ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მესმა მე, ვითომც თქვენ შორის იყოს მკითხაობა. წმიდანი მამანი აღუკრძალავენ ესე ვითართა ზიარებასა, და ვინც მივა მკითხავთან, იმას თითქმის სჯულზედ უარი უთქვამს. ვინც ჭკვიანურად იფიქრებს და კარგად გამოსცდის, იგი მალე მიხვდება, როგორ ატყ... იხილეთ სრულად
ღმერთმან თავისი მხრით ყოველივე აღასრულა და ყოველივე მოგვცა, რათა ჩვენ ვსცხონდეთ და ვიყვნეთ ბედნიერნი; აწ ჩვენზედ არის დამოკიდებული, თუ მივიღებთ მათ ყოველთა და კეთილად ვიხმართ ჩვენდა საცხოვნებლად.
ეკლესიაში დასდვა ღმერთმან ყოველნი სწავლანი, ღონისძიებანი, საშვალობანი, რომლითაც კაცმან უნდა იცხოვნოს სული თვისი. ყოველთა შვიდთა საიდუმლოთა შინა (იგულისხმება: ნათლისღება, მირონცხება, აღსარება, ზიარება, ზეთის კურთხევა, მღვდლობა, ქორ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად, ძმანო ჩემნო, ეკლესია არის და ყოველთვის უნდა იყოს ჩვენთვის ერთი ფრიად შეყვარებული და სანატრელი ადგილი, რომელმან ჩვენ ყოველნი უნდა შეგვაერთოს სულიერად წინაშე ღვთისა. ყოველზე უმთავრესი და უმჯობესი ქველისმოქმედება ეკლესიის... იხილეთ სრულად
მონანება ის არის, როდესაც კაცი იფიქრებს და იტყვის: მე ესა და ეს საქმე სწორედ (მართლა) ცუდად ვქმენიო, ამ საქმეში მე სწორედ დამნაშავე ვარო ღვთის წინაშე; ეწყინება (მოსწყინდება), მოეძალება ცოდვა და მერმე იტყვის: არა, ამას იქით აღარ ვი... იხილეთ სრულად
ზოგიერთი კაცი ისრე ფიქრობს, რომ თუ მოვიდა ეკლესიაში და წირვის გადათავებამდის დადგა, პირჯვარი დაიწერა, მეტი არაფერი არ არის საჭირო. სინიდისი მისი ამით კმაყოფილია. იმას კი არ კითხავს თავის თავს, თუ რა გაიგონა, რა შეუვიდა ჭკუაში და გ... იხილეთ სრულად
სულსა კაცისასა აქვს თავისი საკუთარი საზრდო, რომელიცა, თუ მოაკლდა სულსა ჩვენსა, მოკვდება. სულიერი საზრდო არს სწავლა, გნათლება, ცნობა ღვთისა და თავის თავისა.
თუ ღმერთმან მოგცა შენ რომელიმე სულიერი სიხარული, რომელიმე ბედნიერება, აქ ეკლესიაში გარდაიხადე მადლი ღვთის წინაშე. უკეთუ ნაცვლად სიხარულისა, შეგემთხვია რაიმე მწუხარება, ისიც აქ აღუარე ღმერთსა შენსა. ყოველივე ღვთისაგან არის ძმაო ჩე... იხილეთ სრულად
ისეთი მწუხარება არ ექმნება კაცს გულში, რომელი არ დააცხროს და არ განაქარვოს მხურვალემ და ერთგულმა ლოცვამ. თუ ერთხელ მიეჩვიე და ისწავლე, რა არის ერთგული და მხურვალე ლოცვა, უმჯობესს ნუგეშს ვერსად ვერ პოვებ. ადვილად მოითმენს და ადვილა... იხილეთ სრულად
თუ ამ ქვეყანაში შენ ხარ ყველაზედ უსაწყლესი და დაჩაგრული; გარნა, თუ სულგრძელებით მოითმენ შენ მწუხარებას, არ დაკარგავ სასოებას, მაშინ მომავლასა საუკუნესა შინა შენ იქმნები უმაღლესი მრავალთა კაცთა.