იგავნი სოლომონისა - ციტატები, გამონათქვამები
იგავნი სოლომონისა - ციტატები, გამონათქვამები იგავნი სოლომონისა | გამონათქვამები, ციტატები
სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ჩაქრება; სადაც ენატანია არ არის, შუღლს ბოლო ეღება.
თ. 26–28
გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია. მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი – წამიერია.
უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება.
მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი დაიღუპება.
თ. 10–11
უგვანო ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის, თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის; ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს. ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ ი... იხილეთ სრულად
რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.
როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ.
თ. 10–11
ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.
ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.
ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.
თ. 26-28