ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
რა არის კაცის სიყვარული, ეს მოკლედ გამოგვიცხადა უფალმან იესო ქრისტემან: რაც გინდა, რომ გიყოს შენ კაცმან, შენც ის უყავი კაცსა.
სადაცა არ არს თანხმობა და ერთგულება მღვდელთა და ერთა შორის, იქ ქრისტიანული წესი ვერ აღსრულდება კეთილად. რა სახით უნდა აღასრულოს მოძღვარმა თვისი მოვალეობა, თუ კი მის მოწაფეს არ აქვს მორჩილება და არ ისმენს მისსა დარიგებასა.
სარწმუნოება, ძმანო, ორნაირი არის: ერთი ცხოველი, მეორე მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს კაცის გულში, დაიმორჩილებს კაცის ნებას და ხასიათსა, გაანათლებს და გააცოცხლებს მისსა გულსა და სულსა, ცოდვას მოაძულებს და კ... იხილეთ სრულად
ვინც ეკლესიაში მოვა და წირვა–ლოცვას ისმენს დაფანტულითა გონებითა, ეკლესიითგან რომ გავა, არაფერი მადლი არ გაყვება; ზოგიერთნი საცოდავნი, უსწავლელნი კაცნი ისე ფიქრობენ, რომ ოღონდ წირვას დაესწროს, ორიოდე პირჯვარი გადაიწეროს, მეტი არაფე... იხილეთ სრულად
ანთებული წმინდა სანთელი შენ გასწავლის იმას, რომ თვით შენი გულიც და სულიც უნდა იყოს აღნთებული ღვთის წინაშე ლოცვითა, ერთგულებითა და სიყვარულითა.
სამი თითი ერთად, რომლითაც პირჯვარს იწერ, ნიშნავს წმიდა სამებასა; ორი მათგანი – იესო ქრისტეს ბუნებასა, ესე იგი, კაცისა და ღვთის ბუნებასა. პირველად შუბლზე დაისხამ თითებს, რათა განიწმიდოს შენი აზრი, მერმე გულზე, რათა განიწმიდოს გული,... იხილეთ სრულად
როგორც საკმეველი არის კეთილსუნნელოვანი და კვამლი მისი ადის ზეცას, ეგრედვე შენიცა ლოცვა უნდა იყოს ღვთის წინაშე შეზავებული გულის სიტკბოებით და ზეცად აღიწეოდეს.
მთელი წირვა არის მოკლედ გამოხატვა და წარმოდგენა უფლისა იესო ქრისტეს ცხოვრებისა. როდესაც მღვდელი, ანუ დიაკონი სახარებასა წაიკითხავს, წარმოიდგინე, რომ გესმის ხმა და ქადაგება თავად უფლისა იესო ქრისტესი. როდესაც მღვდელი სამკვეთლოთგან ... იხილეთ სრულად