განა შეიძლება მაღალ წოდებას შრომისა და ჯაფის გარეშე მიაღწიო? ნუ დავივიწყებთ ღვთაებრივი ჯვარცმის მნიშვნელობას – ჩვენც მოვალე ვართ პატარა მხსნელებად ვიქცეთ, როცა, ღვთის ნებით, ამის დრო დადგება.
„უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (იოან. 15, 20), თუკი მე განმიკითხეს და ცილი დამწამეს, თქვენც ასევე მოგექცევიან. და როცა ყოველივე ამას დაითმენთ ჩემი სახელის გამო, „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად ა...
იხილეთ სრულად
„უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (იოან. 15, 20), თუკი მე განმიკითხეს და ცილი დამწამეს, თქვენც ასევე მოგექცევიან. და როცა ყოველივე ამას დაითმენთ ჩემი სახელის გამო, „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“ (მათ. 5, 12).
როგორც ადამიანებს (მე პირველს), თავიდან გვეშინია, რომ ჩვენი ადამიანური უძლურება გამოჩნდება. მაგრამ შემდეგ კეთილი კვირინელი – ღვთის მადლი – მოდის, ჩვენს ჯვარს ტვირთულობს და გოლგოთაზე უფრო ადვილად ავდივართ.
ცოდვათა უფსკრულიც რომ ფარავდეს ადამიანს, თუ ის ინანიებს და იმედს არ კარგავს, ეშმაკს მისი ეშინია. რადგან ზეციერი მამის მამობრივი გული უძღები შვილის ნათქვამით „ვცოდე“, მოლბება, პირველი მირბის, გულში იკრავს, ეამბორება, ნასუქ ზვარაკს ...
იხილეთ სრულად
ცოდვათა უფსკრულიც რომ ფარავდეს ადამიანს, თუ ის ინანიებს და იმედს არ კარგავს, ეშმაკს მისი ეშინია. რადგან ზეციერი მამის მამობრივი გული უძღები შვილის ნათქვამით „ვცოდე“, მოლბება, პირველი მირბის, გულში იკრავს, ეამბორება, ნასუქ ზვარაკს უკლავს, ზეიმობს, რადგან მისი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა (ლუკ. 15, 19-24).
როცა დაეცემი, ადექი და როცა შესცოდავ, შეინანე. ღვთის მოწყალების უკიდეგანო ზღვის შემყურეს გულში სასოწარკვეთილების შხამი ნურასოდეს შეგეპარება. ადამიანმა რამდენიც არ უნდა შესცოდოს, სინანულით მისი ცოდვები ღვთის სახიერების ზღვაში იკარგ...
იხილეთ სრულად
როცა დაეცემი, ადექი და როცა შესცოდავ, შეინანე. ღვთის მოწყალების უკიდეგანო ზღვის შემყურეს გულში სასოწარკვეთილების შხამი ნურასოდეს შეგეპარება. ადამიანმა რამდენიც არ უნდა შესცოდოს, სინანულით მისი ცოდვები ღვთის სახიერების ზღვაში იკარგება და უჩინარდება.