ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მოწყალე კაცი თავის სულს აცხოვნებს; უწყალო თავის სულს წარწყმედს. მოწყალებას კაცი კაცს კი არ აძლევს, თვით იესო ქრისტეს აძლევს; უწყალო კაცი თვით იესო ქრისტეს უარყოფს. ამისთვისცა იტყვის მაცხოვარი საშინელსა სამსჯავროსა ზედა: „მშიერ ვიყ... იხილეთ სრულად
რაც გინდა ღარიბი იყოს კაცი და საწყალი, მაინც შეუძლიან აღასრულოს მოწაყლება. ვსთქვათ, რომ შენ ღარიბი და საწყალი კაცი ხარ; გარნა ზოგიერთნი შენზედ უღარიბესნი და გაჭირვებულნი არიან. თუ ბევრის მიცემა არ შეგიძლიან, ცოტაოდენი მოწყალება მა... იხილეთ სრულად
უფალი იესო ქრისტე მისთვის მოითხოვს ჩვენგან, ძმანო, წმიდა გულს, რომელ ჩვენი ყოფა–ქცევა პირველად გულში მოიფიქრებს ანუ განიზრახავს კეთილსა, გინდა ბოროტსა საქმესა, და მერმე აღასრულებს. როგორიც გული აქვს კაცსა, ისრეთი საქმეც ექმნება. ა... იხილეთ სრულად
რაც გაქვს გულში ანუ ცუდი სურვილი, ანუ განზრახვა ბოროტი, განაგდე გულისაგან. თუ გაგიჩნდა გულში მსწრაფლ ცუდი რაიმე განზრახვა, ანუ სხვამ ვინმე შეგაგონა რაიმე ცუდი, ეცადე და მაშინვე მოინანიე და დაივიწყე. თუ დიდხანს დაუტევე გულში ბოროტი... იხილეთ სრულად
ვისაც წმიდა გული აქვს, იმას მაცხოვარი აღუთქვამს ღვთის ხილვას: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ვინაითგან ღმერთი არის უწმიდესი არსება, მას იხილავს მხოლოდ კაცი წრფელი გულითა. ღმერთი არის ნათელი ბრწყინვალე, ამ... იხილეთ სრულად
ღმერთს უყვარს მშვიდობა და მყუდროება. საღმრთო წერილში ღმერთი თავის თავს უწოდებს ღმერთად მშვიდობისა და მამად მოწყალებისა. თვინც კაცს კაცთან შეარიგებს, მშვიდობას და შერიგებას მოახდენს მოყვასთა თვისთა შორის, ამით იგი დაემსგავსება თვით... იხილეთ სრულად
უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მისთვის მოვიდა ქვეყანასა ზედა, მისთვის მიიღო ბუნება კაცისა, მისთვის ივნო, ჯვარს ეცვა და აღსდგა, რათა შეაერთოს და შეარიგოს კაცი ღმერთთან. ცოდვამან და ურჩებამან კაცი განაშორა ღმერთისაგან; ღმერთი გ... იხილეთ სრულად
ჩვენს სულიერ მტერს ეშმაკს, უხარიან ოდესცა ხედავს ჩვენ შორის ჩხუბსა, შფოთსა, შურსა. მისთვის რომელ, ოდესცა ჩვენ შორის არის ჩხუბი და განხეთქილება, მაშინ ადვილად გვაცდენს იგი და ადვილად შთაგვაგდებს იგი ყოველსა ცოდვასა შინა; გარნა როდე... იხილეთ სრულად
სიმართლისათვის კაცმან ყოველი დევნა უნდა მოითმინოს. თუ სიმართლეს დამალავ, ღმერთს განარისხებ; თუ სიმართლეს იტყვი და ვინმემ ამისთვის მოგიძულა და ცუდი რაიმე გიყო, ნუ გეშინიან, ღმერთი სასუფეველს მოგცემს.
რით შეგიძლიან დაამტკიცო, რომ შენ ხარ ნამდვილი ქრისტიანე? მით, როდესაც ქრისტეს გულისთვის მოითმენ ჭირსა და განსაცდელსა ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელიც თავის თავს არ დაზოგავს ქრისტეს სჯულის შენახვისათვის.