"ძნიად შევიდეს მდიდარი სასუფეველსა ცათასა" და უგუნურნი და მზაკვრობით განბრძნობილნი ძნელად მოიპოვებენ სიმშვიდეს
ხშირად დაცემამ მზაკვარი მოაქცია და უვნებელი ცხოვრება და უმანკოება მოუტანა მას
ვისაც სურს, სიტყვით, მთელი სიზუსტით ახსნას ღვთის სიყვარულის გრძნობა და მისი მოქმედება, ყოვლადწმიდა სიმდაბლე განცხადებულად გამოააშკარაოს, სანატრელი სიწმიდე და საღვთო ბრწყინვალება დაგვანახოს და ჭეშმარიტი შიში და გულში შეკრებული ღვთი...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს, სიტყვით, მთელი სიზუსტით ახსნას ღვთის სიყვარულის გრძნობა და მისი მოქმედება, ყოვლადწმიდა სიმდაბლე განცხადებულად გამოააშკარაოს, სანატრელი სიწმიდე და საღვთო ბრწყინვალება დაგვანახოს და ჭეშმარიტი შიში და გულში შეკრებული ღვთის სიუხვე გაგვიცხადოს, იგი იმ კაცის მსგავსია, ვისაც უნდა სიტყვითა და თხრობით აგრძნობინოს თაფლის სიტკბოება იმ ადამიანს, ვისაც მისი გემო არ გაუსინჯავს და ამიტომ მრავალმეტყველებს. ხოლო პირველი, ან სრულიად გამოუცდელია იმ სიტყ...
link
ეს წმიდა ვენახი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება ვნებების მიერ დაზამთრებული, სხვანაირია მისი მიდამო სათნოებათა გაზაფხულზე, სულ სხვანაირია ზაფხულში და სხვანაირი - კეთილი ნაყოფის მომკის ჟამს; თუმცა ყოველგვარი გამოვლინება მისი - ერთად ...
იხილეთ სრულად
ეს წმიდა ვენახი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება ვნებების მიერ დაზამთრებული, სხვანაირია მისი მიდამო სათნოებათა გაზაფხულზე, სულ სხვანაირია ზაფხულში და სხვანაირი - კეთილი ნაყოფის მომკის ჟამს; თუმცა ყოველგვარი გამოვლინება მისი - ერთად შეკრებილი სიხარულისა და მხიარულების მომასწავებელია და ამირომ თითოეული მათგანი თავისი ნიშნით გამოირჩევა.როდესაც ამ ყოვლად საქებარი სათნოების მტევანი ყვავილობას იწყებს, მაშინ იმისთვის ვიშრომოთ, რომ ყოველგვარი კაცობრივი ქებ...
link
ამგვარად მცირეოდენი სიბრძნისმეტყველება გავბედე იმაზე, თუ ეს მარადაყვავებული ნაყოფი როგორ აყვავდება და პირველ ნაყოფს როგორ გამოიღებს. ხოლო თუ როგორია ყოვლადსრული ნაყოფი სიმდაბლისა, ამის შესახებ თვით უფალს ჰკითხონ მისმა უახლოესმა მე...
იხილეთ სრულად
ამგვარად მცირეოდენი სიბრძნისმეტყველება გავბედე იმაზე, თუ ეს მარადაყვავებული ნაყოფი როგორ აყვავდება და პირველ ნაყოფს როგორ გამოიღებს. ხოლო თუ როგორია ყოვლადსრული ნაყოფი სიმდაბლისა, ამის შესახებ თვით უფალს ჰკითხონ მისმა უახლოესმა მეგობრებმა
link
ამ სიმდიდრის რაოდენობის შესახებ საუბარი შეუძლებელია; მის ხარისხზე - კიდევ უფრო ძნელი; თუმცა მისი თვისებების შესახებ შევეცდებით ჩვენთვის მომადლებული გონების ძალით ვთქვათ
მზის ამოსვლას ცისკრის ნათელი უსწრებს, ხოლო ყოველგვარ სიმდაბლეს წინ სიმშვიდის სათნოება უძღვის. ამის შესახებ გვეუბნება ნათელი ჭეშმარიტი, მოვუსმინოთ როგორ თანამიმდევრობით წარმოგვიდგენს ამ სათნოებებს იგი: ისწავლეთ ჩემგან, "რამეთუ მშვი...
