წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
სიმშვიდე გონების შეუცვლელი მდგომარეობაა, როდესაც ის პატივსა და შეურაცხყოფას ერთნაირად იღებს
სიმშვიდე ის არის: როდესაც მოყვასი გაგინებს და შეურაცხგყოფს, შენ კი განწმენდილი გულით მთელი სულით ლოცულობ მისთვის
სიმშვიდე არის გულისწყრომის ზღვაში აღმართული კლდე, რომელიც მასზე მომდგარ ყოველგვარ ღელვას დაამარცხებს და თვითონ არ ირღვევა
მდაბალ და მშვიდ სულში უფალი სახლდება, ხოლო მეამბოხის სული ეშმაკის სამყოფელი ხდება
მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა, ხოლო მრისხანენი მათი მიწიდან განიდევნებიან
მშვიდის სული უბრალოების სამყოფელია, ხოლო მრისხანე გონება უკეთურებასა და მზაკვრობას მოიმოქმედებს
მშვიდ სულში სიბრძნის სიტყვები მკვიდრდება, რადგან ნათქვამია: "უძღვეს მშვიდთა სასჯელსა შინა უფალი (ფს. 24,9) და უმეტესად განაბრძნობს მათ
მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, მრისხანე კაცის გონება - სიბნელითა და უგუნურებით