვიხმიოთ, რომ ჩვენც განვიღმრთოთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81, 6).
როგორც ჰაერის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლე, ასევე მარადიულ ცხოვრებაში შეუძლებელია ღმერთთან ყოფნა, თუკი ღვთის სიყვარულის კეთილსურნელოვანი და ტკბილი ჰაერით არ ვისუნთქეთ.