ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები
ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი - ციტატები, გამონათქვამები ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კაცი უქმი, მცონარე, რომელსა არ უყვარს გარჯილობა, ვერ გამდიდრდება სულიერადაც. სათნოების და წმიდა ზნეობის შეძენას დიდი შრომა და მოღვაწება უნდა.
წმიდათა მამათა, უდაბნოსა შინა მცხოვრებთა, რასაკვირველია, ჩვენზე უკეთ ესმოდათ, რა სახით უნდა სცხოვნდეს კაცი, და რას გვასწავლიდნენ იგინი? როგორც რომ გამოვიდოდნენ წირვითგან, ან ცისკრითგან, მაშინვე დაიწყებდნენ მუშაობასა. ერთს წამს უქმ... იხილეთ სრულად
ვინც უქმად ატარებს თავის დროებას, იგი ქრისტიანი არ არის. ვინც თავის შრომით არ არჩენს თავის თავს, ვინც სცხოვრობს და რჩება სხვისი ნამუშევრით და შრომით, იგი ამაოდ ამძიმებს დედამიწასა.
ყოველი მომავალი ცხოვრება მცირეწლოვანისა ყრმისა, მისი ყოფაქცევა, მისი ხასიათი და ერთის მხრით, თითქმის, სულის ცხონებაც დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რა სახით გაიზარდა იგი, რა შეაგონეს რა ასწავლეს მას და რას მიაჩვიეს იგი მშობელთა სი... იხილეთ სრულად
ჩვენს ქვეყანაში აღზრდის საქმეში მხოლოდ იმას სცდილობენ, რომ თვისთა შვილთა ასწავლონ მოსაწონი მიხვრა–მოხვრა, კარგი სიტყვა–პასუხის მიცემა, თავაზიანად ლაპარაკი და მოქცევა. გარნა, ძმაო ჩემო საყვარელნო, ეს არის მხოლოდ ერთი და თვით უმცირე... იხილეთ სრულად
თუ გსურთ, ძმაო, რომ შენი შვილი გამოვიდეს კეთილი და ბედნიერი კაცი, ორი საქმე ასწავლე მას, ორი თვისება დანერგე მის გულში. პირველად ეცადე, რაც შეგიძლია, რომ შენს შვილს შეაყვარო სიმართლე, მიაჩვიო გულწრფელობას. პირველი და უწინარესი ყოვ... იხილეთ სრულად
დაუდევნელობა ის არის, როდესაც კაცი თვისს საქმეს, თვისს მოვალეობას არ ასრულებს ბეჯითად და კეთილსინიდისითა. დიდი ცოდვა არის ძმანო, დაუდევნელობა. თუ კი კაცს რომლისამე საქმის კარგად გაკეთება შეუძლია და არ მონდომებს, და ცუდად აკეთებს ი... იხილეთ სრულად
შვილები მცირეწლოვანნი ისე სიტყვიერის დარიგებით ვერა რას ისწავლიან, როგორც მაგალითით. ამისათვის თუ მშობელნი არ აძლევენ მათ კეთილსა სახესა, ძნელად შეიძლება, რომ იგინი კარგნი გამოვიდნენ.
კაცი, რომელსა სურს ეკლესიაში მისვლა და წირვის მოსმენა, წინადვე უნდა მოემზადოს ამ საქმეს. კვირას ანუ დღესასწაულის დღეს, ვიდრე ეკლესიაში მისვლამდე, ეცადე, ძმაო და ისრე დააწყვე შენი სული და გული, რომ ეკლესიაში შესვლის დროს აღარაფერი ... იხილეთ სრულად
თუ კაცის აზრი დაფანტული არის, თუ ეკლესიაში მან შემოიტანა ყოველი შფოთი და ზრუნვა, რომელიც მას აწუხებდა სოფელში, რასაკვირველია, რომ კარგად და სასარგებლოდ ვეღარ ილოცავს. ამისთვის ეცადე, ძმაო, და დაამშვიდე შენი გული, განიშორე შენგან ყ... იხილეთ სრულად