ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვინც სიმდიდრეს და დიდკაცობას ითხოვს ღვთისაგან, იგი უთუოდ ამპარტავანი არის; თუ ღმერთმან ინება და იცის წინადვე, რომ სიმდიდრეს და დიდკაცობას შენ კეთილად მოიხმარ, თვითონ მოგცემს; გარნა შენ კი მით უნდა იყო კმაყოფილი, რაიცა გაქვს.
„და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. თანამდები არის ყოველი ცოდვა, რომელსა კაცი იქმნს ღვთის წინაშე. მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა ჩვენც მიუტევებდეთ მოყვასთა ჩვენთა ყოველსა, რასაც ... იხილეთ სრულად
კაცი, ძმანო ჩემნო, სუსტი არის: ერთს საათს ვერ გაატარებს უცოდველად; თითქმის ყოველს წამს სცოდავს ღვთის წინაშე ანუ ფიქრით, ანუ სიტყვით, ანუ საქმით. მაშასადამე, ყოველთვის უნდა გამოითხოვოს ღვთისაგან მოტევება ცოდვათა თვისთა; გარნა ღმერთ... იხილეთ სრულად
როდესაც ეკლესიაში მოხვალ და ილოცავ, რასა სთხოვ მაშინ შენ ღმერთსა? შენ სთხოვ: უფალო შემიწყალე, ღმერთო შეგცოდე, შემინდევ. მაშასადამე, თუ გსურს, რომ ღმერთმან გაიგოს შენი ლოცვა, შენც ნურაოდეს ნუ იძიებ შურსა ძმისა შენისათვის.
ის კაცი, რომელიც ისე გულფიცხელია და ისე გაჯავრდება, როგორც გაცოფებული მხეცი, და გაჯავრებული არ დაზოგავს კაცსა, სრულიად მხეცი არის და ღვთის სახე აღარ არის მის გულში; ხოლო კაცი გონიერი და ღვთის მოშიში გულს გაიმაგრებს, არ გაჯავრდება ... იხილეთ სრულად
„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“. განსაცდელი ეწოდება ისრედს შემთხვევას, რომელი შთააგდებს კაცსა რომელსამე ცოდვაში. მაშასადამე, ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ყოველივე ც... იხილეთ სრულად
„არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან“ – ეს არის უკანასკნელი მუხლი უფლის ლოცვისა. მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, ესე იგი ბოროტის საქმისაგან და უმეტესად ბოროტის ეშმაკისაგან ანუ სულიერისა მტერისაგან. ეშმაკი არის საშინელი მტერი სულისა ჩვენისა.... იხილეთ სრულად
ყოველმან კაცმან ზეპირად უნდა იცოდეს ეს ლოცვა (მამაო ჩვენო) და დილით და საღამოთი უნდა სთქვას იგი; გარნა სასარგებლო არ იქმნება, რომ კაცმა მხოლოდ ენით სთქვას ეს ლოცვა და საქმით კი არ აღასრულოს.
ვინაითგან თქვენ, ძმანო, ახლა ხართ ქრისტიანენი, ეცადენით, რომ საქმით იყვნეთ ქრისტიანენი და არა მარტო სახელით. უმჯობესია, რომ კაცი სრულიად არ მოინათლოს, ვიდრე მონათლული ცუდად იქცეოდეს. მონათლული უმეტესსა მიიღებს ღვთისაგან სასჯელსა. ... იხილეთ სრულად
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. გლახაკი სულითა ის არის, რომელიც გრძნობს თავისს გულში, რომ თავის საკუთარი არაფერი არა აქვს: არც ღირსება, არც სათნოება, არც სიწმიდე, არც სამსახური ღვთის წინაშე, არამედ... იხილეთ სრულად