წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ვინც შინაგანად მდაბალია, ენის მიერ ვერ განიძარცვება. რადგან, თუ შიგნით სიმდიდრე არ არსებობს, კარიდან მას ვერ გაიტანენ
ცხენი ვიდრე მარტო მირბის, თავის სწრაფი ჰგონია, მაგრამ როდესაც სხვა ცხენებთან ერთად ირბენს, თავის უძლურებას შეიცნობს
როდესაც კაცს ბუნებრივი სიკეთით თავმაღლობა აღარ სჩვევია, ნიშნავს, რომ მისი განკურნება დაწყებულა, მაგრამ ვიდრე ამ ვნების სიმყრალეს იყნოსავს იგი, კეთილსურნელებას ვერ იგრძნობს
წმიდა სიმდაბლე ამბობს:ვისაც ვუყვარვარ, მაგრამ ჯერ სრულად ვერ შეერთებულა ჩემთან, ის არავის განსჯას არ მოჰყვება, უფროსობას არ დაიწყებს და თავისი სიბრძნის წარმოჩინებას არ შეეცდება, ხოლო ჩემთან შეერთების შემდეგ მას უკვე "სჯული არა უც"... იხილეთ სრულად
ერთ მონაზონს, რომელსაც ამ წმიდა სათნოების შეძენა სურდა, ეშმაკები მიეძალნენ და მის გულში თავის ქება ჩანერგეს. ამ ნეტარმე კი, კეთილი საშუალება მონახა მის დასაძლევად: თავისი სენაკის კეთელზე მან ჩამოწერა დიდი და მაღალი სათნოებების სახ... იხილეთ სრულად
"არა ირგოს მტერმან მისგან და შვილმან" ანუ "განზრახვამ უსჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა" (ფს. 88,23). და მის წინაშე დასცემს მის მტრებს და მოძლეებს დაამხობს (ფს.88,24)
ამ სათნოების წმიდა მყოფობას მაშინ შეიცნობ შენში, როდესაც გამოუთქმელი ნათლით და ლოცვისადმი უძლიერესი სიყვარულით აღივსები. ვიდრე ამ მადლს მიაღწევდე, უნდა მოიპოვო გული, რომელსაც სხვათა ცოდვათა ხილვა არ ძალუძს; ხოლო ყოველივე ზემოთქმულ... იხილეთ სრულად