იხილეთ სრულად
მზის ამოსვლას ცისკრის ნათელი უსწრებს, ხოლო ყოველგვარ სიმდაბლეს წინ სიმშვიდის სათნოება უძღვის. ამის შესახებ გვეუბნება ნათელი ჭეშმარიტი, მოვუსმინოთ როგორ თანამიმდევრობით წარმოგვიდგენს ამ სათნოებებს იგი: ისწავლეთ ჩემგან, "რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათ. 11,29). ამიტომ საჭიროა, ჯერ მზის ნათელმა გაგვანათლოს და შემდეგ შევხედოთ თავად მზეს, რადგან როგორც ნათლის გარეშე მზის ხილვაა შეუძლებელი, ასევე სიმშვიდის გარეშე სიმდაბლეს ვერ მოიპოვებ
link
ჭეშმარიტ სინანულს, ყოველგვარი უწმინდურობისაგან განშორებულ ლოცვას და ახლადმოსულების ყოვლადწმიდა სინანულს ისე განვასხვავებთ ერთმანეთისაგან, როგორც ფქვილს, ცომსა და პურს. რადგან სული ჭეშმარიტი სინანულის საშუალებით შეიმუსრება და დაიფქ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტ სინანულს, ყოველგვარი უწმინდურობისაგან განშორებულ ლოცვას და ახლადმოსულების ყოვლადწმიდა სინანულს ისე განვასხვავებთ ერთმანეთისაგან, როგორც ფქვილს, ცომსა და პურს. რადგან სული ჭეშმარიტი სინანულის საშუალებით შეიმუსრება და დაიფქვება; მას შეერთვის და, ასე ვიტყოდი, ღვთისთვის დაღვრილი კეთილი ცრემლი წყლად, შემდეგ ღვთისმიერი ცრემლი აინთება მასში; გამოცხვება და გამტკიცდება ნეტარი სიმდაბლე, რომელიც აღუზავებელი და მედიდურობას მოკლებული იქნება.ამიტომ ეს...
link
"დასასრული სოფლისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა სოფლისა მორწმუნისა" (რომ. 10,4); ხოლო ყოველგვარი უწმინდური ვნების მწვერვალი არის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება, რომელთაც ეს წმიდა და სანატრელი ირემი - სიმდაბლე კლავს, იგი იფარავს თ...
იხილეთ სრულად
"დასასრული სოფლისა ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა სოფლისა მორწმუნისა" (რომ. 10,4); ხოლო ყოველგვარი უწმინდური ვნების მწვერვალი არის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება, რომელთაც ეს წმიდა და სანატრელი ირემი - სიმდაბლე კლავს, იგი იფარავს თავის მეუღლეს ყოველგვარი სასიკვდილო შხამისაგან; რადგან არასოდეს ყოფილა, რომ მასში თვალთმაქცობის ამ ბოროტ გველს თავი გამოეჩინოს და ნეტარ სიმდაბლეს მაშინათვე არ შეერცხვინოს და მოეკლას იგი. მას ვერასოდეს შეეწყვილება სიძულვილ...
link
ვინც სანატრელ სიმდაბლეს შეუერთდება, იგი ტკბილი, კეთილი მოწყალე, მშვიდი, განათლებული, უდარდელი, მღვიძარე, გულმოდგინე იქნება. და ბევრი რომ აღარ ვთქვა, იგი გათავისუფლდება ყოველგვარი ვნებისაგან, რადგან ნათქვამია: "სიმდაბლესა შინა მომი...
იხილეთ სრულად
ვინც სანატრელ სიმდაბლეს შეუერთდება, იგი ტკბილი, კეთილი მოწყალე, მშვიდი, განათლებული, უდარდელი, მღვიძარე, გულმოდგინე იქნება. და ბევრი რომ აღარ ვთქვა, იგი გათავისუფლდება ყოველგვარი ვნებისაგან, რადგან ნათქვამია: "სიმდაბლესა შინა მომიხსენა ჩვენ უფალმან და მიხსნა ჩვენ მტერთა ჩვენთაგან" (ფს. 135,23-24), ყოველგვარი ვნებისა და ბრძოლებისაგან
link